ამერიკულ ტურნირს ტატიშვილიღა შემორჩა
სოფო შაფათავა: “ტაშკენტის ტურნირზე საუკეთესო შედეგისთვის ვიბრძოლებ”
უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირის მერვედფინალში ქართველი სოფო შაფათავა პოლონელ ურსულა რადვანკას დაუპირისპირდება.
145-ათასიანი პირველ რაუნდში შაფათავამ ფრანგ კინი ლაინეს 6:3, 4:6, 6:4 მოუგო და ეს ქართველისთვის WTA-ს ეგიდით მიმდინარე ტურნირებზე პირველი გამარჯვება გახლდათ. რაც შეეხება რადვანსკას, მან მე-7 ნომრად განთესილი უზბეკი აკგულ ანანმურადოვა 7:6, 6:3 დაამარცხა.
წყვილთა ტურნირში შაფათავამა და ყირგიზმა კსენია პალკინამ რუს ბრატჩიკოვასა და გერმანელი ვოერლეს დუეტთან 3:6, 2:6 წააგეს და გათამაშებას დამშვიდობნენ.
ლაინესთან მარცხის შემდეგ შაფათავასთან ინტერვიუ ტაშკენტის ტურნირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
- საკუთარ თამაშს რა შეფასებას მისცემდი?
- WTA-ს ტურნირზე პირველი მატჩი გავმართე და მეტად აღელვებული გახლდით. ასეთ დონეზე ჩემი მეტოქეც სადებიუტო შეხვედრას ატარებდა და მიხარია, რომ იღბალი ჩემს მხარეს გახლდათ.
- ეს თქვენს კარიერაში საუკეთესო შედეგია?
- WTA-ს ტურნირზე – კი.
- ტაშკენტში აქამდე თუ ყოფილხარ?
- არა, ეს ჩემი პირველი ვიზიტია. თუმცა, უზებეკეთის ქალაქ ნამანგანში 25-ათასიან ტურნირზე მითამაშია.
- თამაშის დროს რა გრძნობა გქონდათ? WTA-ს ტურნირებზე ასპარეზობა ოცნების ასრულება იყო?
- ნამდვილად ღირშესანიშნავი მოვლენაა. ვცდილობ, აქ ასპარეზობისგან სიამოვნება მივიღო.
- ფრანგ მეტოქესთან მატჩი როგორ წარიმართა?
- საწყის ეტაპზე ორივენი აურაცხელ შეცდომას ვუშვებდით, შემდეგ კი მობილიზება მოვახერხე, რაც შედეგშიც აისახა.
- WTA-ს ტურნირზე საქართველოდან პირველი მონაწილე ხარ?
- არა, საქართველოს მე-3 ჩოგანი ვარ. თუმცა, მიმდინარე სეზონში რეიტინგის მოწინავე ორასეულში შესვლას ვაპირებ, რაც სამომავლოდ დიდი მუზარადის ტურნირებზე კვალიფიკაციაში თამაშის საშუალებას მომცემს.
- პირველ შეხვედრაში მაყურებელთა უმრავლესობა შენს მხარეს იყო, თუმცა, მომავალში თუ უზბეკ მეტოქეს გადაეყარე, ასე აღარ იქნება. ამისთვის მზად ხარ?
- შეიძლება, ამან ჩემს სასარგებლოდაც იმოქმედოს.
- ვარჯიშს დიდ დროს უთმობთ?
- ორი მწვრთნელი მყავს, რომელთა მითითებებსაც სრულად ვასრულებ. მათი მუშაობით კმაყოფილი ვარ და არაფრის შეცვლას არ ვაპირებ.
- ტაშკენტში ჩამოსვლის შემდეგ პირველი შთაბეჭდილებები როგორია?
- ძალიან თბილი ატმოსფეროა. მიხარია, რომ ჩემი WTA-ს ტურნირზე დებიუტი სწორედ აქ შედგა. ვეცდები, გულშემატკივარს თავი საუკეთესო თამაშით დავამახსოვრო.
აშშ-ს ქალაქ ტროიში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირს სოფო მელიქიშვილი გამოეთიშა, ამგვარად, ამერიკულ შეჯიბრს ქართველთაგან მხოლოდ ანა ტატიშვილი შემორჩა.
კვალიფიკაციის მე-2 რაუნდში მელიქიშვილი მე-5 რეიტინგის მქონე ხორვატ მირიანა ლუჩიჩთან 1:6, 3:6 დამარცხდა.
რაც შეეხება ტატიშვილს, იგი ძირითადი ბადის პირველ წრეში მეშვიდედ განთესილ უკრაინელ ტატიანა ლუჟანსკას დაუპირისპირდება.
წყვილთა ტურნირში ტატიშვილისა და ამერიკელი ბრენგლეს მე-4 ნომრად განთესილი დუეტი ბრიტანელ კარტერსა და კანადელ დაბროვსკის ტანდემს ეთამაშება.ოგბურთო ტურნირის საპრიზო ფონდი 50 ათასი დო
მიმაგრებული სურათი