გუშინ დინამოს თავკაცს რაინერ ცობელს 60 წელი შეუსრულდა, დაგვიანებით ვულოცავ ჰერ რაინერს და დინამოსთან ერთად ჩემპიონობას და ევროპაში დიდ წარმატებებს ვუსურვებ.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დინამოელთა მწვრთნელს 60 წლის იუბილე ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმაც მიულოცა და გერმანელ სპეციალისტს ჯანმრთელობა, ბედნიერება და დინამოსთან ერთად დიდი წარმატებები უსურვა.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მისი ინტერვიუ დინამოს საიტზე:
http://www.fcdinamo.ge/index.php?act=news&id=50&lang=geდინამოელთა მთავარ მწვრთნელს რაინერ ცობელს დღეს 60 წელი შეუსრულდა.
საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისი ულოცავს ბატონ რაინერს 60 წლის იუბილეს და პირად ბედნიერებას და დინამოსთან ერთად მრავალ გამარჯვებას უსურვებს გერმანელ სპეციალისტს. მილოცვის შემდეგ, ცობელთან საუბარიც მის მდიდარ კარიერაში ყველაზე სასიამოვნოდ მოსაგონარი პერიოდის გახსენებით დავიწყეთ.
- გასახსენებელი მართლაც ბევრია, მაგრამ ბაიერნში თამაშის პერიოდი ჩემთვის გამორჩეულია. ახალგაზრდულ ასაკში მოვხვდი გუნდში, რომელში თამაშიც ოცნება იყო. ოცნება ამიხდა და წლების მანძილზე ოცნების გუნდში ვთამაშობდი, ეს ფანტასტიკა იყო... მწვრთნელობის პერიოდში ძალიან დიდი სიხარულია როცა შენი გუნდი პირველი ხდება. მნიშნელოვანი და ძალიან საინტერსო იყო ჩემთვის ბოლო 10 წელი, როცა ბევრ ქვეყანაში მომიწია მუშაობა, ბევრ, ერთმანეთისგან განსხვავებული მენტალიტეტის მქონე ხალხთან მომიწია ურთიერთობა. ამ 10 წლის მანძილზე ბევრი ვისწავლე და თუნდაც იმის მომსწრე, რაც ცოტა ხნის წინ საქართველოში მოხდა, ერთს ვისურვებდი, როგორც კოსმოსიდან ასტრონავტი ვერ ხედავს დედამიწაზე საზღვრებს, მინდა ხალხის აზროვნებაც ასე შეცვლილიყოს.
ცოტა რამ თქვენ ოჯახზეც გვიამბეთ ?
- ოჯახი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მათ გარეშე ვერაფერს შევძლებდი. სამი შვილი და მეუღლე, რომელიც ძალიან ძლიერი პირობნებაა, მთავარია ჩემს ცხოვრებაში. ერთ-ერთი ვაჟი ფეხბურთსაც თამაშობს, რამდენად სერიოზული სახე მიეცემა ამას მომავალი გვიჩვენებს. ერთი კი ვიცი მათ არჩევანში მე არ ჩავერევი. ახლა მთავარია მათ კარგად ისწავლონ.
დინამოს ბოლო თამაშებმა ოპტიმისტურად განგვაწყო, მაგრამ სტარტი წარუმატებელი იყო. რა იყო პირველ შეხვედრებში მარცხის მიზეზი ?
- ახალი მწვრთნელი, ახალი გუნდი. გარკვეული პერიოდი ჭირდება იმას, რომ გუნდი და მწვრთნელი ერთმანეთს შეერწყან. ბაიერნი დიდი გუნდია, კლინსმანი კარგი მწვრთნელი, მაგრამ მასაც დასჭირდა დრო, რომ ბაიერნი ათამაშებულიყო.
რომელ შეხვედრაში მოგეწონათ ყველაზე უფრო დინამოს თამაში და რომელი შეხვედრა ჩაატარა გუნდმა ყველაზე სუსტად ?
- ყველაზე ცუდი ვიტ ჯორჯიასთან ბოლო თამაშის პირველი 15 წუთი იყო, როცა უკვე 0-2 ვაგებდით. ასევე ზესტაფონთან მატჩის პირველი ტაიმი. მაგრამ მეორე ნახევარში მასპინძლებს 10 კაცით ვაჯობეთ. ვიტ ჯორჯიასთანაც ანგარიშიც გავათანაბრეთ და მოგებაც შეგვეძლო. ჯერ ვერ ვახერხებთ მთელი 90 წუთი თანაბრად მაღალ დონეზე ვითამაშოთ და ჩვენი უმთავრესი ამოცანაც ეს არის.
მიზანი უცვლელია ჩემპიონობა, კითხვაზე ვინ მიგაჩნიათ მთავარ კონკურენტებად, თქვენ ადრე უპასუხეთ, რომ დინამოს მთავარი მეტოქე დინამოა, ისევ ასე ფიქრობთ ?
- ვფიქრობ ასეა, ჩვენ თუ შევძელით მთელი მატჩის განმავლობაში მობილიზებულნი ვიყოთ და ისე ვითამაშოთ როგორც შეგვიძლია, მიზანსაც მივაღწევთ.

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ხუთეული ნაკრებში
გუშინ 15 საათსა და 30 წუთზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ექტორ რაულ კუპერმა საგურამოს ბაზაზე საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ის ფეხბურთელები ავარჯიშა, რომლებიც ეროვნული ნაკრების კანდიდატებად განიხილებიან. დასახელებულ 19 ფეხბურთელს შორის, ყველაზე ბევრი წარმომადგენელი დინამოს ყავს. ზაალ ელიავა, გურამ კაშია, ლევან ხმალაძე, დავით ოდიკაძე და გიორგი მერებაშვილი.
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ცობელის კიდევ ერთი ინტერვიუ:
თბილისის “დინამოს” თავკაცი იუბილარია
ამ დღეებში საქართველოს ჩემპიონის გერმანელი თავკაცი მილოცვებს იღებს - რაინერ ცობელს 3 ნოემბერს 60 წელი შეუსრულდა. ფეხბურთელობისას მიღწეული წარმატებების გათვალისწინებით, ქართულ საფეხბურთო ჩემპიონატში იგი ყველაზე ტიტულოვანია. მიუნხენის “ბაიერნში” თამაშის პერიოდში (1970-1976 წწ) ცობელმა სამჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონთა თასი, ამდენჯერვე გახდა ბუნდესლიგის გამარჯვებული და ერთხელაც გერმანიის თასს დაეუფლა. სამწვრთნელო საქმიანობაში მისი მონაგარი უფრო მოკრძალებულია - მან სამჯერ (1998-2000წწ) ეგვიპტის ჩემპიონის ტიტული მოიგო, ერთხელ კიდევ არაბეთის სუპერთასი (2000წ).
გთავაზობთ ინტერვიუს გერმანელ სპეციალისტთან, რომელიც საფეხბურთო კლუბ “დინამოს” ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა.
- ჰერ რაინერ, იქნებ თქვენი მდიდარ კარიერიდან ყველაზე სასიამოვნოდ მოსაგონარი პერიოდი გაისხენოთ.
- გასახსენებელი მართლაც ბევრია, მაგრამ “ბაიერნში” თამაშის პერიოდი ჩემთვის გამორჩეულია. ახალგაზრდულ ასაკში მოვხვდი გუნდში, რომელში თამაშიც ცხოვრების ოცნება იყო. ოცნება ამიხდა და წლების განმავლობაში ვთამაშობდი მიუნხენელთა რიგებში, ეს ფანტასტიკა იყო... რაც შეეხება სამწვრთნელო კარიერას, ჩემთვის მნიშნელოვანი და ძალიან საინტერსო გამოდგა ბოლო 10 წელი, როცა ბევრ ქვეყანაში მომიხდა მუშაობა - ბევრ, ერთმანეთისგან განსხვავებული მენტალიტეტის მქონე ხალხთან მომიწია ურთიერთობა. ამ 10 წლის განმავლობაში ბევრი ვისწავლე და თუნდაც იმის მომსწრე გავხდი, რაც ცოტა ხნის წინ საქართველოში მოხდა. ერთს ვისურვებდი, როგორც კოსმოსიდან ასტრონავტი ვერ ხედავს დედამიწაზე საზღვრებს, მინდა ხალხის აზროვნებაც ასე შეცვლილიყოს.
- ცოტა რამ თქვენ ოჯახზეც გვიამბეთ?
- ოჯახი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მათ გარეშე ვერაფერს შევძლებდი. მყავს სამი შვილი და მეუღლე, რომელიც ძალიან ძლიერი პიროვნებაა. ერთ-ერთი ვაჟი ფეხბურთსაც თამაშობს - რამდენად სერიოზული სახე მიეცემა ამას, მომავალი გვიჩვენებს. ერთი კი ვიცი, შვილების არჩევანში მე არ ჩავერევი. ახლა მთავარია, მათ კარგად ისწავლონ.
- “დინამოს” ბოლო თამაშებმა ოპტიმისტურად განგვაწყო, მაგრამ სტარტი წარუმატებელი იყო. რა გახდა პირველ შეხვედრებში მარცხის მიზეზი?
- ახალი მწვრთნელი, ახალი გუნდი. გარკვეული პერიოდი სჭირდება იმას, რომ ფეხბურთელები და მწვრთნელი ერთმანეთს შეერწყან. “ბაიერნი” დიდი კლუბია, კლინსმანი კარგი მწვრთნელი, მაგრამ მასაც დასჭირდა დრო, რომ გუნდი ათამაშებულიყო.
- რომელ შეხვედრაში მოგეწონათ ყველაზე უფრო “დინამოს” თამაში და რომელი შეხვედრა ჩაატარა გუნდმა ყველაზე სუსტად?
- ყველაზე ცუდი “ვიტ ჯორჯიასთან” ბოლო თამაშის პირველი 15 წუთი იყო, როცა უკვე 0:2-ს ვაგებდით. ასევე “ზესტაფონთან” მატჩის პირველი ტაიმი, მაგრამ მეორე ნახევარში მასპინძლებს 10 კაცით ვაჯობეთ. “ვიტ ჯორჯიასთან” კი ანგარიში გავათანაბრეთ და მოგებაც შეგვეძლო. ჯერ ვერ ვახერხებთ მთელი 90 წუთი თანაბრად, მაღალ დონეზე ვითამაშოთ და ჩვენი უმთავრესი ამოცანაც ეს არის.
- მიზანი უცვლელია – ჩემპიონობა. კითხვაზე, ვინ მიგაჩნიათ მთავარ კონკურენტებად, თქვენ ადრე უპასუხეთ, რომ “დინამოს” მთავარი მეტოქე “დინამოა”. ისევ ასე ფიქრობთ?
- ვფიქრობ, ახლაც ასეა. ჩვენ თუ შევძელით მთელი მატჩის განმავლობაში მობილიზებულნი ვიყოთ და ისე ვითამაშოთ როგორც შეგვიძლია, მიზანსაც მივაღწევთ.
http://www.msofsport.com/more.aspx?id=14074-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ოდიკაძის ინტერვიუ:
დავით ოდიკაძე: “კუპერის ვარჯიშები ჩვენთვის დამატებითი სტიმულია”
თბილისის “დინამოს” კაპიტნის დავით ოდიკაძის აზრით, საქართველოს ეროვნული ნაკრების არგენტინელი მთავარი მწვრთნელის ექტორ რაულ კუპერის მიერ სამშაბათობით, შიდა ჩემპიონატში მოასპარეზე ნაკრების კანდიდატებისთვის ვარჯიშის ჩატარება, ფეხბურთელებისთვის დამატებითი სტიმულია.
- უპირველესად, ასეთი ვარჯიშები, საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებისათვის დამატებითი სტიმულია. ეროვნული ნაკრების არცერთ მწვრთნელს ჯერ მსგავსი რამ არ გაუკეთებია და ცხადია, კუპერის ეს ნაბიჯი მისასალმებელია” – განუცხადა “მსოფლიო სპორტს” საგურამოში დღეს გამართული ვარჯიშის შემდეგ ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა.
- ალბათ, ის ფაქტი, რომ ექტორ კუპერი ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს ესწრება, ფეხბურთელებზე მხოლოდ დადებითად აისახება?
- ცხადია, როდესაც მოთამაშემ იცის, რომ ნაკრების მწვრთნელი აკვირდება და შესაძლოა, შეკრებაზეც გამოიძახოს, ორმაგად მონდომებული ხდება. მაგალითად, ამჯერად კუპერმა გუნდში მეკარეები - რევაზ თევდორაძე და მირზა მერლანი, ასევე ნახევარმცველი ზაზა ჭელიძე მიიწვია.
- იმ პერიოდის განმავლობაში, რაც არგენტინელ სპეციალისტთან მუშაობა გიწევთ, მასზე როგორ შთაბეჭდილება შეგექმნა?
- მასზე კარგის მეტი არაფერი მეთქმის. კუპერი რამდენადაც მაღალი დონის მწვრთნელია, იმდენად კარგი ადამიანია.
- ვარჯიშის დროს კუპერი აქცენტს ძირითადად რაზე აკეთებს?
- სამშაბათობით როდესაც ვვარჯიშობთ, მთელი ყურადღება ტაქტიკას ეთმობა. დღეს, თითქმის ორსაათიანი წვრთნა გვქონდა და აქცენტი სულ კომბინაციურ თამაშზე, ასევე პრესინგზე გაკეთდა.
დღევანდელ ვარჯიშზე კუპერს ნაკრებში შემდეგი ფეხბურთელები ჰყავდა გამოძახებული:
მეკარეები: გიორგი ლომაია (”ლოკომოტივი”), მირზა მერლანი (”ოლიმპი”), რევაზ თევდორაძე (”გაგრა”)
მცველები: დავით გიგაური (”გაგრა”), ნოდარ მაჭავარიანი (”ოლიმპი”), გურამ კაშია (”დინამო”), ალექსანდრე კვახაძე (”ვიტ ჯორჯია”), უჩა ლობჟანიძე (”ზესტაფონი”), ზაალ ელიავა (”დინამო”), გიორგი სეთურიძე (”ოლიმპი”)
ნახევარმცველები: დავით ოდიკაძე (”დინამო”), ლევან ხმალაძე (”დინამო”), ლუკა რაზმაძე (”ვიტ ჯორჯია”), მურთაზ დაუშვილი (”ზესტაფონი”), ირაკლი კლიმიაშვილი (”ვიტ ჯორჯია”), ზაზა ჭელიძე (”სიონი”)
თავდამსხმელები: გიორგი მერებაშვილი (”დინამო”), ბექა გოცირიძე (”ზესტაფონი”), რატი ალექსიძე (”ლოკომოტივი”)
http://www.msofsport.com/more.aspx?id=14076