ვინ მიიღებს საშვს უმაღლესი ლიგისთვის? საქართველოს ჩემპიონატი როგორც უმაღლეს, ისე პირველ ლიგაში დასასრულს მიუახლოვდა. გამოკვეთილია იმ გუნდების ვინაობა, ვინც გავარდება და ვინც ელიტას უმიზნებს. გადარჩენისთვის იბრძვიან ცხინვალის ?სპარტაკი?, ?გაგრა? და ახალციხის ?მესხეთი?. ?ბორჯომი? კი უკვე კარგა ხანია, უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა. ასე რომ, სამი გუნდიდან ორი უნდა გავარდეს. რბოლის ამ მოკლე მონაკვეთზე სატურნირო მდგომარეობა ასეთია:
ბოლო ტური
23 მაისი, შაბათი
ოლიმპი-სიონი
ზესტაფონი-ლოკომოტივი
მესხეთი-სპარტაკი
ვიტ ჯორჯია-მგლები
დინამო-ბორჯომი
გაგრა ისვენებს
ბოლო ტურში ?გაგრამ? ახალციხელებს 2:0 სძლია და დაწინაურდა, თუმც ბოლო ტურს გამოტოვებს და ამდენად, მეტოქეებზე ხდება დამოკიდებული. მაგრამ უკვე ცნობილია, რომ უმაღლეს ლიგაში თამაშის ლიცენზია დღემდე არ აქვს ?მესხეთს? და თუ მდგომარეობა არ გამოასწორა, პირველ ლიგაში დაქვეითდება. უმაღლესში მოასპარეზე 11 გუნდიდან მხოლოდ ორმა ვერ გაიარა ლიცენზირება - ?მესხეთმა? და ?ბორჯომმა?.
კობა თედიაშვილი, ახალციხის ?მესხეთის? მთავარი მწვრთნელი: ?თითქმის ყველა საკითხი მოგვარებულია, მაგრამ წლიური ბიუჯეტის გარანტია დღემდე ვერ წარვადგინეთ. იმედია, გვექნება, მაგრამ დღეისთვის ასეთი ვითარებაა?.
ანუ, გამოდის, რომ ბოლო ტურში ?მესხეთმა? ცხინვალის ?სპარტაკს? რომც მოუგოს, შესაძლოა, ულიცენზიოდ უმაღლეს ლიგაში არც ათამაშონ. ასეთ შემთხვევაში, უპირატესობას ეძლევათ ?გაგრასა? და ?სპარტაკს?. დებულების მიხედვით, ულიცენზიო კლუბის ნაცვლად უმაღლესში თამაშის პრიორიტეტი ლიცენზირებულ კლუბს მიენიჭება. უეფას ტურნირზე სერთიფიკატის გარეშე გასვლა წარმოუდგენელია. ლიცენზიის არმქონე კლუბს უფლება აქვს, მიმართოს ფედერაციის აღმასკომს, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს - ვინ ითამაშოს და ვინ არა უმაღლეს ლიგაში. სხვათა შორის, აღმასკომს შეუძლია, გამონაკლისიც დაუშვას. როგორც ვიცით, უმაღლესი და პირველი ლიგის იმ კლუბებს, რომლებმაც ლიცენზირება ვერ გაიარეს, აპელაციისთვის ვადა 22 მაისამდე აქვთ.
საინტერესოა ვითარება პირველი ლიგის აღმოსავლეთ ზონაშიც. აქ ლიცენზია ვერ მიიღო ?ამერმა?, რომელმაც ტურნირი დიდი უპირატესობით მოიგო და არ არის გამორიცხული, უმაღლეს ლიგაში ვერც გადავიდეს. ლიცენზირებამდე მივა თუ არა საქმე, ეს კლუბის პრეზიდენტ ზურაბ ფოცხვერიას გადაწყვეტილებაზეცაა დამოკიდებული. მისი ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუდან ისე ჩანდა, თითქოს, უმაღლესში ლიგაში თამაშთან დაკავშირებით ?ამერს? ჯერ საბოლოო პოზიცია არ აქვს ჩამოყალიბებული.
საჩხერის ?ჩიხურას? გადასვლა თავიდანვე გამოირიცხა, რადგან ლიცენზიას არ ფლობს. ბუნებრივია, უმაღლესში ვერ ითამაშებენ ?დინამო 2?, ?ვიტ ჯორჯია 2?, ?სიონი 2? (ანუ, დუბლშემადგენლობები). მოკლედ, უნიკალური სიტუაციაა - შესაძლოა, საგზური მეხუთეადგილოსანმა გორის ?დილამ? მოიპოვოს, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, კლუბმა საამისოდ საჭირო თანხა იშოვოს.
დასავლეთ ზონაში გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა, რადგან ლიდერთა ჯგუფში ლიცენზია ლამის ყველას გააჩნია...
http://www.opentext.org.ge/09/lelo/116/116-5.htm