იღბლიანი დონალდი და უკმაყოფილო ქასრაშვილი
1 ოქტომბერი. თბილისი. ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი.
დინამო (თბილისი) – ოლიმპი (რუსთავი) 2:1
დინამო: ოვონო, თომაშვილი, გ. კაშია, კრშკო, ელიავა, ნერგაძე, დიღმელაშვილი (ჯუისი 46. ინწკირველი 90.), ხმალაძე, ოდიკაძე (სპასოევიჩი 80.), მერებაშვილი, ვაწაძე
მწვრთნელი: რ. ცობელი
ოლიმპი: მერლანი, გაბიდაური, სეთურიძე (ბაბუნაშვილი 58.), გილაური, აკუასაგა, გ. ჩხეტიანი (ფიფია 51.), ღონღაძე, დეკანოსიძე (მიკუჩაძე 74.), დობროვოლსკი, ჩიკვილაძე, მეგრელაძე
მწვრთნელი: ხ. ქასრაშვილი
გოლები: 1:0 ვაწაძე (47), 1:1 გაბიდაური (49), 2:1 ჯუსი (90)
გაფრთხილება: მიკუჩაძე (89)
მსაჯი: გ. ვადაჭკორია
საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის “დინამომ”, XX ეროვნული ჩემპიონატის სასტარტო სამი მატჩიდან ორის დათმობის შემდეგ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ამბიციურ და საკმაოდ კარგად დაკომპლექტებულ რუსთავის “ოლიმპთან” – 2:1.
“დინამოს” თავკაცმა რაინერ ცობელმა, წინა ტურში “ლოკომოტივთან” განცდილი მარცხის შემდეგ, გუნდის რიგებში რამდენიმე ცვლილება განახორციელა - სასტარტო შემადგენლობაში შოთა კაშიასა და ოლეგ გველესიანის ნაცვლად, ადგილი გულვერდ თომაშვილმა და გიორგი ნერგაძემ დაიკავეს, თუმცა თბილისელთა გერმანელი დამრიგებელი “ოლიმპთან” დაპირისპირებაში სამი ქულის მოპოვებას და ალბათ თანამდებობის შენარჩუნებასაც, საკუთარ გამჭრიახობაზე უფრო, მერებაშვილი-ვაწაძის დუეტის კარგ თამაშს და დონალდ ჯუსის იღბალს უნდა უმადლოდეს. ჩამოთვლილი სამეულიდან პირველმა “ოლიმპის” დაცვას მთელი მატჩის განმავლობაში უამრავი თავსატეხი შეუქმნა, ვაწაძე ბევრს მოძრაობდა და მერებაშვილის გადაცემების მისაღებად ადგილს კარგად არჩევდა, ხოლო ჯუსს, რომელიც მოედანზე მეორე ნახევარში გამოჩნდა, ფოტრუნამ მატჩის მიწურულს სწორედ მერებაშვილის ჩაწოდების შემდეგ გაუღიმა, როცა შეხვედრის ფრედ დასრულება თითქოს გარდაუვალი სჩანდა. ამასთან ერთად, უხსენებლად არც რუსთაველთა დაცვის ხაზის დატოვება ივარგებს, რომელიც 90 წუთის განმავლობაში ბავშვურ შეცდომებს უშვებდა. სხვათაშორის, არამარტო მცველების, არამედ მთელი გუნდის თამაშით აღშფოთებას ვერ ფარავდა მატჩის შემდეგ “ოლიმპის” თავკაცი ხვიჩა ქასრაშვილი და მისი სიტყვებით თუ ვისჯელებთ, რუსთავულ კლუბში საკმაოდ მკაცრი საუბარი შედგება.
რაც შეეხება უშუალოდ მატჩის მიმდინარეობას, გუნდებმა რეალური საგოლე მომენტები, არცთუ საიტერესოდ ჩავლილი 30 წუთის შემდეგ შექმნეს. ჯერ ზემოთნახსენებმა მერებაშვილმა დაარბია “ოლიმპის” მცველები და მახვილი კუთხიდან სტუმართა ძელი შეაზანზარა, რასაც იქვე სტუმართა პასუხი მოჰყვა – დეკანოსიძიძემ კარგი პასით მეგრელაძე შეატოვა მეკარეს, თუმცა რუსთაველთა ფორვარდმა ბურთის დამორჩილება ვერ შეძლო. ტაიმის მიწურულს კი, ისევ მერებაშვილი შეიჭრა “ოლიმპის” საჯარიმოში, ამჯერად მარცხნიდან, გზად ორი მცველი ჩამოიშორა, მის პასს კი ვაწაძე გამოეხმაურა, თუმცა რუსთაველებმა ბოლო მომენტში შეძლეს მდგომარეობის განმუხტვა. შესვენების შემდეგ მოწინააღმდეგეებმა “ეროვნულზე” შეკრებილ გულშემატკივრებს ორი საკმაოდ ლამაზი გოლი შესთავაზეს. 47-ე წუთზე რუსთაველები ხელოვნური თამაშგარე მდგომარეობის შექმნისას შეცდნენ, რითაც კარგად ისარგებლა მერებაშვილმა, რომელმაც მარჯვენა ფლანგიდან მოზომილად უპასა ვაწაძეს და თბილისელთა ფორვარდმაც თავით მიუჩინა ბურთს ადგილი მერლანის კარში. თუმცა, ზუსტად ორ წუთში ანგარიში გათანაბრდა, მასპინძლებმა საკუთარი საჯარიმო მოედნიდან ბურთის რიგიანად მოგერიება ვერ შეძლეს, რასაც საჯარიმოს წინა ხაზიდან გაბიდაურის ძლიერი და ზუსტი დარტყმა მოჰყვა, რომლის წინააღმდეგ ოვონო უძლური იყო – 1:1. აქედან მოყოლებული “დინამოს” უპირატესობა გამოიკვეთა, მერებაშვილი-ვაწაძის შეჩერება რუსთაველებს უფრო და უფრო უძნელდებოდათ, ხოლო სტუმართათვის საბედისწერო მატჩის ბოლო წუთი გამოდგა, როცა მერებაშვილმა საჯარიმო დარტყმა შეასრულა, მისი ჩაწოდების შემდეგ დონალდ ჯუსმა თავით მცველებს აჯობა და “დინამოს” რიგებში მისთვის სადებიუტო გოლი გაიტანა, რითაც ცობელის გუნდს ფსიქოლოგიური წნეხი თუ არ მოუხსნა, დროებით შეუმსუბუქა მაინც.
მატჩის შემდეგ
რაინერ ცობელი: “ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ დღეს კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ვიბრძოლეთ. ჩემპიონატში ცუდი სტარტის გამო გუნდი დაძაბული იყო. ეს თამაში აუცილებლად უნდა მოგვეგო და მინდა ფეხბურთელებს ეს გამარჯვება მივულოცო. იმედი მაქვს, რომ გამარჯვებების მოპოვებას გავაგრძელებთ და მდგომარეობის გამოსწორებას შევძლებთ”.
ხვიჩა ქასრაშვილი: “ძალიან ცუდად ვითამაშეთ. ამას რამდენიმე ფეხბურთელის არყოფნით ნამდვილად ვერ ავსხნით. “დინამომ” გვაჯობა და დამსახურებულად გაიმარჯვა, რასაც მოწინააღმდეგეს ვულოცავ. მართალია, მატჩი ფრედ დასრულებასთან ახლოს იყო, თუმცა თამაშიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ შესაძლო იყო დიდი ანგარიშითაც დავმარცხებულიყავით. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. მცხვენია, რომ ამ გუნდის მწვრთნელი ვარ. ამ წუთში მიჭირს ჩვენი ასეთი თამაშის მიზეზებზე საუბარი, მომხდარს გავაანალიზებ და გუნდში სერიოზული საუბარი მოგვიწევს ყველაფერზე”.
გიორგი თევდორაძე
http://www.msofsport.com/more.aspx?id=12725 * * *
იაშვილის ღალატი და ალექსიძის გმირობა
IV ტურის შემდეგ, ეროვნულ ჩემპიონატს გოლგაუშვებელი გუნდი აღარ ჰყავს, უდანაკარგო კი კვლავ თბილისის “ლოკომოტივია”. რკინიგზელებმა 3 ქულა მსაჯის დამატებული მეორე წუთის ბოლო წამებზე, რატი ალექსიძის ზუსტი დარტყმით მოიპოვეს. დრამატიზმი არც ზუგდიდში გამართულ პაექრობას აკლდა, იმ განსხვავებით, რომ იქ ასეთი, პირველი ოცწუთეულის ბოლო 4 წუთი იყო. აკიდებული პენალტი და გაძევება - ეს ყველაფერი, “სპარტაკის” 22 წლის კიპერის “ნადავლია”.
“მგლები” (ზუგდიდი) - “სპარტაკი” (ცხინვალი) 2:0
გოლი: 1:0 ლომია (18, პენ.), 2:0 გულორდავა (24).
გაფრთხილება: “მგლები” – გუჩუა (45), მიქაბერიძე (51); “სპარტაკი” – იაშვილი (17).
გაძევება: იაშვილი (21).
მსაჯი: გ. კიკაჩეიშვილი.
სტუმრები გოლკიპერის აქტიურმა თამაშმა დააღალატა. გიგა იაშვილმა მე-17 წუთზე ზუგდიდელთა გოლეადორი გია თოდუა საპენალტედ მოცელა და პირველი გაფრთხილება მაშინ დასტყუა არბიტრს. 11-მეტრიანი “მგლების” შტატიანმა პენალტისტმა შოთა ლომიამ გამოიყენა. აქედან ოთხ წუთში ცხინვალელთა მეკარემ უკვე საჯარიმოს გარეთ ითამაშა ხელით და გიორგი კიკაჩეიშვილმა ამ დარღვევისთვისაც მისი “გაყვითლება” გადაწყვიტა. ბუნებრივია, 2 ყვითელი წითელ ბარათს უტოლდება და კობა ჟორჟიკაშვილმა იძულებითი შეცვლა განახორციელა. ვიდრე
მაქსიმე ქვილითაია ხელთათმანს მოირგებდა და კარში ადგილს დაიკავებდა, მსაჯის წამზომზე 3 წუთი მიილია. მეკარის გაძევებით მომკილი ჯარიმა გულორდავამ დაარტყა და საბოლოო შედეგიც ამით დაფიქსირდა – 2:0.
მატჩის შემდეგ
კობა ჟორჟიკაშვილი (“სპარტაკის” მთავარი მწვრთნელი): “ისეთი გუნდი ნამდვილად არ მყავს, ერთდროულად ყველასთან ბრძოლა შემეძლოს - მსაჯთან, მეტოქესთან. ისე არ გამიგოთ, წაგებას მსაჯს ვაბრალებდე, მაგრამ ახალგაზრდა გუნდით თითქმის მთელი მატჩი ეთამაშო “მგლებს” ზუგდიდში, ძნელია”.
ბესიკ შეროზია (“მგლების” მთავარი მწვრთნელი): “წინა თამაშთან შედარება არაა, ისე ითამაშეს ბიჭებმა. “სპარტაკმა” ჩვენთან თამაშით დაამტკიცა, რომ ხელწამოსაკრავი გუნდი არაა. მგონია, რომ ისინი აუცილებლად მოახდენენ რამდენიმე ისეთ სენსაციას, “გაგრამ” და “მესხეთმა” რომ გვაჩვენეს წლევანდელ ჩემპიონატში”.
“ვიტ ჯორჯია” (თბილისი)-“ლოკომოტივი” (თბილისი) 1:2
გოლი: 1:0 ლიპარტია (40), 1:1 ალექსიძე (70), 1:2 ალექსიძე (90)
გაფრთხილება: “ვიტ ჯორჯია” - კვაღინიძე (15), კლიმიაშვილი (72); “ლოკომოტივი” - სამხარაძე (15), ჩხეტიანი (24), ფარულავა (58), ბარბაქაძე (65), კახელიშვილი (71).
მსაჯი: მ. ურუშაძე.
რკინიგზელებმა “მებრძოლი სული” გამოავლინეს. “სუფთად” წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ, გიორგი კიკნაძის გუნდმა გარდასახვა შეძლო და მეტოქეს მეორეში უკვე საკუთარი თამაში უჩვენა. მატჩის გმირი რატი ალექსიძე გახდა, რომელმაც ჩემპიონატში რიგით მეორე “დუბლი” შეასრულა და ბომბარდირთა დავაში ისევ დაწინაურდა.
მატჩის შემდეგ
გიორგი კიკნაძე (“ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელი): “რაც მთავარია, 3 ქულა ავიღეთ. თანაც ის მახარებს, რომ ისეთი თამაში შემოვატრიალეთ, რომელსაც პირველი ტაიმის შემდეგ ვაგებდით. ფსიქოლოგიურად, ეს ფაქტორი ძალიან შეუწყობს ხელს გუნდში შექმნილ სიტუაციას. და კიდევ, მთავარია, ამ მოგებით კონცენტრაცია არ დავკარგოთ, რათა მომავალში რაიმე ლაფსუსი არ დაგვემართოს”.
ნესტორ მუმლაძე (“ვიტ ჯორჯიას” მთავარი მწვრთნელი): “დასანანი გოლები გავუშვით. როცა გადამწყვეტ გოლს საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წამით ადრე გაუშვებ, ცხადია, გული დაგწყდება. ბიჭებისთვის საყვედურის სათქმელად, ენა როგორ მომიბრუნდება, პირიქით, იბრძოლეს და მათი უკმაყოფილო ნამდვილად არა ვარ”.
თ მ ფ წ ბ ქ
1. ლოკომოტივი 3 3 0 0 5:1 9
2. ვიტ ჯორჯია 4 3 0 1 5:2 9
3. დინამო 4 2 0 2 7:5 6
4. მგლები 4 2 0 2 6:4 6
5. გაგრა 4 2 0 2 6:6 6
6. მესხეთი 4 1 2 1 2:3 5
7. სიონი 4 1 2 1 1:1 5
8. ზესტაფონი 3 1 1 1 1:1 4
9. ბორჯომი 4 1 1 2 4:7 4
10. ოლიმპი 3 0 2 1 2:3 2
11. სპარტაკი 3 0 0 3 1:7 0
ბომბარდირები
ალექსიძე (“ლოკომოტივი”) - 4, ვაწაძე (“დინამო”) - 3, თოდუა (“მგლები”) - 3, კვაღინიძე (“ვიტ ჯორჯია”) - 2, დათუნაშვილი (“გაგრა”) - 2, კიკნაძე (“ბორჯომი”) - 2, ლიპარტია (“ვიტ ჯორჯია”) - 2, ლომია (“მგლები”) - 2.
მომდევნო ტური
4 ოქტომბერი
“გაგრა” - “სიონი”
5 ოქტომბერი
“სპარტაკი” - “ბორჯომი”
“ზესტაფონი” - “დინამო”
“ლოკომოტივი” - “მგლები”
“ოლიმპი” - “ვიტ ჯორჯია”
დასაწყისი 15 საათზე.
http://www.msofsport.com/more.aspx?id=12726