კუპერს საბოლოო ჩამოყალიბებამდე 47 საათი სჭირდება
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელობის არგენტინელ კანდიდატს - ექტორ რაულ კუპერს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, 47 საათი სჭირდება.
ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში თავად კუპერმა განაცხადა.
მან საგურამოს მშენებარე ბაზა და ტექნიკური ცენტრი “ბასა” მოინახულა.
“მე დავათვალიერე თბილისი და ქართული საფეხბურთო ინფრასტრუქტურა. ახლა 47 საათი მჭირდება, რომ ჩამოვყალიბდე და საბოლოო გადაწყვეტილება მივიღო” - განაცხადა კუპერმა.
კუპერს, ზემოაღნიშნული ობიექტების მოსანახულებლად, თან ახლდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი, რომელმაც მას განუმარტა თუ რა სახის სამუშაოები ჩატარდა და მომავალში უნდა ჩატარდეს საგურამოს ბაზაზე. აგრეთვე, მოუყვა იმ სამუშაოების შესახებ, რომელიც სსფ-ს ხელმძღვანელობამ “ბასაში” ჩაატარა.
“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატის ვიზიტი. გარდა ფინანსური მხარეებისა, რომელზეც კუპერთან აგენტის მეშვეობით მოვილაპარაკეთ, არსებობს სპორტული მხარეც. კუპერმა საკუთარი თვალით ნახა, თუ სად შეიძლება მოუწიოს მუშაობა. ის დრო, რომელიც მან თქვა, იმისთვის სჭირდება, რომ ჩამოყალიბდეს და საბოლოო პასუხი გვითხრას. 16 აგვისტოს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ამხანაგური შეხვედრა ელის, სექტემბერში კი, მსოფლიოს ჩეპიონატის შესარჩევი ციკლი იწყება, ამიტომ ნაკრების მწვრთნელის ვინაობა უახლოეს მომავალში გაირკვევა” - განაცხადა ახალკაცმა.
http://msofsport.com/more.aspx?id=10454