ზუგდიდის “ბაიას” გენერალური სპონსორი, სავარაუდოდ, “ჯეოსელი” გახდებაhttp://www.worldsport.ge/Read.aspx?news=6981როგორც “მსოფლიო სპორტმა” შეიტყო, ზუგდიდის “ბაიას” გენერალური სპონსორი, სავარაუდოდ, “ჯეოსელი” გახდება. ყოველ შემთხვევაში, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში გადაწყდება - რა და როგორ. უმაღლესლიგელი კლუბების კერძო საკუთრებაში გადასვლის საკითხი რომ მომწიფდა, “პირველი მერცხლის” როლი ნავთობკომპანია “ვისოლმა” იკისრა და ქუთაისის “ტორპედოში” როგორი რიხითაც მივიდა, ყველა ხედავს – ქუთათურთა კლუბი ლამის ყოველდღიურად ივსება ახალ-ახალ ფეხბურთელებით. ვნახოთ, იგივე მოხდება თუ არა “ბაიაში”.
“მსოფლიო სპორტი” ზუგდიდური გუნდის მთავარ მწვრთნელ ელგუჯა ქომეთიანს დაუკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ “ჯეოსელისა” და “ბაიას” შესაძლო თანამშრომლობაზე გაიგო, მაგრამ გადაწყვეტილი ჯერ არაფერია. და რაც შეეხება გუნდის შემადგენლობაში ცვლილებებს: “ჯერ მხოლოდ გოგი ფიფია წავიდა ჩვენგან. გეცოდინებათ, ჩისამბა ლუნგუ რუსეთის “ურალშია” გასინჯვაზე, მაგრამ მას კონტრაქტი აკავშირებს “ბაიასთან” და ყველა ვარიანტში მოუწევს ზუგდიდში ჩამოსვლა. ფეხბურთელების დამატება გვინდა, მაგრამ კონკრეტულად, ჯერ ვერაფერს ვიმოქმედებთ, რადგან სპონსორის საკითხი არ გადაწყვეტილა”, – აღნიშნა ქომეთიანმა.
This post has been edited by მეგრელა on 7 Jun 2010, 00:19