ბაიაში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ
ლევან ჯანეზაშვილი
არცთუ დიდი ხნის წინ, გოგა ფიფია საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი იყო, რის შემდეგაც საკმაო დროის განმავლობაში ჩრდილში მოექცა. იგი ერთხანს საერთოდ უგუნდოდ იყო, რასაც რუსთავის �ოლიმპსა� და ბოლნისის �სიონში� გატარებული არცთუ შთამბეჭდავი პერიოდი მოჰყვა. სამაგიეროდ, ფიფია გაცილებით შედეგიანად თამაშობს ზუგდიდის �ბაიაში�, რომელსაც ზამთრის სატრანსფერო პაუზის მიწურულს მიაშურა. ჩემპიონატის გასულ ტურში მან �გაგრას� კარში გაიტანა გოლი და თავის ახალ გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა. �ლელო� გოგას ზუგდიდურ შთაბეჭდილებებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
- საუბარი განვლილი მატჩით დავიწყოთ, სადაც �ბაიასთვის� მეტად საჭირო გოლი გაიტანეთ.
- გოლზე მეტად, გუნდის გამარჯვება გამიხარდა, მაგრამ რასაკვირველია, თავდამსხმელისთვის გოლი ყოველთვის ღირსშესანიშნავი ფაქტია. თანაც, პირველი ტაიმი წავაგეთ და �ბაიამ� ჩემი გოლით ანგარიში გაათანაბრა, რითაც მატჩში გარდატეხის შეტანა შევძელით. თანაც, ეს არ იყო რიგითი შეხვედრა. სტუმრად უშუალო კონკურენტი დავამარცხეთ და შედეგად, იგი შვიდი ქულით ჩამოვიტოვეთ.
- უმაღლეს ლიგაში დასარჩენად ბრძოლაში �ბაია� უკვე ფავორიტად მოჩანს.
- შესაძლოა, ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევი იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ მდევრებთან შედარებით, კომფორტულ მდგომარეობაში ვართ. სეზონის პირველი ნახევარი �ბაიამ� სახიფათო ზონაში დაასრულა, მას შემდეგ კი გუნდის პროგრესი აშკარაა. მიხარია, �ბაიას� წინსვლაში მეც რომ მიმიძღვის წვლილი.
- �ბაიას� შემადგენლობაში თავიდან ნაკლებად თამაშობდით, ბოლო ტურებში კი მოედანზე უფრო ხშირად ჩანხართ.
- ეს ბუნებრივიცაა, რადგან �ბაიაში� უვარჯიშებელი და ფორმიდან ამოვარდნილი მოვედი. ოპტიმალურ ფორმამდე ახლაც ბევრი მაშორებს, მაგრამ სათამაშო პრაქტიკა მაინც გამომადგა და ამჟამად მოედანზე გაცილებით მეტს ვმუშაობ.
- ძველებურ ფორმაში შესვლას როდისთვის ვარაუდობთ?
- ეს, ალბათ, ამ სეზონში ვერ მოესწრება, რადგან საუკეთესო კონდიციების დასაბრუნებლად სრულფასოვანი შეკრების გავლა მჭირდება, რისი საშუალებაც დიდი ხანია, აღარ მქონია. �ბაიას� სეზონის განახლებამდე სამიოდე დღით ადრე შევუერთდი და ამის გამოა, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას ბოლომდე რომ ვერ ვახერხებ.
- როგორც ჩანს, �ბაიაში� გადასვლით სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ.
- უდავოდ ასეა. აქ შესანიშნავი გარემოა შექმნილი და ფეხბურთელს შედეგიანი თამაშისთვის ყველა პირობა აქვს შექმნილი. მეგობრული გუნდია, რომლის შემადგენლობაშიც მაღალი დონის არაერთი მოთამაშე ირიცხება და ასეთი ფეხბურთელების გვერდიგვერდ თამაში ძალიან სასიამოვნოა. გარდა ამისა, ზუგდიდი ჩემთვის კარგად ნაცნობი ქალაქია, აქ ადრეც მიცხოვრია და თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. მოკლედ, ზუგდიდში შესანიშნავად ვარ.
- სეზონის პირველი ნახევარი �სიონში� გაატარეთ. იქ რატომ ვერ აგეწყოთ კარიერა?
- ძნელი სათქმელია. �სიონში� სულ რამდენიმე მატჩი ჩავატარე და ასეთ პირობებში თავის გამოჩენა ძალიან რთულია. ბოლნისში ნდობას ვერ ვგრძნობდი და იქიდან აუცილებლად უნდა წამოვსულიყავი. აქვე შემთხვევით ვისარგებლებ და რუსთავის �ოლიმპის� ხელმძღვანელობას თანადგომისთვის მადლობას გადავუხდი. მართალია, იქ მხოლოდ ერთი სეზონი გავატარე, მაგრამ კლუბის მესვეურებმა უყურადღებოდ არ დამტოვეს და ახალი გუნდის მოძებნაში დამეხმარნენ.
- �ოლიმპამდე� ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უგუნდოდ იყავით.
- დიახ, �ზესტაფონთან� ცნობილი კონფლიქტის გამო, შვიდი-რვა თვის განმავლობაში არსად მითამაშია და ხეირიანადაც ვერ ვვარჯიშობდი. იმ უთანხმოებების შესახებ მაშინ ბევრი ითქვა და დაიწერა. იძულებითმა უქმობამ ძალიან დამხია უკან, მაგრამ რაც იყო, იყო. საბედნიეროდ, ყველაზე მძიმე პერიოდმა უკვე ჩაიარა და ახლა ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ყველანაირად ვეცდები, რომ ძველებურად ავთამაშდე.
- �ბაიასთან� რა ხანგრძლივობის კონტრაქტი გააფორმეთ და ზაფხულისთვის როგორი გეგმები გაქვთ?
- კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე ამოიწურება. ამბობენ, რომ მომავალი სეზონისთვის გაცილებით ძლიერ გუნდს ჩამოაყალიბებენ და თუ მწვრთნელების გეგმაში მეც მოვხვდები, აქ დიდი სიამოვნებით დავრჩები. თუ არადა შევეცდები, ოპტიმალურ ფორმაში შევიდე და სასურველი კლუბი ვიპოვო.
- კარიერის უცხოეთში გაგრძელებაზე ხომ არ ფიქრობთ?
- არც ესაა გამორიცხული. ბუნებრივია, მაღალი დონის საზღვარგარეთულ კლუბში თამაში ძალიან მინდა, მაგრამ ვითარებას ობიექტურად ვაფასებ და კარგად ვიცი, რომ ამჟამად უფრო მეზობელ ქვეყნებში წასვლის პერსპექტივა მაქვს...
http://www.opentext.org.ge/10/lelo/091/091-9.htm