გაყიდულა 10-იანებიო

ცოტა იყო ეტყობა ძალიან
10/23/2008 15:14:52
მარადონა და არგენტინელი ვარსკვლავები დღეს ეროვნულზე ივარჯიშებენ
თბილისში მყოფი ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო არმანდო მარადონა და საქართველოს დედაქალაქში მასთან ერთად ჩამოსული არგენტინის ნაკრების ყოფილი მოთამაშეები დღეს, 19:00 საათზე, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ვარჯიშს ჩაატარებენ.
ამის შესახებ, “მსოფლიო სპორტს” საქართველოში მარადონას ჩამოყვანის ორგანიზატორმა ნიკო პატარქალიშვილმა აცნობა.
მისივე განცხადებით, ვარჯიშამდე ერთი საათით ადრე (18:00 საათზე) ეროვნული სტადიონის მედია-ცენტრში პრეს-კონფერენცია გაიმართება.
მარადონა თბილისში გუშინ, 21:30 საათზე, ამსტერდამი-თბილისის რეისით, 25-კაციან დელეგაციასთან ერთად ჩამოფრინდა და სასტუმრო “შერატონში” დაბინავდა. სტუმრებს დღეს შეუერთდება არგენტინის ნაკრების ყოფილი ფორვარდი კლაუდიო კანიჯა.
25 ოქტომბერს, მარადონა და მისი მეგობრების გუნდი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ მოთამაშეებთან გამართავს ამხანაგურ მატჩს, რომელიც 20:00 საათზე დაიწყება.
შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების ღირებულება 10-დან 150 ლარამდე მერყეობს და მისი შეძენა გულშემატკივრებს ეროვნული სტადიონის სალარეობში უკვე შეუძლიათ. პატარქალიშვილის განცხადებით, ბილეთებზე დიდი მოთხოვნაა და 10-ლარიანი ბილეთები სალაროებში გატანიდან რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა.