დიდი მადლობა ბმულისთვის. კარგა მონდომებით გაკეთებული საიტია - ეტყობა, რომ დისციპლინაზე შეყვარებული და მონდომებული ხალხის ნახელავია.

იუთუბზეც ვნახე დემო. შთამბეჭდავი ვარდნებია. ნამდვიოლ შეჯიბრში, ალბათ მართლა წააგავს ძიუდოს, რადგან შეჯიბრში ხელს არავინ გაუწოდებს მოწინააღმდეგეს, როგორც კატაში და იქ ჩავლებაზე ალბათ იგივე მუშაობაა, რაც ძიუდოში (კუმიკატა). როგორ ჩავლებას ამბჯობინეთ ანდორიში/შეჯიბრში: სახელო/საყელო თუ უფრო "ქართულს" (ქამარი, კიმანო ზურგში). ამას იმიტომ გეკითხები, რომ მაინტერესებს, მერე როგორ ვითარდება შეტევა - ზურგში და ქამარში ჩავლებული უფრო "წამოკიდების" ილეთს ითხოვს.
დიდი მადლობა მოპატიჟებისთვის. სამწუხაროდ, ამჟამად საქართველოში არ ვიმყოფები, მაგრამ, იქნებ, შემდეგ ჩამოსვლაზე შემოგიაროთ. ძალიან მაინტერესებს. მე თვითონ, "სერიოზულად" არცერთ სახეობას არ მივდევ, მაგრამ სრულიად სამოყვარულო დონეზე, სიამოვნებისთვის, ძიუდოს წავიჭიდავებ ხოლმე, სადაც არ უნდა ვიყო

სიყვარულით კი სწორედ ეს სახეობა მიყვარს განსაკუთრებით და რაც მას უახლოვდება, მაინტერესებს.
კარგია, რომ ასეთი გატაცებით და სიყვარულით ეკიდებით ამ სპორტს. სულ წარმატებებით გევლოთ!