კააია 3 ქულაც ჩავიწერეთ დუბლებით
ბაია დაიშალა, ვინ იქნება შემდეგი?
როგორც ადრე ვწერდით, ზუგდიდის ბაიას ფინანსურად ძალიან გაუჭირდა და ბოლო ტურში ბოლნისს მეორე შემადგენლობით ეწვია.
გავრცელებული ხმებით, ზუგდიდელებმა სამარშრუტო ტაქსის ფულიც ძლივს შეაგროვეს, რათა სათამაშოდ წასულიყვნენ. იმასაც ვწერდით, რომ უფულობის გამო ფეხბურთელთა დიდი ნაწილი გაიფიცა და ვარჯიშებს არ ატარებდნენ.
როგორც შევიტყვეთ, გუნდი უკვე დატოვეს გიორგი მეგრელაძემ, ალექსანდრე გოგობერიშვილმა, კახა ჩხეტიანმა, გრიგოლ დოლიძემ, გიორგი სომხიშვილმა, გიორგი ხიდაშელმა, ლადო ახალაიამ, დავით ჭიჭვეიშვილმა და გიორგი კვესეიშვილმა. თუ რა სახსრებით გააგრძელებს ბაია ეროვნულ ჩემპიონატში თამაშს, უცნობია. ვიცით მხოლოდ ის, რომ თუ მცირეოდენი თანხა გამოიძებნა, გუნდი ფონს ადგილობრივი ფეხბურთელებით გავა, რომლებიც უხელფასოდ ითამაშებენ ჩვენს ჩემპიონატში. გეტყვით იმასაც, რომ უფულობის გამო ანალოგიურ სიტუაციაში არიან ფოთის კოლხეთი და სამტრედია, რომელთაც საარსებოდ ერთი თვის ფული დარჩათ.
******************************************************************************