გოლები: 0:1 მელქაძე (2) 0:2 კლიმიაშვილი (47) 0:3 კვარაცხელია (48) 0:4 დათუნაიშვილი (61)
გაგრა: თევდორაძე, ლალიანი, მგელაძე, გიგაური, გაბუნია, ცხადაია, ჩარგეიშვილი, დათუნაშვილი (ფილია 57), შარიქაძე (ყიფიანი 52), მეტრეველი (ძაგანია 67), გაბედავა
ვიტ ჯორჯია: ბედიაშვილი, ბეჭვაია (დათუნაიშვილი 46), ხურცილავა, ლომაია, კვახაძე, ჯაფარიძე (ყველაშვილი 76), რაზმაძე, კლიმიაშვილი, მელქაძე, ლიპარტია (ბერიაშვილი 77), კვარაცხელია
გაფრთხილება: ხურცილავა
არბიტრი: ო.ხეცაძე
შეხვედრა ვიტ ჯორჯიამ აქტიურად დაიწყო და პირველივე შეტევა გოლით დასრულდა. ჯაბა ლიპარტიას ჩაწოდებული ბურთი კარში გიორგი მელქაძემ თავით გადაგზავნა.
24-ე წყუთზე ლუკა რაზმაძემ გაამწვავა საკუთარი გუნდიოს შეტევა, გაგრელთა საჯარიმოში სახიფათოდ ჩააწოდა, თუმცა ვერც გიგა ბეჭვაია და ვერც დავით ლომაია ბურთს ვერ შეწვდნენ.
”გაგრამ” დათუნაშვილის სახიფათო დარტყმით, 33-ე წუთზე უპასუხა.
38-ე წუთზე კი გაბედავას საჯარიმოდან გაგზავნა ბურთი ვიტ ჯორჯიას კარში, თუმცა გრიგოლ ბედიაშვილმა საკუთარი გუნდი გადაარჩინა, დამატებაზე კი შირაქაძეს მცველებმა დაასწრეს და მომენტიც განიმუხტა.
ტაიმის უკანასკნელი სახიფათო მომენტი კი კვლავ ვიტ ჯორჯიელებმა შექმნეს, 42-ე წუთზე ვახტანგ კვარაცხელიამ ახლო მანძილიდან თავური დარტყმით ბურთი კარს ააცილა.
მეორე ტაიმიდინ ვიტ ჯორჯიელები კიდევ უფრო აგრესიულად ათამაშდნენ და ფაქტობრივად საწყის 4 წუთში ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ირაკლი კლიმიაშვილმა საკუთარი უგოლო სერია 47-ე წუთზე შეწყვიტა.
ერთ წუთში კი მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა კვარაცხელიამ ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში.
საბოლოო ანგარიში კი შეცვლაზე შესულმა გიორგი დათუნაიშვილმა დააფიქსირა. ერთთვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ ვიტჯორჯიელთა ლიდერი გოლით დაბრუნდა.
ვიტ ჯორჯიამ კი მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
http://www.witgeorgia.ge/geo/news/index.htm