პირველ ტაიმს ვუყურე და მგონი მე შემექმნა მარტო განსხვავებული შთაბეჭდილება ამ მატჩზე..წინა პოსტები წაკითხული მაქ,არ ჩამქოლოთ
1)სპასოევიჩი, ვაწაძე, აკირემი, ოვონო, მერებაშვილი გუნდის პოტენციალის 60-65%-ს შეადგენს....
საწუხაროდ იმის ფუფუნება არ გვაქ, 5-6 წამყვანი მოთამაშე უპრობლემოდ შევცვალოთ

მართალია სპასო ათამაშეს,მაგრამ შეცვალეს ეგრევე პირველი ტაიმის მერე ......ახლახან გაიკეთა თიაქარის ოპერაცია....ფაქტიურად ისიც აკლდა გუნდს და გველესიანიც....(კუნთი გაიჭიმა)
მოლკედ გუშინ დინამო თამაშობდა, ოღონდ მისი შესაძლებლობები გაყოფილი სამზე

2)კერჟაკოვი,ფერნანდეში, ხოხლოვი,დანი, ...ამათთან დუბლებით თამაში რბილად რომ ვთქვათ ძნელია
3) დინამოს დაცვა ცალკე თემაა
ნუ არავის ეწყინოს და შოთა კაშიას ფლანგი მოხნეს და კართოფილი დათესეს........ეს ბიჭი ყველაზე სუსტი რგოლია გუნდში და ამას თუ გუნდის ხელმძღვანელობა ვერ ხედავს დავღუპულვართ და ეგაა
მოკლდ,დინამოს დაცვას მთლიანი რეორგანიზაცია სჭირდება,მარცხენა მცველად საყრდენი ნერგაძე თამაშობდა

მოკლედ ორივე ფლანგზე თუ არ დაიმატეს ვინმე, გამორიცხულია ლიგაზე წარმატებებზე ფიქრი
გურამა-კრშკოს დუეტზე შეგნებულად არაფერს ვამბობ,ამ დუეტის ვარგისიანობა მაშინ გამოჩნდება,როცა ფლანგებზე ნორმალური მცველები გვეყოლება
ნახევარდაცვის მიმართ სასაყვედურო არაფერი მაქ..ერთადერთი რგოლი იყო,სადაც გუნდის ძირითადი შემადგენლობის სამმა კაცმა ითამაშა და მათი დამსახურებაა,რომ გუნდმა უფრო დიდი ანგარიშით არ წააგო,იმიტომ რომ გუნდი თავდასხმის და დაცვის გარეშე თამაშობდა

პლიუს ამას გასვლაზე ვთამაშობდით

დარწმუნებული ვარ,თუკი ორ ფლანგის მცველს დაიმატებენ(ამბროზიოს დონის) ორ ეტაპს გადავლახავთ
თავდამსხმელს თუ უნდათ ნუ დაიმატებენ... მჯერა ცობელი სპასოს ფორვარდად ათამაშებს მომავალშიც და აკირემთან კარგ დუეტს შექმნის...
პლიუს ამას ჯიუსი და ვაწაძე....(მეორე ეტაპისთვის 100% იქნება მზად)
პ.ს. გუშინ სპასომ ერთ-ორ ეპიზოდში ძაან მაგრად ითამაშა..აგერ ნახავთ,როცა ფორმაში შევა,ცობელმა თუ კვლავ წინ ათამაშა,ასე იტყვით ვიჩინიჩის დედაც სპასო ნაკრებშიო
This post has been edited by George:) on 29 Jun 2008, 13:16