მგელაძე და მეტრეველი გამოგვაკლდნენ
საფეხბურთო კლუბი გაგრა დატოვეს გუნდის კაპიტანმა ნიკა მგელაძემ და ფორვარდმა ზვიად მეტრეველმა. ორივე მათგანს გუნდთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა და ხმები იმის შესახებ, თითქოს რაღაც შეუთანხმებლობა მოხდა ფეხბურთელებსა და კლუბს შორის, სიმართლეს არ შეესაბამება. მგელაძე ვიტ ჯორჯიაში წავიდა, ხოლო მეტრეველი ცხინვალის სპარტაკში.
რაც შეეხება, გაგრაში ახალი ფეხბურთელების დამატებას, ამ კუთხით მუშაობა მიმდინარეობს და სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე, გუნდი რამდენიმე მოთამაშით აუცილებლად გაძლიერდება და არ გამოვრიცხავთ, რომ ესენი ლეგიონერებიც იყვნენ.
სავარაუდოდ, 17 იანვრიდან გაგრა შეკრების გასავლელად ანთალიაში გაემგზავრება და სწორედ იქიდან დაბრუნებული მთავარი მწვრთნელი ვოვა ხაჩიძე გადაწყვეტს, თუ ვინ იქნება გუნდის ძირითადი ბირთვი.
http://fcgagra.ge/