- გაუმარჯოს ლევან.
- გაუმარჯოს, გილოცავტ ყველას აღდგომის ბრჭყინვალე დღესასწაულს
- ლევან უკვე ორი ტური ჩატარდა სერია ა_ში და პალერმო გამარჯვებებს შენს გარეშე ზეიმობს, რაშია საქმე? საიტზე დაიდო ვარჯიშის სურათები სადაც ფეხი გაქვს შეხვევული, ისევ ტრამვა გაწუხებს?
- არა არანაირი ტრამვა არ მაწუხებს, ყველაფერი რიგზეა, მთელი დატვირთვით ვარჯიშობ და ვფიქრობ რომ მშვენიერ ფორმაშიც ვარ.
- მაშინ რა არის იმის მიზეზი რომ მწვრთნელი არ გენდობა?
- აი ეგ კი ნამდვილად არ ვიცი. ჩემის მხრივ ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის რომ ფორმაში ვიყო და გუნდს საჭიროების შემთხვევაში გამოვადგე მაგრამ როგორც ჩანს პალერმოს ამ ეტაპზე სულაც არ უჭირს...
- ლევან მწვრთნელთან რაიმე კომფლიკტი ხომ არ გაქვს?
- არანაირი კომფლიკტი, უბრალოდ მას თავის მუშაობის ჭესი აქვს, რატომღაც გადაწყვიტა რომ სწორედ მაშინ გამომიყენოს ხოლმე როცა იგებს და თავს იცავს გუნდი... აი ამას რატომ აკეთებს ვერ ვხვდები თუმცა ნამდვილად ვიცი რომ ასე აღარ გაგრძელდება, ჩემი დროც მოვა.
- გავრცელდა ინფორმაცია რომ შენ გუნდს ტოვებ სეზონის ბოლოს და საუბარი იყო კატანიაზეც. ეს მართალია?
- მე კატანიაში გადასვლას არ ვაპირებ, უბრალოდ ჩვეულებრივი მოვლენაა ის რომ გუნდი აცხადებს ჩემი შეძენის სურვილს თუმცა ვიმეორებ კატანიაში წასვლას არ ვაპირებ!
- და პალერმოს დატოვებ სეზონის ბოლოს?
- მაინც ვფიქრობ რომ ჯერ ამაზე საუბარი ისევ ადრეა, ვნახოთ რა იქნება
- მომდევნო ტურში ჩემს საყვარელ მილანს ხვდები, აბა რას აპირებ უნდა გამახარო თუ გული უნდა დამწყვიტო?
- ხო მთავარია მათამაშოს მწვრთნელმა და მე ვიცი შენ სინამდვილეში რაც გაგახარებს, ამიტომ ყველანაირად ვეცდები გაგახარო

- ერდათერთი ადამიანი ხარ რომლის შეგდებული გოლიც შეიძლება ოდესმე გამისწორდეს დიდას კარში

- იმედია ასეც იქნება
- წარმატებებს გისურვებ

- მადლობ. მოკიტხვა ყველას