acdachiყველაფერზე

კობა თედიაშვილი: გვითხრეს, ახალციხეს გუნდი გაისადაც ეყოლებაო...
ბოლო ტურის ინტრიგა ისღა იყო, სამი გუნდიდან რომელი დარჩებოდა უმაღლეს ლიგაში - ?გაგრა?, ?მესხეთი? თუ ?სპარტაკი?. ეს ყველაფერი ბორჯომში, ?მესხეთისა? და ?სპარტაკის? დაპირისპირებაში უნდა გადაწყვეტილიყო. ახალციხელთა გამარჯვებამ ?ბორჯომის? მერე უმაღლესი ლიგიდან გავარდნილი კიდევ ორი გუნდის ვინაობა გაარკვია - ?გაგრა? და ?სპარტაკი?. მოკლედ, ?მესხეთმა? გადამწყვეტი მატჩი მოიგო და ტურის მწვრთნელადაც ახალციხელთა დამრიგებელო კობა თედიაშვილი დავასახელეთ...
- მაინც როგორც მოახერხეთ გუნდის მოტივირება ისეთ დროს, როცა ფეხბურთელებს ხელფასი და პრემია არ ჰქონდათ აღებული? ერთია სპორტული ჟინი, მაგრამ მეორე - სპორტსმენისთვის აუცილებელი სათამაშო პირობები...
- ფინანსები ცოტას რა ნიშნავს, განსაკუთრებით, დღევანდელ ყოფაში. ფეხბურთელებს ხომ ოჯახები ჰყავთ. მაგალითად, გიორგი გაბიდაური 4 შვილის მამაა და მეხუთეს ელოდება... მიუხედავად ფინანსური პრობლემისა, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ მარტო ფული არ წყვეტს ყველაფერს. თუ სპორტსმენი ხარ, შესაბამისად, მონდომებული უნდა იყო. ამის გარეშე არაფერი არ გამოვა. ?მესხეთის? ფეხბურთელებს თამაში უნდოდათ. მოედანზე არგასვლა კი ბოლო ვარიანტი იყო - იქნებ, ფული დაარიგონო. თამაშის დღეს დილის 7 საათზე ავდექი და ფეხბურთელებთან საუბარს შევუდექი - თითქმის ყველას დავეკონტაქტე. ამის მერე ფეხბურთელები ერთმანეთში ლაპარაკობდნენ. იყო დაპირება რაიონის ხელმძღვანელობისგანაც, რომ თითქოს ყველაფერი მალე გამოსწორდება... ერთი სიტყვით, მოვახერხეთ და მოედანზე საბრძოლველად გავედით.
- რა დავალიანება მართებს კლუბს ფეხბურთელების? დიდ თანხებზეა ლაპარაკი?
- ერთი თვის ხელფასი და პრემიებია დასარიგებელი. თითოეულ ფეხბურთელზე საშუალოდ 2 ათასი ლარია გასაცემი. მიუხედავად ამისა, ყოჩაღ მოთამაშეებს! - მაინც გავიდნენ მოედანზე და დიდი მოტივაციითაც ეპაექრნენ მოწინააღმდეგეს. ?სპარტაკთან? გამარჯვება პირველ რიგში სწორედ ფსიქოლოგიური ფაქტორით გამოდგა შესაძლებელი.
- ?მესხეთი? საშინაო მატჩებს ბორჯომში, ხელოვნურსაფრიან მოედანზე ატარებს და ბუნებრივია, თქვენი ფეხბურთელები ასეთ საფარს შეჩვეულები არიან. სხვა გუნდებს კი ხელოვნურ მოედანზე თამაში უჭირთ. როგორ გგონიათ, ამ ფაქტორმა არ შეასრულა მნიშვნელოვანი როლი ?სპარტაკთან? გამარჯვებაში?
- რა თქმა უნდა, გარკვეული დოზით ამ ფაქტორმაც იმოქმედა. მაგრამ ერთხელაც გავიმეორებ - უმთავრესი მაინც მოტივაცია იყო. ძალიან არ გვინდოდა უმაღლესი ლიგიდან გავარდნა. წარმოიდგინეთ, რომ წაგვეგო, ბევრი იტყოდა - აი, ?მესხეთს? ფული არა აქვს და თამაში ჩაწყობილი იყოო. ამასაც რომ თავი დავანებოთ, უმაღლესი ლიგიდან გავარდნილი გუნდის მოთამაშე რომ გახდები, ეს უკვე ძალზე არასასურველი იარლიყია - როცა ფეხბურთელის სხვა გუნდში გადასვლაზე მიდგება საქმე, მწვრთნელები ერიდებიან ასეთი მოთამაშის აყვანას.
- როგორც უნდა იყოს, ცხინვალის ?სპარტაკმა? საკმაოდ უნიათოდ ითამაშა ამ შეხვედრაში. ელოდით, მეტოქის ასეთ ულაზათო გარჯას?
- ?სპარტაკს? კარგად ვიცნობთ. პირველ წრეში შინ 2:0 მოვუგეთ, გორში კი 1:1 ვითამაშეთ, თანაც, საპასუხო გოლი მატჩის ბოლოს, კონტრშეტევაზე გავუშვით. ?სპარტაკს? ჯიქია და სირბილაძე აკლდნენ და კარგად გვქონდა გაცნობიერებული, რომ მათ არყოფნაში მეტოქეს გოლის გატანა ძალიან გაუჭირდებოდა. აუცილებელი იყო, ჩვენ არ დაგვეშვა უხეში შეცდომები. ასე კი ?სპარტაკს? გოლის გატანის ძალზე მცირე შანსი ექნებოდა.
- ამოცანა შესრულებულია, უმაღლეს ლიგაში დარჩით. რაიონის ხელმძღვანელები როგორ გამოეხმაურნენ ამ ფაქტს?
- თამაშის მერე არაერთი სატელეფონო ზარი იყო. ისინი კმაყოფილებას გამოთქვამდნენ და წარმატებას გვილოცავდნენ. ისიც ითქვა, ახალციხეს გაისადაც ეყოლება გუნდიო...
- დაპირებები ერთია, მაგრამ რეალობა - მეორე. ჩანს კი იმის საფუძველი, რომ ახალციხის ?მესხეთმა? მომდევნო სეზონში უპრობლემოდ, ნორმალურად იარსებოს?
- არ ვიცი, ამ კითხვაზე მკაფიო პასუხს ვერ გაგცემთ. სავარაუდოდ, 10 დღეში ყველაფერი გაირკვევა. უნდა გამოჩნდეს რაღაც, რის მიხედვითაც ფეხბურთელებს ზუსტი პასუხი უნდა ვუთხრათ, გაურკვევლობაში მათ დიდხანს ვერ დავაკავებთ.
- რაც ამ სეზონში ?მესხეთმა? მოახერხა, რეალობის გათვალისწინებით ეს მაქსიმუმი იყო?
- გაჭირვებით, მაგრამ ამოცანა შესრულდა. პატარ-პატარა პრობლემები რომ არ ყოფილიყო, 6-7 ქულით მეტს მოვიპოვებდით.
- თუ მიმდინარეობს ახალციხის სტადიონის რეკონსტრუქცია?
- სამწუხაროდ, ახალციხის სტადიონზე ახალი არაფერი არ გაკეთებულა. თუ გუნდი ისევ იარსებებს და უმაღლეს ლიგაში ითამაშებს, სავარაუდოდ, კვლავ ბორჯომში ჩაატარებს საშინაო შეხვედრებს.
- ?სპარტაკთან? თამაშში და, საერთოდ, მთელი სეზონის განმავლობაში, თქვენი გუნდის რომელ ფეხბურთელებს გამოარჩევდით?
- ?სპარტაკთან? თამაშში არავის გამოყოფა არ მსურს. რაც შეეხება მთლიანად სეზონს, ვფიქრობ, გამორჩეული ლიდერი არ გვყოლია. სეზონის პირველ ეტაპზე შოთა გრიგალაშვილი გვყავდა, მაგრამ მერე გუნდი დატოვა და ასეთი გამორჩეული ფეხბურთელი ?მესხეთში? აღარავინ იყო. თქვენი გაზეთის საშუალებითაც მადლობას ვუხდი ?მესხეთის? ფეხბურთელებს, მათ ხომ მთელი სული და გული ჩადეს ?სპარტაკთან? შეხვედრაში და სწორედ ამან დაგვტოვა უმაღლეს ლიგაში.
http://www.opentext.org.ge/09/lelo/121/121-9.htm-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
გაგრა უმაღლესში დარჩენას არ გამორიცხავს
მერაბ მამულაშვილი
?გაგრა? უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა. თუმცა ზემოთაც ვთქვით, რომ ახალციხის ?მესხეთს?, ?ამერსა? და ?სამტრედიას? ჯერჯერობით ლიცენზიები არ აქვთ. აქედან გამომდინარე, არის შანსი, კლუბი მომავალ წელსაც უმაღლეს ლიგაში ვიხილოთ. ამას იმედოვნებს გაგრელთა ვიცე-პრეზიდენტი გოდერძი ჩიხრაძეც.
- ბატონო გოდერძი, ამბობენ, რაკი ლიცენზია აქვს, ?გაგრა? უმაღლესში დარჩებაო...
- ჯერჯერობით, დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით, მაგრამ დღევანდელ ვითარებას თუ გავითვალისწინებთ, ყველაფერი აქეთკენ მიდის. მალე ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი შეიკრიბება და საკითხიც იქ გადაწყდება. თუკი რომელიმე კლუბი უმაღლესში არ დაუშვეს, მაშინ მივმართავთ აღმასკომს, რომ ?გაგრა? მზადაა, ითამაშოს. ჩვენი ინფრასტრუქტურა, დაფინანსება და ზოგადი ვითარება უმაღლესი ლიგის მოთხოვნებს შეესაბამება. რა თქმა უნდა, ამის სურვილიც გვაქვს. ასეთ შემთხვევაში, მომავალ სეზონში არა ლიგაში დასარჩენად, არამედ სამეულისთვის ვიბრძოლებთ. სიმართლე გითხრათ, მიმაჩნია, რომ ჩვენ არ უნდა გავვარდნილიყავით.
- გავრცელდა ხმები, თითქოს უმაღლესში ?გაგრას? და ?ამერის? გაერთიანებული გუნდი ითამაშებს...
- ამაზე საერთოდ სიტყვაც არ თქმულა...
- უმაღლეს ლიგაში ?გაგრა? ერთ-ერთი ყველაზე კარგად დაფინანსებული კლუბი იყო, თუმცა ძირითადად გამოუცდელ მოთამაშეებს ეყრდნობოდა. საკადრო პოლიტიკაში კორექტივების შეტანას ხომ არ აპირებთ?
- კორექტივები იქნება, მაგრამ არა სტრატეგიაში, არამედ ტაქტიკაში. ეს ჩვეულებრივი ამბავია, ნიჭიერ ახალგაზრდებზე უარის თქმას კი არ ვაპირებთ. ეს არა მარტო ?გაგრასთვის?, ქართული ფეხბურთისთვისაც უკეთესია - მომავალი თაობების გაზრდაზე ყველამ უნდა ვიზრუნოთ.
- უკრაინელი მწვრთნელი ვიქტორ კაშჩეი პოსტზე რჩება?
- დიახ, ის მუშაობას გააგრძელებს. მას კლუბის განვითარებასა და წინსვლაში დიდი როლის შესრულება შეუძლია.
- ვინ მიდის გუნდიდან და ვის დამატებას აპირებთ?
- ორიოდ დღეში კრება გვექნება და ამ კითხვებზე პასუხს მხოლოდ ამის შემდეგ გაგცემთ. ხელმძღვანელობაში ცვლილებები ნაკლებადაა მოსალოდნელი, შემადგენლობაში კი... ჯერჯერობით, ვერაფერს გეტყვით. ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია.
- მართალია, თითქოს კლუბის ადმინისტრაციაში გადასულმა ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ხაჩიძემ გუნდი დატოვა?
- ის ჩვენთან არის, მაგრამ თუ რომელიმე კლუბში მთავარი მწვრთნელის თანამდებობას შესთავაზებენ, ხელს არ შევუშლით. რაც შეეხებათ მოთამაშეებს, რამდენიმე მათგანს კონტრაქტი უმთავრდება და შეიძლება, სხვა წინადადებები ჰქონდეთ. წინასწარ ამაზე ლაპარაკი გამიჭირდება.
- როგორც შევიტყვეთ, ?ბორჯომის? თავდამსხმელ ილია პავლიაშვილთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმეთ.
- დიახ, ასეა და მიგვაჩნია, რომ დღესდღეობით პავლიაშვილი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და პერსპექტიული თავდამსხმელია. მას ?ბორჯომთან? ჰქონდა კონტრაქტი და ამიტომ, 25 მაისამდე მასთან წინასწარი ხელშეკრულება გავაფორმეთ. ახლა კი უკვე სრულყოფილი ხელშეკრულება გაფორმდება. მას შემდეგ მცირე დრო გავიდა, მაგრამ ამ პატარა ბიჭმა თამაშით, ვარჯიშისა და ადამიანებისადმი დამოკიდებულებით უკვე ძალიან დიდი პატივისცემა დაიმსახურა. საიდან აქვს 19 წლის ფეხბურთელს ამხელა პროფესიონალიზმი, ჩემთვის გამოცანად რჩება.
- ?გაგრამ? წლევანდელი სეზონი ჩააგდო. კლუბის პრეზიდენტ ბესიკ ჩიხრაძეს ფეხბურთზე გული ხომ არ აუცრუვდა?
- რომელ იმედგაცრუებაზე ლაპარაკი, როცა გუნდის გაძლიერებაზე ფიქრობს?! ჩვენი საბოლოო მიზანი ძლიერი გუნდის ჩამოყალიბება, ქართულ საფეხბურთო ელიტაში დამკვიდრება და მერე უკვე ევროპაში საქართველოს ღირსეულად წარმოჩენაა. ?გაგრამ? ევროპაში აუცილებლად უნდა ითამაშოს. ამას ქვეყნისთვის ძალიან დიდ მნიშვნელობა აქვს.
ამერი უარზე კი არა, თანხმობაზე ფიქრობს...
საკითხის გასარკვევად, თბილისის ?ამერის? გენერალურ მენეჯერ ვახტანგ ბზიკაძესაც დავუკავშირდით:
- სიმართლე გითხრათ, ახლა უმაღლესში გადასვლაზე უარის თქმას კი არ ვფიქრობთ, არამედ იმას, როგორ მოვახერხოთ მოპოვებული საგზურის გამოყენება. ათასგვარი ჭორი გავრცელდა, თითქოს, ?გაგრასთან? ვერთიანდებით, მაგრამ ეს ხმები ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. მთავარია, ფინანსური საკითხები მოვაგვაროთ. გვაქვს ამის იმედი და ვნახოთ, როგორ იქნება საქმე.
- ფინანსური საკითხები გასაგებია, მაგრამ კლუბს ლიცენზია არ მიუღია...
- ასეა, მაგრამ ვიდრე ფინანსური საკითხები მოუგვარებელია, ლიცენზიაზე არ გვიზრუნია. მაგრამ აქვე გეტყვით, რომ ჩვენ შეგვიძლია ლიცენზიის მოთხოვნათა დაკმაყოფილება.
http://www.opentext.org.ge/09/lelo/121/121-8.htm