აუუუ ეს თემა შემეჩეხა და სარბიელიდან ჩეთვის ყველაზე საყვარელი სტატიები გამახსენდა. კარადა გამოვაღე და კაი ბარაქიანი მტვერი გადავწმინდე გაზეთიდან კოხტად ამოჭრილ სტატიებს.
აგერ ზურა მეძველიას 1995 წელს, კაი ინგლისურ იუმორის სტილში დაწერილი სტატია მიდევს გვერდზე სათაურიტ "სადაც შობილა, გაზრდილა...",
ერთ დღეს უნდა დავასკანერო ეს სტატიები და დავდო აქ

რა დრო იყო კარდონის ქაღალდზე რო იბეჭდებოდა სარბიელი, ჩემი კომპიუტერიც ეგ იყო და ინტერნეტიც
ყველაზე მაგრა კი ინგლისური The Sun-დან გადმობეჭდილი სტატია მახსენდება რომელიც ინგლისელთა 1995 წლის სტუმრობას ეძღვნებოდა. იმ პერიოდის თბილისი და ქართული ყოფა იყო რაღაც საოცრად აღწერილი. კარგად მასხოვს რომ წავიკითხე ცრემლები წამომივიდა
ჰეჰ
აგე კიდე
2002 წლის 15 ოქტომბრის ნომერი, პირველი გვერდზე თავშეხვეული ილო მაისურაძის და ატირებული ლეონსიოს სურათი და სათაური საქართველოს დევები სჭირდება, ნაცარქექია ძალიან ბევრია. ჩვენებმა რომ დაამარცხეს რუსები და მსოფლიოზე გავიდნენ ის დროა
და იმავე ნომრის მერვე გვერდზე: სიზმრად ვნახე საქართველო და საქართველო-რუსეთის (ფეხბურთზეა ლაპარაკი) მატჩის ჩაბნელებული სტადიონი

ჰეჰ, უემბლის დანგრევის ფოტოც ამომიჭრია

ვახ ეს რა ვიპოვე

2003 წლის 2 აპრილის ნომერი. საქართველო-შვეიცარიის მატჩის წინ შვეიცარული Blick-იდან აღებული სტატია საქართველოს შესახებ. დავწერ აბა რას წერდნენ მაშინდელ საქართველოზე

უშუქობა საქართველოს ისეთივე ყოველდღიური რეალობაა, როგორც ეკონომიკური სიდუხჭირე და კორუფცია. მაგრამ ქართველები ერთ რამეში ერთსულოვანი არიან: მათი საფეხბურთო ნაკრების წარუმატებლობები ჩავარდნილ ეკონომიკაზე მეტად მათი მწვრთნელის ბრალი უნდა იყოს. საქართველო 1991 წლიდან დამოუკიდებელი ქვეყანაა, მაგრამ მისი ეკონომიკა სულ უფრო და უფრო უკან იწევს. ეს ქვეყანა შვეიცარიაზე ერთნახევარჯერ დიდია, მაგრამ მისი ეკონომიკური მაჩვენებლები - შვეიცარიასაზე 80-ჯერ ნაკლები.
სახელმწიფოს მეთაურ ედუარდ შევარდნაძის მმართველობაში ვაზის გარდა - რომლისგანაც ქართველები საუცხოო ღვინოს აყენებენ - ყველაზე მეტად კორუფცია ჰყვავის. ამის მიუხედავად ქართველები მხიარული, სტუმართმოყვარე ხალხია. საბჭოეთის დროს ქართული კურორტები მშვენიერი დროის გასატარებელი ადგილები იყო. ახლა კი, არასტაბილური მდგომარეობიდან გამომდინარე შემოსავლები ტურიზმიდან უმნიშვნელოა.
თუმცა ინტერნეტის საშუალებით ჩატარებული გამოკითხვის შედეგად მხოლოდ ყოველმა მეოთხე ქართველმა მიიჩნია, რომ მათი ნაკრების წარუმატებელი გამოსვლები ქვეყანაში არსებული ცუდი ოპლიტიკური თუ ეკონომიკური ვითარების შედეგია. ქართველთა თითქმის 70 პროცენტი თვლის რომ მიზეზი ნაკრების მწვრთნელია
ასე ასე

მერე დავწერ ირლანდიელების სტუმრობას 2002 წელს რა გამოხმაურებები მოყვა, ეგ ნომერიც შენახული მაქვს. ძაან მაგარი რამეები წერია