uefa08_geoვანგა ხარ რა

დინამო თბილისი 5 - 0 ბორჯომი
დინამო თბილისი: ოვონო, თომაშვილი, შ. კაშია, გ,კაშია, ელიავა, ოდიკაძე, ნერგაძე, დიღმელაშვილი, ფირცხალავა, მერებაშვილი, სპასოევიჩი.
ბორჯომი: შეყრილაძე, ბაჩიბერაძე, ლაცაბიძე, ხორგუაშვილი, ქარქუზაშვილი, ნოზაძე, ვაშაკიძე, ავალიანი, ალავერდაშვილი, ბეჟანიძე, კიკნაძე.
მთავარი მსაჯი: ლაშა სილაგავა.
5წთ: პირველი წუთებიდანვე დინამოელები ცდილობენ უპირატესობის მოპოვებს, თუმცა რეალური საფრთხე სტუმართა კართან ჯერ არ ყოფილა.
8წთ: დინამოელებმა მოიპოვეს სტანდარტულის დარტყმის უფლება, მაგრამ დაახლოებით 25 მეტრიდან ოდიკაძის დარტყმული ბურთი ზემოდან ცდება შეყრილაძის კარს.
17წთ: პირველი კუთხური დღევანდელ შეხვედრაში ბორჯომის კართან.
18წთ: დინამოელები კიდევ ერთ კუთხურს აწვდიან, მაგრამ უშედეგოდ.
20წთ: ნერგაძე ამწვავებს თამაშს, ურტყამს საჯარიმოს მისადგომებიდან, მაგრამ ბურთი ოდნავ გადაცდა ბორჯომის კარს.
22წთ: კიკნაძე აქტიურობს და სტუმრები კუთხურის მოწოდების უფლებას იღებენ.
23წთ: მერებაშვილი ურტყამს მეტოქის კარისკენ, მაგრამ ჯერჯერობით დინამოელები კარში ზუსტად დარტყმას ვერ ახერხებენ.
24წთ: ნერგაძემ ძალიან კარგად გადააწოდა სპასოევიჩს, მაგრამ ილიამ ხელსაყრელ პოზიციაში ბურთის სწორად მიღება ვერ მოახერხა.
25წთ: ფირცხალავას სოლო რეიდი ნერგაძის დარტყმით სრულდება, ამჯერად შეყრილაძე თამაშობს საიმედოდ.
29წთ: მერებაშვილი და სპასოევიჩი უტევენ, გიორგიმ წაიპორხილა და სპასოევიჩი შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და მახვილი კუთხიდან მეკარეს შორეულ დაბალ კუთხეში გაუტანა. დინამო დაწინაურდა 1:0.
32წთ: სპასოევიჩი ამჯერად მარჯვენა ფლანგიდან შედის საჯარიმოში, სახიფათოდ ურტყმას, მაგრამ ბურთი მცირე მანძილით ცდება სტუმართა კარს.
34წთ: ბეჟანიძის დარტყმის შემდეგ ოვონოს პრაქტიკულად პირველად უხდება თამაშში ჩართვა. დიდიე ადვილად ეუფლება ბურთს.
40წთ: ნერგაძე მარცხენა ფლანგზე ელიავას აწვდის ბურთს, ზაალის ჩაწოდების შემდეგ სპასოევიჩს ერთი შეხებით ქუსლით მეორე გოლი გააქვს ბორჯომელთა კარში. დინამო 2-0-ს იგებს.
45წთ: პირველი ტაიმი დასრულდა.
50წთ: შოთა კაშია ერთვება კარგად შეტევაში, შოთამ რამდენიმე ფეხბურთელი მოატყუა, მაგრამ იგი ქარქუზაშვილმა წესის დარღვევით შეაჩერა და სილაგავასგან ყვითელი ბარათიც მიიღო.
53წთ: ისევ შოთა კაშია თამაშობს კარგად, ურტყამს ძლიერად საშუალო დისტანციიდან, შეყრილაძე ახერხებს ბურთის მოგერიებას, მაგრამ დამატებაზე მისულ სპასოევიჩს ვაჩიბერაძე აქცევს. 11 მეტრიანი და ყვითელი ვაჩიბერაძეს.
53წთ: ოდიკაძე უშეცდომოდ ურტყამს 11 მეტრიანს. 3-0.
60წთ: მერებაშვილის რეიდი კვლავ 11 მეტრიანით სრულდება.
60წთ: ოდიკაძე კვლავ უნაკლოდ ურტყამს დინამო უკვე 4-0 -ს იგებს.
61წთ: შეცვლა სტუმართა გუნდში, ბეჟანიძის ნაცვლად გამოდის დევიძე.
65წთ: მეორე ცვლილება ბორჯომელთა რიგებში ალავერდაშვილის ნაცვლად მოედანზე გოგიჩაიშვილი შემოდის.
70წთ: ორმაგი ცვლილება დინამოს შემადგენლობაში, სპასოევიჩის ნაცვლად თამაშში ჯუისი ჩაერთო, ხოლო ოდიკაძის ნაცვლად გველესიანი.
71წთ: ნერგაძემ, რომელმაც ერთი წუთის წინ ოდიკაძის მიერ გადაცემული კაპიტნის სამკლაური მოირგო, კარგად ითამაშა მეტოქის საჯარიმოში და მეხუთედ დაამწუხრა შეყრილაძე, 5-0 დინამოს სასარგებლოდ.
72წთ: ჯუისს მიეცა კარის აღების შანსი, მაგრამ სტუმართა მეკარემ კარგად ითამაშა.
74წთ: ვაჩიბერაძის ნაცვლად - ნიკოლოზ ლომიძე.
76წთ: მერებაშვილი აწვდის ბურთს საჯარიმოში, გურამ კაშიას თავური ოდნავ არაზუსტია.
80წთ: დიღმელაშვილის ნაცვლად ინწკირველი გამოდის.
81წთ: სტუმრები აწვდიან ბურთს საჯარიმოში, კიკნაძის სახიფათო დარტყმის შემდეგ ოვონო ადგილზე ხვდება ბურთს.
82წთ: ჯუისი ურტყამს სახიფათოდ, მაგრამ ოდნავ არაზუსტად.
84წთ: დინამოელები ზედიზედ ორ კუთხურს აწვდიან სტუმართა კართან.
86წთ: გაფრთხილება ვაშაკიძე.
87წთ: გველესიანის თავური დარტყმა ცდება ბორჯომელთა კარს.
90წთ: მატჩი დასრულდა.