კუპერი ლუზერიაო

და ჩვენი ნაკრები ვინერია ? ეგრე ბაჯომ ერთხელ პენალტი ააცილა და ლუზერია ეგეც მაშინ
მერე ამ ფედერაციის ფულს რომ ვითვლით , რა გარანტია გაქვთ რომ ის ფული ბავშვთა ფეხბურთში ჩაიდება . რომც ჩაიდოს , მაგალითი ხომ უნდა ქონდეთ ამ ბავშვებს , მაინც მგონია , რომ ერთხელ იტალიასთან მოგება , ან ახალი ტალანტის აღმოჩენა , ლამაზი თამაში , გაცილებით უფრო მეტ სტიმულს მისცემს მთელ საქართველოს ბავშვებს , ვიდრე 7 ახალი მოედანი და შეკრებები ბულგარეთში .
ამიტომ ვემხრობი მაღალ ანაძღაურებად მწვრთნელს , რომელსაც ძალუძს ჩამოაყალიბოს მებრძოლი , სწრაფი , ორგანიზებული გუნდი და არა მწვრთნელს , რომელიც არათუ არ ცვლის არაფერს გუნდში , როდესაც საზიზღრად გვაპამპულავებენ მოდენაზე , არამედ ვერ ხვდება რა უნდა ქნას .
ხოდა რაც არ უნდა თქვა , ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია მაინც საქართველოში და ვინმემ ხომ უნდა ამოარჩიოს ის 11 კაცი ვინც ყოველ მეორე დღეს არ შეიცვლება . ასევე მეკარე , იყოს ცუდი მეკარე , სხვა არ გვყავს , მარა იყოს ერთი ! და არა 200 სხვადასხვა , ახალთახალი .
რაც შეეხება განლაგებას , რატომღაც მჯერა რომ კუპერის ფორმაციის ნაკრებში , სწორედ მეტად იქნება თავდასხმა ძლიერი , ვიდრე აქამდე ერთად აღებული . ასათიანი რომ გვიზის დაცვაში და მაინც რომ ვაგებთ სულ , ეგაა ისეთი საცოდაობა რომ არ თქვათ , არ თქვათ

კაცი შემქმნელია , დრიბლინგი აქვს უმაგრესი , დარტყმა საერთოდ , მოედანს ხედავს ბრწყინვალედ და მოვისროლეთ დაცვაში , ცენტრალურ მცველად და გვიზის იქ და მაინც ვაგებთ და ვაგებთ .
ღრმად მწამს , რომ ასათიანი დღეს არის ფასდაუდებელი მოთამაშე ნაკრებისთვის და საცოდაობაა მისი კართან დგომა , რადგან გაშვებით ისედაც ბევრს ვუშვებთ და აი წინ კი გვენძრევა . ამაში ბრალს ვდებ ტოპმიოლერს პირადად და მჯერა რომ კუპერი მოუნახავს ყველა ფეხბურთელს თავის ოპტიმალურ ადგილს , იმიტომ რომ რა რა და სწორედ პოზიციურად და ტაკქტიკურად კუპერს ძალიან ცოტა რამ ეშლება საერთოდ .
მოკლედ რამე რომ არ დამეწერა არ შეიძლებოდა