.jpg)
“დინამოში” ვაილბირი ისინჯება
საქართველოს მოქმედ ჩემპიონ თბილისის “დინამოს” რიგებში, 19 წლის გერმანულ – თურქული პასპორტის მქონე ფეხბურთელი თიმურ ვაილბირი ისინჯება.
ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “დინამოს” ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.
ამპლუით ცენტრალური ნახევარმცველი ვაილბირი, 2004 -2008 წლებში გერმანიის პირველი ბუნდესლიგის კლუბ “ჰამბურგის” იუნიორთა გუნდში თამაშობდა.
მიმდინარე სეზონში კი, “ზანქტ პაულის” მეორე გუნდის ღირსებას იცავდა.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა “დინამოს” რიგებში დღეს პირველად ივარჯიშა და თბილისელთა მთავარი მწვრთნელი რაინერ ცობელი მის გუნდში დარჩენა-არდარჩენის საკითხს უახლოეს მომავალში გადაწყვეტს.
რაინერ ცობელი მის გუნდში დარჩენა-არდარჩენის საკითხს უახლოეს მომავალში გადაწყვეტს.