მაშ ასე, გასაგები მიზეზების გამო, ლევანი ცოტა უხასიათოდ იყო მაგრამ მაინც მოვახერხე მასტან ცოტა ხნით გასაუბრება:
- აბა ლევან რა მოხდა კვირას?
- რა უნდა მომხდარიყო? დამიძახა გახურდიო 2-2_ზე, მეც წამოვხტი მაგრამ საბოლოოდ ჩემს თამაშის უფლება არ მომცა...
- და მიზეზი არ კითხე?
- მზგავს თემებზე მწვრთნელთან საუბარი არ გვაქვს, ნუ რას იზამ ამ შემთხვევაში ისაა ყველაფრის უფროსი...
- მაინც რა შეიძლება მიზეზი ყოფილიყო?
- ნუ ალბად იმ ეღი ვარჯიშის გაცდენა, მოკლედ მოგება აუცილებლად ჭირდებოდა პალერმოს და როგორც გაირკვა არ მენდო ამ შემთხვევაში, ხო გითხარი წინაზე, ოთხშაბათს ვარჯიში გავაცდინე სიცხე მქონდა მეთქი და ვფიქრობ არ გარისკა, არადა მე ყველანაირად მზად ვიყავი...
- გული დაგწყდა?
- რათქმაუნდა, ბუნებრივია თამაში ძალიან მინდოდა, დარწმუნებულიც ვარ რომ გავეყვანე მოედანზე, მაქსიმუმს გავაკეთებდი მაგრამ რას ვიზამთ...
- ნუ შენი არ ვიცი მაგრამ მე სიმართლე რო გითხრა ამდენს არ მოვითმენდი...
- მასეც არაა საქმე, ყველაფერს თავის დრო აქვს, მე იმედს ჯერ კიდევ არ ვკარგავ...
- და მაინც, იქნებ ჯობდეს სხვა გუნდის მოძებნა სადაც თამაშის მეტი შანსი გექნება?
- რათქმაუნდა ასეც მოვიქცევი თუ მართლა არ აპირებს ჩემს გამოყენებას პალერმო, აქ რა მინდა, მაგრამ კიდევ ვიმეორებ სიჩქარე მემგონი არ იქნება კარგი...
- შემოთავაზებები გააქ?
- უფ უამრავი, მაგაზე რო იყოს დამოკიდებული, შემოთავაზება ძალიან ბევრია, საკმაოდ კარგ გუნდებიზგან და პალერმოზე სახელოვან კლუბებისგანაც კი თუმცა ჯერ არსად წასვლას არ ვაპირებ, პირიქით ამათ ბოლომდე მინდა დაუმტკიცო რაც შემიძლია...
- ანუ სეზონის ბოლომდე რჩები?
- ასე თუ გაგრძელდა რათქმაუნდა არ დავრჩები...
- მოკლედ წარმატებები ძმა..
- გაიხარე, მომიკითხე ყველა, იმ სანტაკლაუსის ფორმაში რო გამომაწყვწთ თქვენ გეგონა ვერ გავიგებდიი? მე ყველაფეროი მომდის ამბები რასაც მანდ ჭორაობთ ჩემზე... ვხუმრობ რათქმაუნდა, გაიხარეთ ყველამ და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობელი ვარ რომ არ მივიწყებთ, ბედნიერ კაცად ვგრძნობ თავს ყოველთვის როცა მახსენდება რომ აქედან ძალიან შორს, შენს სამშობლოში არიან ხალხი რომლებიც არ გივიწყებენ და მიუხედავად ყველაფრისა შენს ყველა ნაბიჯს აკვირდებიან და გაფასებენ... კიდევ ერთხელ მადლობა ამისთვის...
- გაიხარე ლევან, მთავარია შენ იყო კარგად და ჩვენზე რაც იქნება დამოკიდებული, ფორუმი შენს გვერდითაა...

ესეც უახლესი ფოტო, ლევანი მის ძმასთან ერთად

და ვაბშეტა, კითხვები დააგროვეთ ხოლმე, დავიტანჯე მარტო ცოდო არ ვარ ამდენ რაღაცეებს რო ვიგონებ და ვეკითხები?