ჩემთვის არ არის ეგრე

ანგარიში რომ მაინტერესებდეს ლაივსქორს გავხსნიდი და იქ მივაჩერდებოდი

სტადიონზე იმიტომ დავდივარ რომ თამაშს ვუყურო.
ბოლოს გატანა იმას ნიშნავს რომ მეტოქის გატეხვა იქამდე გაგიჭირდა და ეს გოლი ან გამართლების ხარჯზე გაგაქვს ან დიდი გაჭირვების შემდეგ.
აი მარტო ამ სიტყვების გამო მინდა რომ ჭიათურა გადმოვიდეს
და რამდენსაც დააკარგვინებს ქულებს იმდენი მილიონი შენც მეც და ჭიათურასაც
* * *
ჭიათურლებმა დედაქალაქში გაილაღეს
იწურება საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის I ლიგის სეზონის ძირითადი ეტაპი და შესაბამისად ინტრიგაც უფრო მეტად და მეტად მატულობს. მოგეხსენებათ, ჩვენი გუნდი მე-3 ადგილზეა და პლეი ოფში გადამსვლელ მე-2 ადგილამდე მხოლოდ და მხოლოდ 2 ქულა აშორებს, ხოლო ჩემპიონატის დასრულებამდე კი მხოლოდ 3 ტურია დარჩენილი.
ჭიათურლები თავიანთ რიგით მე-15 შეხვედრას თბილისში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) გუნდთან მართავდნენ და უთუო გამარჯვება ესაჭიროებოდათ. შეხვედრა თემქაზე არსებულ ''შატილის'' ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა და მას 100 -მდე გულშემატკივარი დაესწრო (რომელთა შორის ჭიათურლები სჭარბობდნენ). ორივე გუნდმა შეხვედრა საკმაოდ აქტიურად დაიწყო, ბურთი მოედნის ცენტრში ფაქტობრივად არ ჩერდებოდა და ქომაგსაც მოწყენის საშუელება ნამდვილად არ ჰქონია. შეხვედრის მე-4 წუთზე ''სტუ''-ს საჯარიმოს მისადგომებთან ჯარიმა დაინიშნა, ჭიათურლებმა საჯარიმოში დაბალი ბურთი ჩაჰკიდეს, რომელსაც სტუმართა თავდამსხმელი ზაურ ხაჭიპერაძე გამოეხმაურა და ბურთი მეტოქის კარში გადაგზავნა. სასიხარულოა, რომ გატანილი გოლის შემდეგ გუნდი ანგარიშის შენარჩუნებაზე არ ზრუნავდა და მეტოქეს ბურთის კონტროლის საშუალებას არ აძლევდა. ერთ-ერთი შეტევის დროს კი სტუმრებს კონტრშეტევა გამოეპარათ და მასპინძელთა მე-16 ნომერმა, გოგიტა გოგატიშვლიმა ( რომელიც მასპინძელთა რიგებში უდაოდ საუკეთესო იყო) ჭიათურელთა საჯარიმოსთან ბურთი მიიღო, მეტოქეს მარტივად აუარა გვერდი და შეხვედრის მე-10 წუთზე ანგარიშიც გაათანაბრა. გაშვებულმა გოლმა სტუმრები კიდევ უფრო გამოაცოცხლა და მეტოქე საკუთარ საჯარიმოს მიაჯაჭვეს. ’’სტუ’’-ს შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო მეკარე აბულაძე, რომელმაც რამდენიმე რთული ბურთი უკუაგდო და საკუთარ გუნდს წარმატების იმედს უტოვებდა. შეხვედრის მე-16 წთ-ზე კი მასპინძელთა იშვიათი შეტევის დროს ჭიათურლები გაშვებულ გოლს გადაურჩნენ, შორეული დარტყმული ბადურაშვილმა ბრწყინვალე ნახტომით გააუნებელვყო და ბურთი კუთხურზე მოიგერია. მასპინძლებს პირველ ტაიმში სხვა რეალური მომენტი აღარ შეუქმნიათ და დარჩენილ დროში მხოლოდ ’’ჭიათურა’’ უტევდა. მე-20 წთ-ზე კი თბილისელთა საჯარიმოში შეჭრილ ჭიათურელს აშკარად ეუხეშნენ და მსაჯმაც უყოყმანოდ მიუთითა თერთმეტმეტრიანი ნიშნულისკენ. პენალტის დასარტყმელად ნიკოლოზ გაფრინდაშვილი გაემართა და მეკარისაგან მარცხენა დაბალ კუთხეში გაიტანა. რამდენიმე წუთში გოლის ავტორი ლევან ბარათაშვილით იქნა შეცვლილი, რომელმაც მოედნის ცენტრში დაიკავა ადგილი და ბურთის კონტროლით იყო დაკავებული. ჭიათურელთა მორიგი შეტევის დროს გოლიც გავიდა, თუმცა შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ოთარ ხეცაძემ მეკარეზე თავდასხმა დააფიქსირა და გოლიც არ ჩათვალა. შეხვედრის პირველი ტაიმის დასრულებამდე ჭიათურლებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, ერთ-ერთი ასეთი მომენტის დროს კი ბურთი ჯერ აბულაძემ მოიგერია შემდეგ კი მასპინძლებს ხარიხაც დაეხმარა და ანგარიშიც აღარ გაზრდილა. გუნდები შესვენებაზე 1-2 ანგარიშით გავიდნენ. მეორე ტაიმი შედარებით მშვიდ ვითარებაში წარიმართა. ჭიათურლებმა მეტოქეს ბურთის კონტროლის საშუალება მისცეს და ამით თამაშისთვის ტემპის დაგდებას შეეცადნენ, თუმცა მას შემდეგ რაც მათი თამაში მეტად ქაოტურად წარიმართა, მთავარმა მწვრთნელმა, ბადრი ბრეგვაძემ, რამდენიმე გადაადგილება მოახდინა. ლევან ბარათაშვილის ნაცვლად 70-ე წუთზე ზურაბ ნოზაძე გამოიყვანა, რომელმაც მწვრთნელის იმედები სრულად გაამართლა და შეხვედრაში ძალზედ აქტიურად ჩაერთო. იქამდე კი ჭიათურლებმა კიდევ ერთი ძალზედ სახიფათო მომენტი შექმნეს, როდესაც მარცხენა ფლანგიდან შეჭრილ ჭიათურელს მეკარე აბულაძემ აჯობა, დამატებაზე ხაჭიპერაძემ გაიტანა, თუმცა გვერდითა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. მატჩის 73-ე წუთზე მასპინძელთა კართან კიდევ ერთი სტანდარტი დაინიშნა. მარჯვენა ფლანგიდან ჩამოწოდებულ ბურთს თავი ცუცქირიძემ დაუხვედრა და შესანიშნავად მოთამაშე ალექსანდრე აბულაძეს მესამედ მოუხდა ბურთის საკუთარი კარიდან გამოტანა. რამდენიმე წუთში მოწოდების სიმაღლეზე კვლავ მასპინძელთა მეკარე იყო, როდესაც ზურაბ ნოზაძის შორეულ და ყუმბარისებულ დარტყმულს შესანიშნავი ნახტომით უპასუხა და მომენტიც განმუხტა. მატჩის მიწურულს ჭიათურლებს კიდევ ჰქონდათ მეტოქის კარის აღების შესაძლებლობა, მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ზაურ ხაჭიპერაძემ აბულაძეს ბურთი თავზე გადაუგდო, თუმცა მცირედით ააცილა კარს.
ამავე ტურში წინა დღით საკუთარი შეხვედრა უკვე მოგებული ჰქონდა ჭიათურელთა მთავარ კონკურენტ ოზურგეთის ’’მერცხალს’’. გურულებმა საკუთარ მოედანზე ახალციხის ’’მესხეთი’’ მიიღეს და რის ვაი ვაგლახით 3-2 სძლიეს მეტოქეს. მატჩის მიმდინარეობის დროს სტუმრები წინაც იყვნენ და რომ არა მათი მეკარის საშინელი ტრავმა ( ფეხი მოიტეხა წვივში ) ვინ იცის ეგებ მასპინძლებს ქულებიც დაეკარგათ.
აქვე შეგახსენებთ, რომ ჭიათურლებს, ისევე როგორც ოზურგეთლებს 3 შეხვედრა დარჩათ ჩასატარებელი. ჩვენი გუნდის მომავალი მეტოქეები ხარაგაულის ’’ჩხერიმელა’’ (შინ), ’’ლოკომოტივი’’(სტუმრად) და ’’სამტრედია’’(შინ) იქნებიან, ხოლო გურულები ტყიბულის ’’მეშახტეს’’(სტუმრად), ’’ჩხერიმელას’’(სტუმრად) და ბათუმის ’’დინამოს’’(შინ) დაუპირისპირდებიან.
’’სტუ’’ თბილისი 1-3 ’’ჭიათურა’’ ჭიათურა
თბილისი. ’’შატილი’’ 100 მაყურებელი
სტუ : აბულაძე, კვახაძე, თვალავაძე (64 ჭყოიძე), მაღრაძე (46 ლეჟავა), ბიწკინაშვილი, მახვილაძე (55 კოსტავა) , ჭავჭავაძე, წიკოლია, ბაღაშვილი, კოღუა, გოგატიშვილი
ჭიათურა: ბადურაშვილი, ქურდაძე, ტყებუჩავა, ქირია, ცუცქირიძე, გაფრინდაშვილი (30 ბარათაშვილი, 71 ნოზაძე) , ქირია, სტეფანიშვილი, ფირცხალავა (90 მაჩაიძე), ხაჭიპერაძე, სევასტოპულო.
გაფრთხილება : წიკოლია 45
გოლები : გოგატიშვილი 10 - ხაჭიპერაძე 4, გაფრინდაშვილი 20 (პენ) , ცუცქირიძე 73
შეგახსენებთ, რომ :
• სფფ-ს დებულებით, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული თანმიმდევრობით: 1. მოგებათა მეტი რაოდენობა; 2. უშუალოდ ერთმანეთში შეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა, ბურთების სხვაობა); 3. ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა; 4. გატანილი გოლების რაოდენობა; 5. სტუმრად გატანილი გოლების რაოდენობა; 6. ფეირ ფლეის პრინციპი; 7. კენჭისყრა.
• 2 წრის შემდეგ, ”ა” და ”ბ” ზონებში I-II ადგილზე გასული გუნდები (განულებული ქულებით) ბრძოლას გააგრძელებენ უმაღლესი ლიგის IX-XII ადგილოსნებთან. ეს 8 გუნდი ერთმანეთში ორწრიან ტურნირს გამართავს, რომლის შემდეგ I-IV ადგილზე გასული გუნდები 2012-2013წწ ჩემპიონატში უმაღლეს ლიგაში, ხოლო V-VIII ადგილზე გასული გუნდები პირველ ლიგაში იასპარეზებენ.
• III-X ადგილზე გასული გუნდები გასავარდნ პლეი ოფში 2 ჯგუფად, ერთმანეთში ნათამაშებ მატჩებში დაგროვილი ქულებით და ბურთებით ორ წრედ გააგრძელებენ ბრძოლას პირველ ლიგაში დასარჩენად. ამ ჯგუფებში გუნდები გადანაწილდებიან შემდეგნაირად: A ჯგუფი - ”ა” ზონაში III, VI, VIII, IX ადგილებზე გასული გუნდები, ”ბ” ზონაში IV, V, VII, X ადგილებზე გასული გუნდები; B ჯგუფი - ”ა” ზონაში IV, V, VII, X ადგილებზე გასული გუნდები, ”ბ” ზონაში III, VI, VIII, IX ადგილებზე გასული გუნდები. A და B ჯგუფებში მე-8 ადგილზე გასული გუნდები პირდაპირ ვარდებიან პირველი ლიგიდან, ხოლო მე-7 ადგილოსნები, ნეიტრალურ მოედანზე გამართულ ერთ მატჩში გაარკვევენ ურთიერთობას. გამარჯვებული XXIV ჩემპიონატშიც პირველ ლიგაში ითამაშებს, ხოლო დამარცხებული - II ლიგაში.
http://chiaturainfo.ge/index.php?newsid=429