http://www.msofsport.com/more.aspx?id=14669 ბექა გოცირიძე: "იმედია, კუპერი მენდობა"
“ზესტაფონის” ფორვარდი ბექა გოცირიძე ეროვნულ ნაკრებში თამაშიდან თამაშამდე იკიდებს ფეხს და სავარაუდოდ, დღეს თამაშს სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს. 20 წლის ქართველს საბრძოლო ჟინი არც ერთი რიგითი თამაშის წინ არ აკლია და ცხადია დღევანდელი მატჩისთვისაც განსაკუთრებულადაა შემართული. მოედანზე თუ გავალ, სულს და გულს დავდებ და დანარჩენს შედეგი აჩვენებსო, განაცხადა “სპორტულ ამბებთან” გუშინდელ ინტერვიუში ბექამ, შემდეგ კი კითხვებზეც გვიპასუხა.
- განწყობა მშვენიერია. ბიჭები საბრძოლველად ვართ განწყობილნი და იმედია, თავს არ შევირცხვენთ. ბულგარეთთან გუნდმა აშკარად უკეთესად ითამაშა, ვიდრე კვიპროსთან. იმედია, რუმინეთთან კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ თამაშს.
- დღეს დილით უკვე ივარჯიშეთ?
- თამაშის წინა დღეა და მწვრთნელმა გადაწყვიტა მხოლოდ ერთხელ გვავარჯიშოს. საღამოს გავალთ მინდორზე.
- გუშინდელ და გუშინწინდელ ვარჯიშებზე რაზე გაამახვილა კუპერმა ძირითადი ყურადღება?
- განსაკუთრებული არაფერი ყოფილა. ზუსტად ისე გვავარჯიშა, როგორც თბილისური თამაშებისწინა შეკრებებზე.
- მწვრთნელმა ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ მომავალ თამაშში 4-4-2 სქემით აპირებს თამაშს. ეს ძირითადში მოხვედრის შანსს გიზრდის...
- ტაქტიკურ სიახლეზე ვერაფერს გეტყვით. იმედია კუპერი სასტარტოში დამაყენებს და მეც ბოლომდე გავუმართლებ ნდობას.
- ხიზანიშვილი და სალუქვაძე თუ შემოგიერთდნენ?
- ორივე ჩამოვიდა და ივარ¬ჯიშეს კიდეც.
- საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურში პირველსავე ტაიმში ტრავმის გამო შე¬საცვლელი გახდი. ფეხის ტკივილმა სათანადოდ დატვირ¬თვაში ხომ არ შეგიშალა ხელი?
- ტკივილი ოდნავ კი მაწუხებდა, მაგრამ ექიმის დახმარებით სწრაფადვე მოვირჩინე. ვარჯიშში ხელი არ შემშლია და თამაშს სრულიად ჯანმრთელი და შემართული ვხვდები.
- ნაკრებში გამოძახებულ სხვა ფეხბურთელებს ხომ არ აწუხებთ ტრავმები?
- საბედნიეროდ ყველა ჯანზეა და ხვალინდელი თამაშის გარდა არაფერზე ვფიქრობთ.
- ბუქარესტში იგრძნობა წინასაფეხბურთო მოლოდინი?
- ქალაქში არ გავსულვართ და ნამდვილად არ ვიცი, როგორია აქაურების განწყობა.
ოთარ მაღლაკელიძე
ხიზანასაც უვარჯიშია...