რადგან 18-წლის ზამბიელი ჩისამბა ლუნგუს ბაიაში დატოვება გადაწყვეტილია მაშინ აქაც იყოს მასზე ვიდეოები გასულ ზამთარს მოსკოვში ვიზიტისას გადაღებული:
ჩისამბა ლუნგუზე ვიდეო ცსკა-ს დუბლების წინააღმდეგ.
http://www.youtube.com/watch?v=UrsgH5F1hOE...re=channel_pageნაწყვეტი ნტვ-ფეხბურთის გადაცემიდან Футбольный Клуб სადაც იყო სიუჟეტი მთელი აფრიკის ახალგაზრდული ნაკრების ვიზიტზე მოსკოვში, რომლის შემადგენლობაშიც იყო ჩისამბა ლუნგუ.
http://www.youtube.com/watch?v=XY8i6iIiFUQეს მეორე ვიდეო ძალიან საინტერესოა. ჩისამბას ახასიათებენ მაგრად.
მისი ინტერვიუცაა

თოვლი პირველად მოსკოვში ნახა

ბოლოში კიდევ ახსენებენ მას დადებით კონტექსტში.
საკმაოდ კარგი ფეხბურთელი ჩანს, თავისი ეროვნული ნაკრების წევრიცაა და საკმაოდ გააძლიერებს ბაიას.
* * *
"ლელო "
# 167 (12 846)
18 ივლისი, შაბათი, 2009 წელი
ზუგდიდში ჯიქია გამოჩნდა, შეროზიამ აფრიკელები დაიწუნა
დავით ცაბაძე
ზუგდიდელთა გუნდში აფრიკელი ფეხბურთელების მოსალოდნელი მოზღვავების შესახებ უკვე ვწერდით. ამჯერად კი ამ თემას უფრო დეტალურად შევეხოთ. როგორც გავიგეთ, ბესიკ შეროზიას გუნდში ერთბაშად 7 ახალი ფეხბურთელი გამოჩნდა. მოდით, ჯერ მუქკანიანებზე ვთქვათ. 20 წლის განელი ნახევარმცველი სუნზუ, 19 წლის უგანდელი მარჯვენა მცველი მულილუ, ამავე ასაკის განელი ცენტრფორვარდი აკუტუ, რუანდელი ცენტრალური მცველი ჯექსონ კოფი და 20 წლის განელი საყრდენი ნახევარმცველი ფრანცის ბოადი... ეს აფრიკელები და კიდევ ერთი რუსი, 18 წლის მარჯვენა ნახევარმცველი დენის შუჩკინი, რომელიც ასტრახანელია და როგორც ბესიკ შეროზიამ გვითხრა, მშობლიური ქალაქის გუნდში თამაშობდა.
ეს 6 ახალი ფეხბურთელი ზუგდიდელთა გუნდში რამდენიმე დღის განმავლობაში ვარჯიშობდა. გუშინ კი შეროზიამ ვარჯიშზე ორად გაყო ფეხბურთელები და ერთმანეთის წინააღმდეგ ათამაშა. ერთმა შემადგენლობამ მეორეს 4:1 სძლია. მოგებულთაგან გოლები ჩისამბა ლუნგუმ, დენის შიჩკინმა, გიორგი კუტალიამ და გიორგი ქირიამ გაიტანეს. მეორე გუნდიდან კი გატანილი ბურთით გიორგის უფროსი ძმა, დავით კუტალია გამოირჩა. გუშინ ზუგდიდში კიდევ ერთი, რიგით მეშვიდე ახალი ფეხბურთელი, 28 წლის ფორვარდი რევაზ ჯიქია გამოჩნდა. შეგახსენებთ, რომ ჯიქია ქუთაისის ?ტორპედოში? გამოჩნდა, მერე რუსთავის ?ოლიმპში? ირჯებოდა, საიდანაც რუსეთის პირველ დივიზიონში მოასპარეზე მახაჭყალის ?ანჟიში? გადავიდა.
დღეს ზუგდიდელები კიდევ ერთი მოსამზადებელი შეკრებისთვის ურეკში გაემგზავრებიან. ზღვისპირეთში შეროზიას გუნდი 7 დღეს დარჩება და სამ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ამ სამიდან პირველი მატჩს, ?ბაია/მგლები? 20 ივლისს ?გაგრასთან? ჩაატარებს. ბესიკ შეროზიამ ურეკში გამგზავრების წინ რამდენიმე ფეხბურთელის ბედი უკვე გადაწყვიტა. როგორც ზუგდიდეკთა თავკაცმა გვითხრა, უკვე გადაწყვეტილია გუნდში 18 წლის ზამბიელ ნახევარმცველის ჩისამბა ლუნგუს დატოვება. ასევე დადებითად გადაწყდა ტესტირებაზე მყოფი ნახევარმცველის, ირაკლი ხუციძის საკითხი. შეროზიას მიერ ჩამოთვლილი აფრიკელთა ხუთეულიდან მხოოდ ერთი საყრდენი ნახევარმცველი ფრანცის ბოადი მიჰყავს (რომელმაც გუშინ გოლიც გაიტანა) ურეკის შეკრებაზე. სუნზუს, მულილუს, აკუტუსა და ჯექსონ კოფის საკითხი უარყოფითად გადაწყდა.
ზუგდიდელები ამ დღეებში კიდევ ორ აფრიკელ ფეხბურთელს ელიან. მათგან, ერთი თავდამსხმელია და ერთიც - ნახევარმცველი. აფრიკელები ტესტირებაზე ჩამოვლენ და მათი საკითხი მიმდინარე თვის ბოლომდე გადაწყდება.