“დინამოს”, განმეორებით მატჩში მერებაშვილი გამოაკლდა
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრის ჩასატარებლად ფარერების “რუნავიკის” წინააღმდეგ, თბილისის “დინამოს”, ბოლო მომენტში, გიორგი მერებეშვილი გამოაკლდა, რომელიც სრულად გამოჯანმრთელებული არ არის. ტორნსხალში “დინამო” შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა:
მეკარეები: ოტონო, ლორია.
მინდვრის მოთამაშეები: გურამ კაშია, შოთა კაშია, ნერგაძე, ინწკირველი, თომაშვილი, კრშკო, ხმალაძე, დიღმელაშვილი, ოდიკაძე, გველესიანი, ჯიშკარიანი, ფირცხალავა, აკირემი, ვაწაძე, ქანთარია.
ამის შესახებ, “მსოფლი სპორტს” “დინამოს” პრესატაშე გიგა გვენცაძემ აცნობა.
მისი თქმით, დღეს აკირემმა და კრშკომ ინდივიდუალურად ივარჯიშეს. თუმცა, გუნდის ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ
ისინი “რუნავიკის” წინააღმდეგ ითამაშებენ.
სამშობლოში დაბრუნდა ჩერნოგორიელი ლეგიონერი სპასოევიჩი, რომელიც ნაოპერაციებია და ექიმებმა კიდევ ერთხელ უნდა შეამოწმონ.
“დინამო” ფარერებზე დღეს, გვიან ღამით, 4 საათზე მიფრინავს. გუნდი ჯერ მიუნხენში ჩავა, შემდეგ კოპენჰაგენში და ამის შემდეგ მიაშურებს დანიშნულების ადგილს. თბილისელები ფარერებზე სასტუმრო “ფარერიანში” დაბინავდებიან. მომავალი შეხვედრა თბილისის დროით 22.00 საათზე დაიწყება.
გვენცაძის განცხადებით, დღეს, გუნდში პირველად ივარჯიშეს კამერუნელმა ფეხბურთელებმა: 25 წლის ლუკ ლოემ და ლოიხ როდრიგო მდანგუემ. ისისნი მცველები არიან, თუმცა თამაში ნახევარდაცვაშიც შეუძლიათ.
http://www.msofsport.com/more.aspx?id=10051