ვაბშეტა მე ერთი აზრი მაქვს და აბა თქვენ რას ფიქრობთ...
საერთოდ სპორტი არანაირად არ არის რომელიმე ქვეყანაში დამოუკიდებელი მცნება, ის მჭიდროდაა გადაჯაჭვული ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებთან, ქვეყნის წარმატებასთან თუ პირიქით წარუმატებლობასთან, + რომელიმე ეროვნების ხალხის ფსიქოლოგიურ შტრიხებთან, და თვით ამ შტრიხების რომელიმე დროის კონტექსტში გამოვლენასთან.
გავიხსენოთ რომ 90 იან წლებში უნიჭიერესი თაობა გვყავდა, მაგრამ ნაკრებმა რიგი მიზეზების, უპირველეს ყოვლისა კი ფსიქოლოგიური მიზეზების გამო ვერანაირ სერიოზულ წარმატებას ვერ მიაღწია. უნდა ვთქვათ, ჩამოვყალიბდეთ, რომ ქვეყანა მთლიანად მაშინ იყო არა მარტო დამარცხებული, არამედ რაც უფრო მტკივნეულია, გაყიდული, უსინდისობის, უნამუსობის და უპასუხიმგებლობის ჭაობში ჩაფლული. უსინდისობა ისეთი რამეა, ბაცილასავითაა _ გადამდებია სხვის ფსიქიკაზე, მითუმეტეს თუ ის ქვეყნის უმაღლესი პირებისგან მოდის. ამიტომაც ჩემი აზრით, სპეციფიური ფსიქიკის მქონე ფეხბურთელებმა და ამ სფეროში მოღვაწე პირებმა ვერ გაუძლეს მძიმე დაწოლას, როგორც N 1 სპორტის სახეობის წარმომადგენლებმა, საკუთარ თავზე აეღოთ საკუთარი ხალხის გახარებისა და ქვეყნის პრესტიჯის დაცვის მძიმე თვირთი. და პირქით, აქ აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ეს ტვირთი უდიდესი წარმატებით აიღეს საკუთარ თავზე "ძალისმიერმა" სპორტსმენებმა, რაგბისტებმა, მოჭიდავეებმა... რომლებმას სწორედაც რომ საკუთარი მხრებით, ძალით, მათთვის დამახასიათებელი თავდადებით მრავალი წარმატება მოუტანეს ქვეყანას... (ამასთან რა თკმა უნდა უდიდესი ნიჭითა და შრომისმოყვარეობით).
დავუბრუნდები დღევანდელ დღეს და ვფიქრობ, ქვეყანაში ძირითადად მაინც გაქრა უსინდისო დამოკიდებულება რიგი საკითხების მიმართ, გაჩნდა ფინანსები, გაჩნდა წარმატების იმედი, (ვინმე პიარშიკი არ გეგონოთ

), და მიუხედავად ხელმეორედ წაგებული ცხინვალის ომისა, გამოიკვეთა ჩვენი მომავალი სახელმწიფოს კონტურები, თუნდაც დამარცხებულის, მაგრამ სამაგიეროდ გარკვეულის, და ამ დამარცხების გამაცნობიერებლის... (და არა 15 ცლისნი ჭაობი შევარდნაძისეული)... აქედან გამომდინარე: როგორი სათქმელია იმ ყველაფრის მერე, მაგრამ ჩვენი ფსიქიკა ცოტა გამოერკვა, რაგაცეებში ჩამოყალიბდა)...
და ჩამოყალიბდა ასევე (ჩემი აზრით), ფეხბურთელების (ამ სპეციფიური, ფულთან და ცდუნებებთან ახლო მყოფი ადამიენების, ფსიქიკაც.....
ამრიგად, მე ადრეც დავწერე და ეხლაც გავიმეორებ, რომ წარმატების ძალიან მჯერა ფეხბურთში, ეს მხოლოდ დროის ამბავია, ხოლო თავდადებას დარწმუნებული ვარ არავინ დაიშურებს... თუკი ფეხბურთელები რაგბისტებივით იომებენ, და უკვე ჩანს ამის ნიშნები, ეს უკვე წარმატებაა.... შედეგი კი აუცილებლად იქნება.... ია ტაკ დუმაიუ