ამაზე მაგარი ისტორია გამახსენდა

ასე 10-11 წლის წინ თბილისში იყო მთელი ტური ევროპის შესარჩევი ციკლის, ანუ 5 მატჩი უნდა გამართულიყო რაღაც ინტერვალებით და აკრედიტაციაც მქონდა. მაგრამ ჟურნალისტებს სპორტის სასახლეში "სლუჟებნი" შესასვლელიდან არ გვიშვებდნენ და მაყურებლებთან ერთად გვიწევდა ჭიდაობა და შიგნით შეღწევა.
ჰოდა ერთმა პოლიციელმა შემიმოწმა ეს აკრედიტაცია და... კუთხე მოახია.

კინაღამ ენა გადავყლაპე გაოცებისგან

რას შვრები-მეთქი და აბა რა გგონიაო, ამ "ბილეთით" ყველა თამაშზე ხომ არ ივლი უფასოდო???!!!! დღესაც მეცინება, რომ ვიხსენებ, არადა იმ აკრედიტაციაზე ჩემი ფოტოც იყო და ეს ### მაგრა მაკვირდებოდა და იმ სურათთან კაი ხანს მადარებდა

მერე პატარა ფელეტონიც დაიწერა სახელწოდებით "გამოუშვით ხუთკუთხა აკრედიტაციები"