geor-gien
Super Crazy Member ++

       
ჯგუფი: Members
წერილები: 25185
წევრი No.: 25439
რეგისტრ.: 9-November 06
|
#14362597 · 20 Jun 2009, 16:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"ლელო " # 143 (12 822) შაბათი, 20 ივნისი, 2009 წელი
სასურველი და საჭიროც!
მერაბ მამულაშვილი
ზუგდიდის ?ბაია? და ?მგლები? გაერთიანდნენ. საკითხი სიტყვიერად შეთანხმებულია და ოფიციალური ხელშეკრულების გაფორმებაღა დარჩა. გარკვეულმა გარემოებებმა ზუგდიდში დიდი ხნის ნანატრი ერთობა მოიტანა. ფედერაციის აღმასკომმა ?მგლები? მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. კლუბებს უეფას მკაცრი მოთხოვნა გააცნეს - 1 ივლისამდე სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ყველა კლუბი კერძო მფლობელობაში უნდა გადავიდეს, სხვაგვარად უმაღლესში ვერ გათამაშებთო. ამას გარდა, ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ლიცენზირებულ კლუბებს შორის ?მგლები? არ ფიგურირებს.
თავის მხრივ, ?ბაიას? მშვენიერი პირობები აქვს - ბაზა და პლუს ლიცენზია უმაღლესი ლიგისთვის. კლუბის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ჯერ კიდევ შარშან ცდილობდა ?მგლებთან? გაერთიანებას, მაგრამ მაშინ მხარეები ფინანსურ საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ.
წელს ?ბაიამ? უმაღლესში თამაშის უფლება ვერ მოიპოვა და ორივე კლუბის ხელმძღვანელობა ერთ აზრზე დადგა - გაერთიანება სასურველიც იყო და საჭიროც.
ზვიად სიჭინავა დარჩა მხოლოდ ოფიციალური მხარე
ინფორმაცია კლუბების გაერთიანების თაობაზე ?ბაიას? პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ დაგვიდასტურა:
- ოფიციალურად შეთანხმება არ გაფორმებულა, მაგრამ გაერთიანების ნება არსებობს. ზუგდიდში 5 (?!) გუნდია - ?მგლები?, ?ბაია?, ?ოდიში?, ?დინამო? და ?ზუგდიდი?. ყველას ვუთხარი - საქმეს ცალ-ცალკე ვაკეთებთ, მე მშვენიერი ბაზა მაქვს და გავერთიანდეთ, ზუგდიდის საფეხბურთო პოტენციალი გაცილებით უკეთ გამოჩნდება-მეთქი. მხოლოდ ?ოდიშის? პრეზიდენტი ვერ ვნახე. ის უცხოეთში მოღვაწეობს. ბესიკ შეროზია ?მგლებს? უკვე ?ბაიას? ბაზაზე ავარჯიშებს. ვიმეორებ, გაერთიანებას ჯერ ოფიციალური სახე არ მიუღია, თუმცა იმედია, მალე ყველაფერი კარგად დასრულდება.
- გაერთიანებული გუნდით ბევრის მიღწევას შეეცდებით...
- ჩვენი მიზანი ნიჭიერი ფეხბურთელების გაზრდა და უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება.
- საუკეთესო ზუგდიდელი ფეხბურთელების ჩამოყვანას არ აპირებთ?
- მხოლოდ გამორჩეულებს ჩამოვიყვანთ. ჩვენ გავზარდეთ და ?ემპოლიში? გავუშვით შეყილაძე. იმედია, მალე ძლიერ კლუბში მოხვდება ნიკა ძალამიძეც. სხვათა შორის, მოსკოვის ?სპარტაკთან? ხელშეკრულების გაფორმება გვსურს. ამის თაობაზე რუსების კომერციულ დირექტორ სმოლენცევს უკვე მოველაპარაკე. ?სპარტაკში? ფეხბურთელების არა გაყიდვა, არამედ, ერთწლიან სტაჟირებაზე გაშვება გვსურს. იქ ისინი ფიზიკურ კონდიციებს აიმაღლებენ და საქართველოში გაცილებით მაღალ დონეზე მომზადებულები დაგვიბრუნდებიან. საერთოდ, ჩემი სურვილია, ზუგდიდში ისეთი სპორტული ქალაქი ავაშენო, სადაც მოხვედრა ნებისმიერი ბავშვის ოცნება იქნება. ჩემთვის ასეთი, თავის დროზე, 35-ე საფეხბურთო სკოლა იყო.
მთავარი მწვრთნელი შეროზია იქნება
გაერთიანებული ?მგლებისა? და ?ბაიას? სახელი, რომლითაც გუნდი უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს, ჯერჯერობით, უცნობია. სავარაუდოდ, მას ?მგლები-ბაია? დაერქმევა. აი, რას ამბობს ?ბაიას? მწვრთნელი ელგუჯა ქომეთიანი:
- ზუგდიდის საფეხბურთო ძალის გაერთიანება ძალიან მახარებს, 20 ივნისს უკვე ერთად ვივარჯიშებთ.
- გუნდი რა სახელით იასპარეზებს?
- ეს ჯერ უცნობია. ალბათ, თავიდან ?მგლები-ბაია? ერქმევა.
- მთავარ მწვრთნელად ვინ დაინიშნა?
- ბესიკ შეროზია. ნიჭიერი კაცია, ?მგლები? გუნდად ჩამოაყალიბა. ის იმსახურებს ნდობას და მიხარია, რომ ჩვენ ერთად ვიმუშავებთ.
- რომელ სტადიონზე ითამაშებთ?
- თავდაპირველად, ზუგდიდის ცენტრალურ სტადიონზე. ?ბაიას? ბაზაზე ტრიბუნები ახლა შენდება და თუკი ფედერაცია და პროფლიგა ნებას დაგვრთავს, დიდი შანსია, მერე იქ ვითამაშოთ.
კავკასიაში საუკეთესო ბაზა
...ზუგდიდში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა თანამედროვე სპორტული ცენტრის მშენებლობაა. ?ბაიას? პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ფოტომასალა დაგარწმუნებთ, რომ საქართველოში ულტრათანამედროვე საუკეთესო ბაზა შენდება. ზვიად სიჭინავას ამის თაობაზეც გავესაუბრეთ.
- ჩვენი ჩანაფიქრის მხოლოდ 20 პროცენტია რეალიზებული. აქამდე გაკეთდა კლუბის ოფისი, 120 ადამიანზე გათვლილი საცხოვრებელი კორპუსი, 3 მოედანი, რომელთაგანაც 2 - ხელოვნურსაფრიანია, ამათგან ერთი - სტანდარტული, მეორე კი შედარებით მცირე ზომის, აგრეთვე, 30/18-ზე ზომის ქვიშის სტადიონი. სულ 9 მოედანი გვექნება. ასევე მზადაა კვების ბლოკი, რომელიც ახლახან ბავშვთა ტურნირის 150 მონაწილეს მოემსახურა. სხვათა შორის, ჩვენს საფეხბურთო სკოლაში ბავშვებისთვის სწავლა და კვება უფასოა. პარასკევ-შაბათ-კვირას ბავშვები შეკრებაზე იქნებიან. მათ დიეტოლოგის მიერ გამოწერილი მენიუთი გამოვკვებავთ.
ასევე აშენებულია დამხმარე ოთახები, სამრეცხაო, სადაც სათამაშო და სავარჯიშო ფორმები ირეცხება და ასე შემდეგ. ბაზის ახლომდებარე ტერიტორიაზე ვაშენებთ საკუთარ სტადიონს, რომელიც, სავარაუდოდ, 12 ათას მაყურებელს დაიტევს.
შენდება ადმინისტრაციული შენობა, სამედიცინო და კარდიოლოგიური ცენტრები, საოპერაციოები, მასაჟის ოთახი, ტრენაჟორების დარბაზი, სამსართულიანი სასტუმრო 68 ნომრით. წლის ბოლოს უკრაინიდან 12 ?ჯაკუზი? ჩამოგვივა. მალე, ბაზის მთავარ სტადიონზე 1 200 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნის აშენებას დავასრულებთ, მომავალი წლის მარტი-აპრილისთვის კი მისი რაოდენობა 3 000-მდე გაიზრდება.
25-მეტრიანი დახურული საცურაო აუზის აშენებასაც ვგეგმავთ, რომლის ახლომახლოსაც კიდევ სამი მოედანი და ჩოგბურთის კორტები მოეწყობა. ეს ყველაფერი მომავალი წლისთვის უნდა დასრულდეს.
- სიმართლე გითხრათ, ზესტაფონში ?მილანელოს? აშენების მოლოდინში ზუგდიდური სუპერპროექტი აშკარად დაიჩრდილა...
- ნეტავ, ყველა კლუბმა ააშენოს თანამედროვე ბაზა, ეს ისევ საქართველოს წაადგება.
ელგუჯა ქომეთიანი: ბაიას 15 და მგლების 6
- ?ბაიას? ბაზა ევროპული დონისა იქნება. ისეთი კვების ბლოკია, რომელსაც ანალოგი არა მხოლოდ საქართველოში, კავკასიაშიც არ მოეძებნება. ასეთ მოედანზე ვარჯიში, კომფორტულ საცხოვრებელ ოთახებში ცხოვრება დიდი ბედნიერებაა. საერთოდ, ასეთ ბაზაზე ნებისმიერი ქართული კლუბი იოცნებებდა. მაინტერესებს, სადმე მსგავსი ბაზა დიდი გუნდისთვის ან საფეხბურთო სკოლისთვის გაკეთებულა? არადა, ეს ბევრმა არ იცის და ამაზე მწყდება გული. ზვიად სიჭინავას საქმეს დაფასება სჭირდება.
- გაერთიანებული გუნდის შემადგენლობაში ვინ აიყვანეთ?
- ?მგლებიდან? 6 ფეხბურთელია, ?ბაიადან? კი 15 (შემადგენლობა იხილეთ ქვემოთ - ავტ).
- ?მგლები? უკეთესი გუნდი იყო და იქიდან მხოლოდ 6 მოთამაშე რატომ დატოვეთ?
- მიზეზი ის არის, რომ აქცენტი ახალგაზრდებზე გადავიტანეთ.
- სიაში არ არის ?მგლების? რამდენიმე ლიდერი, მაგალითად, გიორგი ჭედია და ლადო ჯოჯუა. მათზეც უარი თქვით?
- ჯოჯუას ძმა გარდაეცვალა და დროებით ვერ ვარჯიშობს. რაც შეეხება ჭედიას, შესაძლოა, მან კარიერა სლოვენიაში ან ?ზესტაფონში? გააგრძელოს. ჯერ კიდევ გაურკვეველია გია თოდუას საკითხი. მასთან მოლაპარაკებას ვაწარმოებთ და იმედია, დავიტოვებთ.
მგლები-ბაია
მეკარე - ზარქუა (ბაია);
მცველები - პაჭკორია, კვეკვესქირი, სვირავა, ქვარცხავა, აფაქიძე, ჟვანია (ყველა ბაია), აქუბარდია, ონიანი (მგლები);
ნახევარმცველები - გ. ქირია, გუგუჩია, ვართაგავა, ნ. შონია, სიხარულია, წურწუმია (ყველა ბაია), გუჩუა, გულორდავა, დ. ქირია (მგლები);
თავდამსხმელები - დ. კუტალია, რაფავა (ორივე ბაია), თოდუა (მგლები). ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მიუხედავად გაერთიანებისა და შესანიშნავი პროექტებისა რაც ინტერვიუებიდან და კომენტარებიდან ჩანს, როგორც ასევე ამ ინტერვიუდან გამოვიდა აზრი კლუბის მიზანი მხოლოდ უმაღლესში დარჩენა და ახალგაზრდების სხვა კლუბებისათვის გაზრდა იქნება. ასევე საინტერესოა თავდაპირველად ზუგდიდის ცენტრალური სტადიონის რეკონსტრუქციაზე და აშენებაზე მიდიოდა საუბარი, მაგრამ როგორც ჩანს ბაზასთან ახლოს აპირებენ ახალი სტადიონის აგებას. ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს ასეთ სასიკეთო საქმეებში.
|