http://worldsport.ge/Read.aspx?news=19728&lang=1"სასკოელები" დანიაში.
ფ.კ "სასკოს " ფეხბურთელები: ოთარ ჩაფიძე და გიორგი ქვილითაია შეურთდნენ დანიურ უმაღლესი ლიგის კლუბ "რანდერსს" , ისინი 10 დღე დარჩებიან გასინჯვაზე( 01.05.2011-11..5.2011). ქვილითაიაც და ჩაფიძეც თბილისის "სასკოში" ირიცხებიან, ორივენი ტანად მაღლები (191 და 193 სმ) არიან და გიორგი დევდარიანის 19-წლამდელთა ნაკრებშიც მოიაზრებიან.
ქვილითაია შემტევი ნახევარმცველია, ხოლო ჩაფიძეს ნახევარდაცვაშიც შეუძლია თამაში და დაცვაშიც.
ეს ახალგაზრდები "რანდერსში" ქართველმა აგენტებმა - მალხაზ მუსერიძემ, გუგა კაჭახიძემ და ბესო აბაშიძემ მიავლინეს.
ფ.კ. "სასკო" ( გუნდი შედგება 1993 წელს დაბადებულ ფეხბურთელებისგან,რომელთა შორის ირიცხებოდნენ 3 ძირითადი ფეხბურთელი, "17 წლამდელთა" შემადგელობაში,ელიტ-რაუნდში. კერძოდ: დავით ლეგაშვილი (რომელიც განათხოვრებულია ფ.კ სიონში) დავით სხირტლაძე , ( ფ.კ "ორჰუსი") და გიორგი გაგნიძე ( რომელიც ტრამვის შემდეგ წელიწადზე მეტია ვერ ვარჯიშობს).
2011 წლიდან ლაშა შინდაგორიძე, დავით სხირტლაძესთან ერთად შეუერთდა ფ.კ "ორჰუს" სადაც, ორივე ფეხბურთელს დანიური პრესისგან დადებითი შეფასება აქვთ.
ამავე კლუბის აღზრდილი, გიორგი ჩხიკვიშვილი, ჩარიცხულია ლატვიის უმაღლეს კლუბ "ოლიმპსში"
3 მაისს საქართველოს ჩემპიონატის მე-2 ლიგის XXIV ტურში,17:00 სთ-ს სპორტკომპლექს "შატილში" გაიმართება ცენტრალურ მატჩი. ფ.კ "სასკო"- ფ.კ "ავაზა"-ს შორის