“ლოკო” “მგლებმა” გამოაფხიზლა
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის V ტურის მთავარი მოულოდნელობა, ვაკეში “მიხეილ მესხზე” სტუმრად მყოფმა ზუგდიდელებმა შემოგვთავაზეს. “მგლებმა” რკინიგზელთა ძლევით, მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში უდანაკარგო ქართული გუნდი აღარ დატოვა. ზესტაფონში, მომხდურმა ჩემპიონებმა მორიგი იმერული მარცხი იწვნიეს. რუსთავში ნათამაშევი საბრძოლო ფრით, “ვიტ ჯორჯიამ” ერთპიროვნული ლიდერობა დაიბრუნა, ხოლო “ოლიმპმა” წლევანდელი მოუგებელი მატჩების სერია ოთხამდე გაზარდა.
“ლოკომოტივი” (თბილისი) - “მგლები” (ზუგდიდი) 0:1
5 ოქტომბერი. თბილისი, “ლოკომოტივი”. 200 მაყურებელი.
“ლოკომოტივი”: ლომაია, კახელიშვილი, ლ. გრიგალაშვილი, ფოფხაძე (46, ბებუა), ფარულავა, ზვ. ჩხეტიანი, დარასელია, სამხარაძე (61, ბარბაქაძე), ჩირიკაშვილი (61, მახარაძე), ცქიტიშვილი, ალექსიძე.
მწვრთნელი: გ. კიკნაძე.
“მგლები”: მამალაძე, ჭითანავა (88, ჟიშქარიანი), აქუბარდია, ხუხია, რეხვიაშვილი, ჯოჯუა, გუჩუა, გულორდავა (74, ლომია), ქუცურუა, თოდუა, მიქაბერიძე (90, დარსანია).
მწვრთნელი: ბ. შეროზია.
გოლები: 0:1 ფარულავა (59, საკ. კარში).
გაფრთხილება: გულორდავა (11), კახელიშვილი (18), ჩხეტიანი (74), ქუცურუა (82), მახარაძე (86), ჯოჯუა (90), ალექსიძე (90).
არბიტრი: ა. კრიჭაშვილი.
“მგლებმა” ამ მატჩში აჩვენა, თუ როგორ უნდა სტუმრად თამაში ისე, რომ მაყურებელმა სტუმარ-მასპინძელი ვერ გაარჩიოს. მასპინძლობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ “ლოკომოტივს” არც ამ ჩემპიონატის ფავორიტობის ეტყობოდა რამე და არც ამ მატჩის. მაყურებელს რაც შეეხება, “მიხეილ მესხზე” ზუგდიდელთა გულშემატკივრები აშკარად უმრავლესობაში იყვნენ და აღნიშნულ ფაქტორს რომ ჩვენს ჩემპიონატში ფასი ჰქონდეს, “მგლებს” თავი საშინაო არენაზე უნდა ჰგონებოდა.
მოედნის შუა ხაზში გამწესებულ, შეროზიას შეგირდებს, აშკარა უპირატესობა ჰქონდათ რკინიგზელ ვიზავებთან შედარებით. განსაკუთრებით შეუვალი იყო ჯოჯუა-გუჩუას ტანდემი. მათ ფაქტობრივად გოჯი არ დაუთმეს “ლოკოელ” კოლეგებს. ზუგდიდელთა ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგს რაც შეეხება, იქ სრული ბატონ-პატრონი გიორგი გულორდავა იყო. სწორედ მისი მოცელვისთვის დანიშნულ ჯარიმას მოჰყვა მატჩის ერთადერთი გოლი. 59-ე წუთზე, საჯარიმოდან გუჩუას ჩაწოდებულს, მასპინძელი ფარულავა უხერხულად დაუხვდა და “ლიბეროს” მოქნეულმა საკუთარი გუნდის კარი “დალაშქრა” - 0:1.
ისე არ უნდა ვიფიქროთ, მასპინძლებს საგოლე შეტევები არ ჰქონიათ. დარასელიას ერთხელ დარტყმული ძელმა გამოაგდო, მეორედ კი ხარიხამ. რაც შეეხება ყველაზე რეალურ საგოლე შანსს, იგი რატი ალექსიძის შორი პასის შემდეგ ცქიტიშვილის გასროლილს მოჰყვა, რომელიც “მგლების” კიპერმა მოიგერია. თავად ალექსიძეს ისე ეთამაშა ზუგდიდელთა მონოლითურად შეკრული დაცვა, რომ ჩემპიონატის მთავარ მეგოლეს თავად ერთხელაც არ დაურტყამს მამალაძის კარისკენ.
მატჩის ბოლოსკენ თბილისელთა “უკანმოუხედავი” შეტევების პარალელურად, თავის გამოჩენა ზუგდიდელებს უფრო შეეძლოთ. ამ დროს, ყველაზე ხელსაყრელი მომენტი გიორგი თოდუას შეექმნა, რომელიც მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა “ლოკომოტივის” საჯარიმოში, სადაც გოლის გატანაში ხელი მხოლოდ პირისპირ დარჩენილმა ლომაიამ შეუშალა.
მატჩის შემდეგ
ბესიკ შეროზია (“მგლების” მთავარი მწვრთნელი): “ვიცოდით, რომ მეტოქე თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს, რასაც დავუპირისპირეთ ოდნავ ხისტი, კონტრშეტევებზე აგებული თამაში. დღეს ჩვენმა ტაქტიკამ გაამართლა. მოგეხსენებათ, უმაღლესი ლიგიდან სამი გუნდი ვარდება და ჩვენ ყველანაირად ვეცდებით ადგილი უძლიერესებში შევინარჩუნოთ”.
გიორგი კიკნაძე (“ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელი): “არ გაგვიმართლა, პირველ ტაიმში ცქიტიშვილს ჰქონდა რეალური მომენტი და ვერ გამოიყენა, დარასელიამ ორჯერ ძელს გაარტყა. ხდება ასეთი რამ ფეხბურთში - ამაღლებულ ტალღაზე მყოფი გუნდი მოულოდნელ მარცხს იწვნევს ხოლმე. ეს ერთი მხრივ, ჭკუის სასწავლებელია და მეორეს მხრივ, მომდევნო ტურებში მოდუნების საშუალებას აღარ მოგვცემს. ეს მარცხი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავივიწყოთ, რომ მომავალ შეხვედრებში ფსიქოლოგიური პრობლემები ნაკლებად გვქონდეს. საამისოდ პაუზაც საკმარისი გვაქვს”.
“სპარტაკი” - “ბორჯომი” 1:2
გოლი: 0:1 ნოზაძე (40), 1:1 ჯანგიძე (70), 1:2 ბეჟანიძე (84).
არბიტრი: ლ. კვარაცხელია
გორში უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლი გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. სტუმრები უფრო იღბლიანები აღმოჩნდნენ, რაც პირველივე ტაიმში გატანილი გოლით დადასტურდა. ნოზაძემ “ბორჯომი” ლამაზი შესრულებული დარტყმით დააწინაურა - 0:1. გატანილი გოლის შემდეგ სუხიაშვილის შეგირდებმა ანგარიშის შენარჩუნებაზე ზრუნვა დაიწყეს და 70-ე წუთზე დაისაჯნენ კიდეც. ჯანგიძემ თითქმის მოედნის ცენტრიდან დაარტყა ბორჯომელთა კარის მიმართულებით და მცველის თავიდან არეკლილი ბურთი სტუმართა კარის “ცხრიანში” აღმოჩნდა.
ამის შემდეგ, თამაში საყაიმო შედეგისაკენ მიდიოდა, მაგრამ “ბორჯომს” მეტოქეზე მეტად გაუმართლა. მორიგი სწრაფი კონტრშეტევისას, სტუმრები რიცხობრივ უპირატესობაში აღმოჩნდნენ, რაც გამოიყენეს კიდეც. ავალიანის ფლანგურ გადაცემას საჯარიმოში გაკეთებული პასი მოჰყვა, რომელიც ირაკლი კიკნაძემ ბეჟანიძეს საგოლედ გაუსწორა - 1:2.
მატჩის შემდეგ
გიორგი სუხიაშვილი (“ბორჯომის” მთავარი მწვრთნელი): “პირველ ტაიმში გატანილი გოლის შემდეგ დაცვაში “ჩავჯექით”. თან ხელოვნურ საფარზე რომ ვართ მიჩვეული, ამ მინდორზე მალე დავიღალეთ. გაშვებული გოლის შემდეგ ბიჭები დროულად გამოცოცხლდნენ და გავიმართლა, რომ დაწინაურება შევძელით”.
“ოლიმპი” - “ვიტ ჯორჯია” 0:0
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი
მატჩი ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ დაპირისპირებად ითვლებოდა. მის შედეგს მეტოქეთათვის დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა, რაც შეხვედრის სურათზეც აისახა. წინასასეზონო ეტაპზე ჩემპიონატის ფავოროტებად შერაცხულმა გუნდებმა, საბოლოოდ გოლის გატანა ვერ შეძლეს. ამ შედეგით “ვეტერინარებმა” ცხრილში ერთპიროვნული ლიდერობა დაიბრუნეს.
მატჩის შემდეგ
ნესტორ მუმლაძე (“ვიტ ჯორჯიას” მთავარი მწვრთნელი): “ორი განსხვავებული ტაიმი ვითამაშეთ. პირველში, რაღაც მომენტებში “ოლიმპი” გვჯობდა, მეორეში კი თამაში გამოვასწორეთ და უპირატესობა ჩვენს მხარეს იყო. ფრე, ამ მატჩის ლოგიკური შედეგია”.
ხვიჩა ქასრაშვილი (“ოლიმპის” მთავარი მწვრთნელი): “მეტოქეს მაგრად ვაჯობეთ, ამდენი მომენტი ბოლოს როდის შექმნა ჩემმა გუნდმა, ვერ ვიხსენებ. ორივე ტაიმში
დიდ უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ ფორტუნამ ზურგი შეგვაქცია. ბიჭების ძალიან კმაყოფილი ვარ, მათზე აუგის სათქმელად ენა არ მიბრუნდება”.
თ მ ფ წ ბ ქ
1. ვიტ ჯორჯია 5 3 1 1 5:2 10
2. მგლები 5 3 0 2 7:4 9
3. ლოკომოტივი 4 3 0 1 5:2 9
4. ზესტაფონი 4 2 1 1 2:1 7
5. გაგრა 5 2 1 2 7:7 7
6. ბორჯომი 5 2 1 2 6:8 7
7. დინამო 5 2 0 3 7:6 6
8. სიონი 5 1 3 1 2:2 6
9. მესხეთი 4 1 2 1 2:3 5
10. ოლიმპი 4 0 3 1 2:3 3
11. სპარტაკი 4 0 0 4 2:9 0
ბომბარდირები
ალექსიძე (“ლოკომოტივი”) - 4, ვაწაძე (“დინამო”) - 3, თოდუა (“მგლები”) - 3, კვაღინიძე (“ვიტ ჯორჯია”) - 2, დათუნაშვილი (“გაგრა”) - 2, კიკნაძე (“ბორჯომი”) - 2, ლიპარტია (“ვიტ ჯორჯია”) - 2, ლომია (“მგლები”) - 2, გაბედავა (“გაგრა”) - 2.
მომდევნო ტური
18 ოქტომბერი
“ბორჯომი” - “ლოკომოტივი”
“გაგრა” - “სპარტაკი”
“ვიტ ჯორჯია” – “ზესტაფონი”
19 ოქტომბერი
“მესხეთი”- “დინამო”
“მგლები” - “ოლიმპი”
დასაწყისი 15 საათზე
ფრიდონ კერვალიშვილი
ეკა ელოშვილის ფოტო
http://www.msofsport.com/more.aspx?id=12895ხვიჩა ქასრაშვილი (“ოლიმპის” მთავარი მწვრთნელი): “მეტოქეს მაგრად ვაჯობეთ, ამდენი მომენტი ბოლოს როდის შექმნა ჩემმა გუნდმა, ვერ ვიხსენებ. ორივე ტაიმში
დიდ უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ ფორტუნამ ზურგი შეგვაქცია. ბიჭების ძალიან კმაყოფილი ვარ, მათზე აუგის სათქმელად ენა არ მიბრუნდება”.აუ ამას შიდა აქ ტო,ჩემი თვალით არ მენახა მაინც,ეეეეეეეე ბლინ რეეებს ბაზრობს ტიპი,კაროჩე მოაცილეთ რა ეს ჩემისა რუსთავის გუნდს,დედა შე@@ცი ბლიად