
ძაან კრიტიკულები ნუ იქნებით კაცო
აჰა, ჩემეული შეფასება ვინმეს თუ აინტერესებს:
მოკლედ, გუშინდელი თამაში გაცილებით დიდი ანგარიშით უნდა მოგვეგო და კოკოშკოვიც ამას გეგმავდა
ზაზა საშინლად გამოიყურება, ალბათ უვარჯიშებელია, გუნდთან შეუთამაშებელი, უეჭველი უნდა მოუმატოს, მთელი საქართველო მის იმედადაა და ახლა უნდა დაამტკიცოს, როგორი პატრიოტიცაა. პლეი-ოფისთვის ისეთ ფორმაში უნდა შევიდეს, აი კევინ გარნეტს რომ გაექაჩა და ძლივს გააჩერეს

ცინცაძეც არ ვარგა ამ ეტაპზე - კი აგდებს ბურთებს და შეტევაში მთლიანობაში არა უშავს, მაგრამ უამრავ შეცდომას უშვებს. კონცენტრაცია აკლია
ვიკას არა უშავს, მეტი შეუძლია. მაგრამ მისი შემართება და ბრძოლის ჟინი ყველას რომ მისცა, A ჯგუფის ზედა ნახევარში ვიქნებოდით. ლომგულია ეს ბიჭი
ვოვა საღოლ, სტაბილურობა ამას ქვია. ყველაზე რთულ მომენტში მისმა კლასმა გვიშველა.
ელისი კაი იყო. დონეა
ცქიტოს ცოტა ათამაშებს, მარა რაც ითამაშა - საშუალოდ
შერმადინი საღოლ, არ ღელავს ბიჭი საერთოდ და მართალია, ვიზუალურად ჯამლეთას მეტი ვერავინ მოხიბლა, მაგრამ მისგან გუნდმა ხეირი ნამდვილად ნახა. მაინტერესებს, სერიოზულ მეტოქესთან როგორია
დანარჩენებში საჭიროება არ ყოფილა. გამყრელიძე და ტუღუში ქულების მომტანი ხალხი არაა და რახან აქცენტი შედეგიანობაზე იყო, ისინი უბრალოდ დაღლილებს ცვლიდნენ, ხოლო ტოლიკა შეეძლო საერთოდ არ გამოეყვანა. მერე დაგვჭირდებიან სამივე. პატარებზე არ ვიცი რა ვთქვა, რისკია ამ პირობებში - მაგარი ფორსმაჟორი გვაქვს
მოკლედ, მარკო გვჭირდება ჰაერივით. მომენტებში სამ ნომერზე ელისი დგებოდა.

მაგრამ ეს ლუქსები იყვნენ და ირლანდიასთანაც შეიძლება ფონს გასვლა, მაგრამ სლოვაკეთი სერიოზული (ანუ თითქმის ჩვენი) დონეა, შვედები კი (ბასკომ გამახარა) იერებკოს გარეშე არ არიან ასე ძლიერები. მაგრამ მერე ბელარუსია და (ღმერთმა აგვაცილოს) ჩერნოგორია. მეორესთან მგონი 20/80 არის ჩვენი შანსი, უხოშიანესი იგროკები ყავთ ამათ, თვითონ კამანდაც მხეცი. ამიტომ ყველა დანარჩენი თამაში ბიჭებმა უნდა ითამაშონ არა ისე, როგორც გუშინ, არამედ ისე, თითქოს სწორედ ამ კონკრეტული მატჩის შედეგი წყვეტდეს ჩვენს ბედს. სხვანაირად ჩემი ფეხები გამოვა

მთავარია, თავი არ დაზოგონ და კოკოშკოვს დაუჯერონ, ამ კაცის დიდი იმედი მაქვს მე პირადად. ჩვენს გუნდში უძლიერესი რგოლი კოკოშკოვია

(როგორც საფეხბურთო ნაკრებში კუპერი

)
და ფაჩულიას ძლიერი, აგრესიული თამაში უნდა გუნდს!!!!! ემოციური მუხტი მაშინ ჩნდება, როცა ზაზა ერთ-ორს ძალისმიერს იჩალიჩებს და ხალხიც აყვება!
ჰო, და ხალხსაც მივადექით!!
მომდევნო თამაშებზე ასეთი დასწრება სირცხვილის ტოლფასი იქნება. მეგონა, ლუქსემბურგზე გვეპატიება, მაგრამ ვცდებოდი! ყველამ უნდა გაიაზროს რომ ყოველ თამაშს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და სპორტის სასახლე ყოველ ჯერზე უნდა გავავსოთ! ყველაზე რთული მატჩები მოგვიგია ჩვენ, მაყურებლებს.
ნებისმიერი კალათბურთელი დაგიდასტურებთ, რომ სპორტის სასახლეში ჩვენი ემოციების ვულკანის ამოფრქვევა მასზე ჯადოსნურად მოქმედებს და შეუძლებელს აკეთებინებს. იმ მომენტში ახსენდება სპორტსმენს, რომ მას მთელი ქვეყანა იმედით შესცქერის!!!! მეორე სუნთქვაც და ასეთებიც მერე ეხსნებათ

We will rock you!!!!!!!!!!!!!!!
This post has been edited by geoslava on 16 Aug 2009, 10:45