სალამი, ამხანაგებო!
უკაცრავად, საკუთარ პერსონაზე მომიწევს ლაპარაკი, მაგრამ იძულებული ვარ, აუცილებელი განმარტება გავაკეთო.
ჯერ შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ლინკებს:
პეკინი 2008 (post #10784801)პეკინი 2008 (post #10785209)პეკინი 2008 (post #10854462) რომ არ შეწუხდეთ, მე თვითონ მოგიყვანთ ყველაზე არსებით ციტატას ამ პოსტინგებიდან, რომელიც ეკუთვნის იუზ. ტავადზეს (8, 14 სექ, 2008, ამ თემაში).
ეხლა, თუ დაგაინტერესებთ, წაიკითხეთ ჩემი განმარტება.
საქმე მეხება მე და ჩემი რედაქტორობით გამოსულ გაზეთ სპორტს (გამოვიდა სულ 5 ნომერი 2008 წლის აგვისტოში, ომის გამო შეწყდა და აღარ განახლებულა). ამავე გაზეთში მუშაობდა იუზ. ტავადზე.
რაც შეეხება სამსახურისთვის და პირადი საქმეებისთვის ვინმეს შეწუხებას, მემგონი ჩემი პირადი საქმეა, როგორ შევაწუხებ ჩემს მეგობარს, რომლის თანამდებობას ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს (და არც საქმისთვის ჰქონია) და რომლის როლი იყო მხოლოდ ის, რომ გამაცნო თავისი გამომცემელი მეგობარი, რომელიც იმ მომენტისთვის გამოსცემდა რამდენიმე გაზეთს და სურდა სპორტული გაზეთის გამოშვებაც. ანუ მოხდა ინტერესთა ჩვეულებრივი თანხვედრა.
ეს ყველაფერი იცოდა იუზ. თავაძემ, მაგრამ ამის გამო არასოდეს პირადად ჩემთან პრეტენზიები არ გამოუთქვამს და პირველიდან ბოლო დღემდე თავადაც მუშაობდა იმ გაზეთში
მეტიც, აი ამ პოსტინგების დაწერის (8 სექტემბერი, 14 სექტემბერი) შემდეგ დღეებში ორჯერ იყო ჩემთან სახლში, იკითხა როდის იქნებოდა ხელფასი და გაგრძელდებოდა თუ არა გაზეთის გამოცემა. აქ გამოთქმულ პრეტენზიებზე არაფერი არ უთქვამს, რატომღაც აირჩია ვინაობის დაუსახელებლად ჭორიკნობა თბილისის ფორუმზე თავისი კაიკაცობის და სხვისი ცუდკაცობის დასამტკიცებლად
მისი ეს კომპრომატები მე მაშინვე წავიკითხე, მაგრამ სიცილით გავსკდი და არ მიპასუხია. საპასუხოც არაფერი იყო და და საერთოდ, კოლეგებთან ურთიერთობას მე ფორუმზე არ ვარკვევ. ხოლო პრეტენზიები რეალში არც მერე გამოთქმულა და ვირტუალურ სივრცეში დაწერილზე პასუხის მოთხოვნა საჭიროდ არ ჩავთვალე.
ეხლა რომ ვუფიქრდები, ძალიანაც მიმიქარავს, მაგრამ არც ეხლაა გვიანი, რადგან ზემოხსენებულმა იუზერმა არ მოიშალა თავისი კაიკაცობის ხაზგასმა და სხვაზე ჭორაობა და ამჯერად სხვა თემაში გამოაქვეყნა კომპრომატები (თან მეტად კონფიდენციალური

მაგ. მოქ. ბ. სიხარულიძისა და ჩემი ერთი სკოლის ერთ სასწავლო ჯგუფში ერთად სწავლაზე, რასაც ვადასტურებ) ჩემზე. თან იცოდა და სარგებლობდა იმით, რომ მე ბანის გამო (სხვა განყოფილებაში მიღებულის) პასუხს იქვე ვერ გავცემდი...
სულ ეს არის. როგორც ხედავთ არავითარ შეფასებებს მე აქ არ ვაკეთებ სინდის/ნამუსზე, ვაჟკაცობა/არაკაცობაზე და ასე შემდეგ. ვიყენებ მხოლოდ დეფინიციას - ჭორაობა/ჭორიკნობა
აი ეს იყო, ამ საკითხის გამო მე ფორუმზე სხვა საჯარო განმარტებებს არ გავაკეთებ. თუ ზემოთხსენებული იუზერის გარდა ვინმეს ეჭვი შეეპარება აქ დაწერილის სიმართლეში (თუმცა, ნამდვილად იქ მუშაობდა და ვის რაში უნდა შეეპაროს, ვერ ვხვდები) შეუძლია პირადად დამიკავშირდეს
ეპილოგი: გაზეთი სპორტი, როგორც გითხარით, გამოვიდა სულ 5 ნომერი (4-8 აგვისტო), დაიხურა და მასში მომუშავე არცერთ ადამიანს არავითარი გასამრჯელო არ აუღია ხო, გაზეთის სამ მენეჯერს - რედაქტორს, სუბრედაქტორსა და დიზაინერს მოგებიდან გვეკუთვნოდა წილი, 10-10%. ამ სამს შორის იუზ. ტავადზე არ ყოფილა. დანარჩენ 70 პროცენტს ფლობდა გამომცემელი, რომელიც საჯარო მოხელე არ არის
გმადლობთ ყურადღებისთვის!
მოდერ მადეირას ვთხოვ, არ წაშალოს: პოსტინგი აბსოლუტურად კორექტულია და ოფფ-ტოპიკიც არაა:
ჩემზე ამ თემაში იჭორავეს და სრული უფლება მაქვს, აქვე ვუპასუხო. და მერე ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს თავისი განყოფილება. This post has been edited by Judas Iscariot on 8 May 2009, 01:53