მე მიკვირს როცა მარტო პირობებზე მიდის ლაპარაკი რა

პირობები ეხება იმათ, ვინც ეხლა იზრდება, ეხლა მოდის
და ის თაობა, რომლის იმედიც ჩვენ გვაქვს (უფრო სწორად ის რამოდენიმე კაცი)
საქართველოში არცერთი არ ვარჯიშობს და პირდად ვიცი ვინ რა პირობებშია.
არც ტურნირების თამაში აკლიათ და არაფერი. დანარჩენი უკვე თვითონ უნდა გაამართლონ.
მე პირდად როცა ვთამაშობდი არც მაშინ იყო აქ პირობები, მაგრამ პატარა ვიყავი და
აქაური კორტები და ნაგავი ტურნირები მაინც მეხმარებოდა და გნავითარებაში მიწყობდა
ხელს, მაგრამ როგორც კი მოვიდა დრო, რო აქ ჩემი თავი ამოვწურე მამაჩემმა ყველაფერი
გააკეთა იმისთვის რო აქედან წავსულიყავი და წვედი კიდეც.
თამამად ვამბობ, რომ ეხლა რო ჩოგბურთელი არ ვარ არც პირობების ბრალია,
არც უფულობის, არც უსპონსორობის, პირიქით - სპონსორიც მყავდა და + ვილსონთან კონტრაქტი.
ჯერ ევერტში ვვარჯიშობდი, სადაც ანა ვარჯიშობდა იმ დროს, შემდეგ ნადალის გვერდით ვიდექი
და ერთი და იგივე მწრთვნელი გვყავდა, პენეტასთან ვთამაშობდი და მოია დაბოდიალობდა გვერდით
კორტზე.
მე უბრალოდ წელმა ისეთ დროს შემწაუხა, როცა მაქსიმუმი უნდა გამეკეთებინა და
ყველაზე მეტად წავსულიყავი წინ, 2 წელი ადგიზლე ვიბუქსავე, იმიტო რო 1 თვე ვივარჯიშებდი,
მეორე თვე ვმკურნალობდი და ნერვებიც აღარ მქონდა ისეთ ტკივილებს ვუძლებდი.
მიუხედავად იმისა, რო სუ ტრავმები მაწუხებდა მაინც შემეძლო
უკეთესი ვყოფილიყავი.
აზრზე არ ვარ რა გამოვიდოდა ჩემგან, მე ვფიქრობ შევძლებდი რაღაცაზე მიღწევას,
მაგრამ თუ ევრ მივაღწევდი, მარტო ჩემი ბრალი იქნებოდა და იქ პირობები და
კორტები და დაფინანსება არაფერ შუაში არ იქნებოდა.
ზუსტად მაგიტო ვამბობ რო მე ვიცი ეხლა ვისი იმედიც გვაქ
ვინ რა პრიობებშია, ამიტო თუ გაამართლებენ, გაამართლებენ
და იქნება ძალიან მაგარი, იმიტო რო ბუნებრივია ხელშეწყობა
ყველაზე მთავარია, რო გქონდეს ტურნირებზე გამოსვლის შესაძლებლობა და ჩოგნების პრობლემა არ გქონდეს.
ვერავინ ვერ იტყვის "ითამაშებდა აბა რას იზამდა, ასეთ პრიობებში იყოო"
მაგრამ თუ ვერ გაამართლებენ, ვერავის და ვერაფერს დააბრალებ.
This post has been edited by Ia-forumze on 11 Jan 2010, 12:38