მოკლედ
მერცხალი 1-0 ჭიათურა
ვრცლად (ვყვები უშუალოდ ფეხბურთელების მონაყოლს )
თამაშის წინ, მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელის ’’ბატონ’’ ხარიტონის ინიციატივით დარიგდა პროკლამაციები, სადაც აღწერილი იყო თუ როგორ აგინეს ჭიათურაში ფეხბურთელებს, გუნდის სამწვრთნელო შტაბს და ა.შ. აღნიშნული ფაქტის პროპაგანდა მიდიოდა უკვე ჭიათურაში დასრულებული თამაშის შემდეგ ( ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ზედმეტად იყო გამუქებული და ამ ფაქტებით მანიპულრება ხალხის აბუნტებისკენ იყო მოწოდებული ) ... სტადიონზე დაახლოებით 500 გულშემატკივარი იყო მოსული, რომელთა 99 % დაწყებული ბებერი ბაბუებიდან დამთავრებული ქალებით 90 წუთის მანძილზე დედის ყველაფერს აგინებდნენ მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებს. ამასთან დაკავშირებით პროტესტი არ გამოუთქვამს არც ერთ ოზურგეთელ ფეხბურთელეს, თამაშის დასრულების შემდეგ განახლდა ორმხრივი გინება , თუმცა სეტკის მიღმა ყველანი მაგარი ბიჭები იყვნენ. ერთ-ერთმა მათგანმა ისიც თქვა რომ თამაშზე გამგებელიც გვაგინებდაო. ამ ყველაფერს უხსნიდა ჭიათურელ პიროვნებას, რომელიც დაინტერესდა თუ რატომ აგინებდნენ ასე გამეტებით საკუთარი ქალაქის ფეხბურტელებს. აღმოჩნდა რომ ეს ჭიათურელი პიროვნება თვითჴნ იყო ქალაქის გამგებელი, რომელსაც ეუბნებოდნენ რომ გამგებელი თვითონ გვაგინებდაო... რაც შეეხება დანაპირებს, გპირდებიან რომ ოზურგეთი თუ როდისმე აღმოჩნდება ჭიათურაში სათამაშოდ იქ გაეცემათ ყველას საკადრისი პასუხი. და თუ წელს ოზურგეთი გავიდა პლეი ოფში ურჩევნიათ საჩხერეში არ ჩავიდნენ. ჩათვალეთ რომ მთელი ჭიათურა იმ დღეს ფეხბურთის საყურებლად არ მოვა.
* * *
ქართული სპორტის ქომაგთა ერთგული წევრები ალბათ გულისყურით ადევნებენ თვალს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის როგორც უმაღლესი, ასევე პირველი ლიგის თამაშებს. ამჯერად თქვენს ყურადღებას პირველი ლიგის A ზონაში გამართული 19 ნოემბრის შეხვედრის შესახებ შევაჩერებ. შეხვედრა ოზურგეთში გაიმართა და მას უდიდესი სატურნირო მნიშვნელობა ჰქონდა. პირველ ადგილზე ბათუმის ’’დინამო’’ მყარად იყო დამკივდრებული, ხოლო პლეი - ოფში გადასასვლელი მეორე ადგილისთვის ოზრუგეთის ’’მერცხალი’’ და ჭიათურის ’’ჭიათურა’’ იბრძოდნენ. მასპინძლებს ჭიათურლებზე 2 ქულით მეტი ჰქონდათ ( თუმცა ჭიათურას 1 თამაშით ნაკლები და შესაბამისად პოტენციური მე-2 ადგილიც სწორედ ჭიათურლების იყო) და შეხვედრაში გამარჯვება ესაჭიროებოდათ. პირველი წრის შეხვედრა ჭიათურაში 2-1 ჰქონდათ მასპინძლებს მოგებული...
ახლა კი უშუალოდ 19 ნოემბრის შეხვედრის ინცინდენტებზე მოგითხრობთ, რომელიც თავიდანვე გეტყვით რომ 1-0 დასრულდა მასპინძელთა გამარჯვებით. უშუალოდ თამაშის გარჩევას არ დავიწყებ მსურს მოგითხროთ ყველაფერი ის რაც მოხდა სტადიონზე თამაშის წინ და თამაშის შემდეგ ( ყველანაირი ინფორმაცია მოწოდებულია უშუალოდ გუნდის წარმომადგენლების მიერ, პირადად ქართული სპორტის ქომაგებისთვის ) ... თამაშის დაწყების წინ, მასპინძელთა მწვრთნელის ხარიტონ ჩხატარაშვილის ინიციატივით, დარიგდა პროკლამაციები, რომელშიც ზედმეტად იყო დამახინჯებული ჭიათურელთა მასპინძლობის შესახებ ფაქტები, აღწერილი იყო თუ როგორ სცემეს ჭიათურლებმა ოზურგეთელი ფეხბურთელები, როგორ აგინეს მათ გუნდს და მთლიანად ოზურგეთს. გუნდის წარმომადგენლების აზრით, ყოველივე ეს მიზნად ისახავდა ოზურგეთელი გულშემატკივრის აბუნტებას და ჭიათურელთა დისკრიმინანციას არა ადამიანური გზებით. შეხვედრას, რომელიც ოზურგეთის სტადიონ ’’მეგობრობაზე’’ ( რამდენად მეგობრულია ამას ოდნავ ქვემოთ შეიტყობთ) გაიმართა 500 მდე გულშემატკივარი დაესწრო ( სამწუხაროა რომ მათი უმრავლესობის მიზანი არა ფეხბურთის ყურება არამედ მოწინააღმდეგე გუნდის გინება იყო)...
” მსაჯის სასტვენი და სტადიონზე მყოფი გულშემატკივრის მხრიდან მიზანმიმართული გინება ერთი იყო, 90 წუთის მანძილზე გინება ისმოდა 99 % გულშემატკივრის მხრიდან, განურჩევლად სქესისგან და ასაკისა. გამოირჩეოდა ახალგაზრდა თაობა, რომელსაც საკუთარი ბილწსიტყვაობის გამოცდილებით ზურგს უმაგრებდა ასაკოვანი ხალხიც. გინება მოდიოდა უშუალოდ ფეხბურთელებზე და შეურაცხყოფას აყენებდნენ ჩვენს ოჯახებს. ” - აცხადებენ მატჩში მონაწილე ფეხბურთელები. მათივე თქმით თამაშის მიმდინარეობის დროს არც ერთ მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელს აზრადაც არ მოსვლია რომ რომელიმე გულშემატკივარი გაეჩერებინა და აეხსნათ მათთვის, რომ ამგვარი საქციელი მსუბუქად რომ ვთქვათ არ იყო ლამაზი. გაგულისებული ქომაგი გულზე მჯიღს იცემდა და აცხადებდა რომ ყოველივე ამის თავი ჭიათურელთა გამგებელი ყოფილა, რომელსაც თურმე ჭიათურაში უგინებია ოზურგეთლებისთვის ( საინტერესოა რომ ამ ფაქტებს უხსნიდა ჭიათურელ ადამიანს, რომელიც საბოლოოდ სწორედ ჭიათურის გამგებელი გამოდგა ) სტადიონზე არ იყო არანაირი წესრიგი, არც დაცვის პოლიციის სახით, ისინი საერთოდ არ ესწრებოდნენ შეხვედრის მიმდინარეობას ( მხოლოდ მას შემდეგ მოხდა მათი გამოჩენა რაც ჭიათურელთა ხელმძღვანელობისთვის აუტანელი გახდა სტადიონზე ყოფნა და თავად მოითხოვეს დაცვის მოყვანა სტადიონზე ) . შეხვედრის დასრულების შემდეგ ჭიათურელ ფეხბურთელებსა და ’’მასპინძელ’’ გულშემატკივარს შორის მოხდა სიტყვიერი შეურაცხყოფა, თუმცა მათ ერთმანეთს ’’სეტკები’’ ჰყოფდნენ და შესაბამისად ინცინდენტიც 20 წუთზე (!) მეტს არ გაგრძელებულა. კლუბის გულშემატკივარი არ აპირებს ამ ფაქტის ასე უგულისყუროდ დატოვებას და საპასუხო ქმედების განხორციელებას აპირებს. თუ კი ოზურგეთის გუნდი მოახერხებს პლეი- ოფში გადასვლას შესაბამისად დიდი ალბათობით მათ მოუწევთ საჩხერეში ჩასვლა. ს.კ. ჭიათურას გულშემატკივარი აპირებს საჩხერეში ჩასვლას და მათი მიზანი არ იქნება ფეხბურთის ყურება ! ...
პირადად ჩვენ ’’ქართული სპორტის ქომაგები’’ ვერ დავტოვებდით ამ ფაქტს უყურადღებოდ. ძალიან ვთხოვთ პასუხისმგებელ ორგანოებს, ყურადღება მიაქციონ ამ ფაქტს, გამოიძიონ ეს თამაში და გაზარდონ ინტერესი პირველი ლიგის მატჩებზე.
http://www.facebook.com/qartulisportisqomagebi This post has been edited by rikosheta on 20 Nov 2011, 00:08