ნუ რავიცი, რომელი გითხრა ააბა?
დინამოდან დავიწყოთ,
76 წლის თასის ფინალი..
79 წლის თასის ფინალი, (მანდ 4 ტაიმი ვითამაშეთ, მერე პენლების სერია და გაბელიამ 3 პენალი აიღო, გაზაევმა გამაზა და სულაქველიძემ გაიტანა გამარჯვების გოლი .. არსებობს ეგ ვიდეო,) დავდე ეგ ვიდეო ადრე
81 წლის ევრო თასები კასტორია საბერძნეთით დავიწყეთ, აუცილებელია მაგ ვიდეოს არსებობა
82- წლის ევრო თასების ვიდეოებიც არსებობს, ნახევარ ფინალამდე მივედით,
83-88 წლების სსსრ ჩემპიონატის ძალიან ბევრი გოლი აჩვენა "მზემ" შარშან..
პირველი ეროვნულის გახსნის ვიდეო დავდე ადრე, კეტაშვილის ავტოგოლი..
98 წლის დინამო ბილბაოც არ ყოფილა,
ასევე, ესენგეს ჩემპიონები რომ გავხდით შუშაკის დროს, საოცარი გოლები გავიტანეთ იმ ტურნირზე,
და ასე შემდეგ...
ნაკრებს რაც შეეხება, რავიცი ძალიან ბევრი თამაში აკლია, რომელი ერთი გავიხსენო, თუნდაც:
ნაკრების პირველი თამაში, 1990 წლის 26 მაისს ლიტვასთან
პირველი ოფიციალური თამაში საქართველო უელსი კი არ იყო, საქართველო მოლდოვა იყო 1994 წელის, რომელიც შემთხვევით წავაგეთ..
მაგ შესარჩევიდან, ქეცბაიას გოლი გერმანიის კარში აუცილებლად უნდა იყოს ვიდეოში,
95-ში ბულგარეთთან 2-1 რომ მოვიგეთ ეგეც აუცილებელია,
ნუ რავიცი, ძაალიან ბევრი ლამაზი გოლი, ბურდულის გოლი მახსენდება ახლა ამ წუთშ, შედევრი შექმნა უკრაინაში,
ასევე თბილისში გახოკიძემ რომ გაუტანა უკრაინას ჯარიმიდან საოცარი გოლი,.
საქართველო უნგრეთი, ცქიტომ ჩაიდაინა საოცრება და შოთიმ დააგვირგვინა..
კობიაშვილის ჯარიმა-გოლი შოტლანდიის კარში, ( დანა რომ ისროლეს ლოკომოტივზე ის თამაშია)
მოკლედ გადახედე, ლამაზი გოლების მეტი რა არის, მარა ძირითადად ვაგებდით ხოლმე..