geor-gien
Super Crazy Member ++

       
ჯგუფი: Members
წერილები: 25165
წევრი No.: 25439
რეგისტრ.: 9-November 06
|
#14119905 · 3 Jun 2009, 19:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"ლელო " # 128 (12 807) ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2009 წელი
ლევან მჭედლიძე: თუ არ მათამაშებენ, პალერმოდან წავალ...
დავით ცაბაძე
?პალერმოს? ფორვარდ ლევან მჭედლიძეს კოჭის ტრავმა აქვს. ამის თაობაზე იტალიური წყაროები წერენ. ამასთან, მჭედლიძე ნაკრებშია გამოძახებული. სწორედ ამ ტრავმის გამო მოლდოვა-ალბანეთთან სათამაშოდ ეროვნულმა გუნდმა მზადება მის გარეშე დაიწყო. დავინტერესდით ლევანის მდგომარეობით და იტალიაში დავუკავშირდით. ამას გარდა, ვესაუბრეთ სატრანსფერო თემაზეც. მოგეხსენებათ, მჭედლიძეს ?პალერმოში? სათამაშო პრაქტიკა აკლია და ეს პრობლემა თუ არ მოიხსნა, ლევანს გუნდის შეცვლა აქვს გადაწყვეტილი. როგორც ამბობენ, მის მსურველთა შორის არაერთი სერიოზული იტალიური კლუბია...
მოკლედ, გადავიდეთ ინტერვიუზე და ვნახოთ, რას ფიქრობს და რას აპირებს...
- ლევან, ჯერ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გკითხავთ. ტრავმა სერიოზულია? შეძლებ ნაკრებში თამაშს?
- ხუთშაბათს, ვარჯიშის დროს, თანაგუნდელმა კოჭზე დამაბიჯა და მყესები მქონდა დაჭიმული. ლაზერული თერაპიის კურსი ჩავიტარე და ახლა უკეთ ვარ. დღევანდელი მდგომარეობით თუ ვიმსჯელებთ, თამაში უნდა შევძლო. მთავარია, ტრავმა არ გამირთულდეს. როგორც ექიმებმა მითხრეს, ოთხშაბათს უკვე სრული დატვირთვით ვივარჯიშებ. ვნახოთ...
- კეთილი, ახლა საკლუბო თემაზე გადავიდეთ. მორიგი სეზონი დასრულდა და კვლავ სათამაშო პრაქტიკის პრობლემა გაქვს. რა ხდება?
- სულ 9 მატჩში ვითამაშე და აქედან, მხოლოდ ერთ შეხვედრაში, ?ჯენოასთან? ვიყავი ძირითად შემადგენლობაში. დანარჩენებში კი მხოლოდ ბოლო 10-15 წუთი, ან ცოტა მეტხანს მიწევდა თამაში. მწვრთნელს მაშინ შევყავდი მოედანზე, როცა კაცნაკლულნი ვრჩებოდით, მინიმალური ანგარიშით ვაგებდით, ან მცირე სხვაობით ვიგებდით და მეტოქე გვჯობნიდა. სამწუხაროდ, კვლავ უთამაშებელი ვარ და მწვრთნელის გარდა, ამ თემაზე კლუბის ხელმძღვანელობასაც ველაპარაკე. ჩემი პოზიცია ასეთია - თუ კვლავ უთამაშებლობის პრობლემა მექნება, მირჩევნია ?პალერმოდან? წავიდე.
- ამბობენ, მჭედლიძით იტალიური ფეხბურთის გრანდები არიან დაინტერესებულიო. რამდენად მართალია ეს? ადრე სერიოზულად იყო ლაპარაკი ?იუვენტუსზე?, ეს ვიცით, სხვა?
- ჩემი აგენტის მტკიცებით, მსურველი მართლაც არაერთია...
- ჰო, მართლა, აპრილში ?კატანიაზეც? ითქვა...
- კი, იყო ამაზე ლაპარაკიც, მაგრამ ?კატანიაში? გადასვლას, ფაქტობრივად, გამოვრიცხავ. სხვა თუ არაფერი, ?პალერმო? გაცილებით უკეთესი გუნდია. რაც შეეხებათ გრანდებს, რა გითხრათ... ზოგიერთზე მეც მსმენია...
- ამ სეზონში ერთი გოლი გაიტანე და ისიც ?იუვენტუსის? კარში. ამან ხომ არ გამოიწვია ტურინელთა დაინტერესება?
- ?იუვენტუსს? ადრეც ჰქონდა ინტერესი, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ?ემპოლიდან? ?პალერმოში? გადავედი. შემეძლო კიდეც, თანხმობა მეთქვა ტურინელთა წინადადებაზე, მაგრამ იმ პერიოდში ჩემთვის უფრო საშური იყო სათამაშო პრაქტიკა და ამიტომაც წავედი ?პალერმოში?, თუმცა... ისე, აგენტმა მაშინ მითხრა, ?ინტერთან? და ?მილანთანაც? შეგვეძლო მოლაპარაკებების დაწყებაო... ახლაც, რაღაც ხმები მოდის ჩემამდე, მაგრამ ჯერ ?პალერმოსთან? უნდა გავარკვიო ურთიერთობა, თორემ, როგორც აგენტმა მითხრა, ესპანურ და ინგლისურ კლუბებზეც მიდის ლაპარაკი.
- ?პალერმოსთან? რა უნდა გაარკვიო?
- სეზონის წინ კლუბის პრეზიდენტმა მაურიციო ძამპარინიმ ევროპის ლიგის საგზურის მოპოვება დაგვისახა მიზნად. ჩვენ კი მერვე ადგილზე გავედით და ევროტურნირების მიღმა დავრჩით. ცხადია, პრეზიდენტი უკმაყოფილოა, მთავარმა მწვრთნელმა დავიდე ბალარდინიმ საჯაროდ განაცხადა, რომ ?პალერმოდან? მიდის. არ ვიცი, რა და როგორ იქნება, დაველოდები... მალე გაირკვევა, ვინ იქნება მწვრთნელი მომავალ სეზონში, რამდენად ჩავჯდები მის მონახაზში...
- ბალარდინის შემცვლელად რომელი კანდიდატურები განიხილება (ბოლო ინფორმაციით, კლაუდიო რანიერისა და ?სიოენას? მწვრთნელ მარკო ჯანპაოლოს ვარიანტი აქვთ. - ავტ)?
- ჯერჯერობით, კონკრეტულად არავინ დაუსახელებიათ, გამოკვეთილი კანდიდატურა არ ჩანს, თუმცა სიტუაცია ყოველ წუთს შეიძლება შეიცვალოს. ისიც მინდა ვთქვა, რომ ძამპარინის ჩემს წასვლაზე სიტყვის გაგონებაც არ უნდა. თუმცა უფრო მნიშვნელოვანი იქნება მწვრთნელის პოზიცია, ახალი იქნება ეს მწვრთნელი თუ ძველი. თუ თამაში არ მომიწევს, წავალ...
- დავუშვათ და, წასვლამ მოგიწია, რა გზას აირჩევ? რომელიმე მოკრძალებულ კლუბს მიაშურებ იმისთვის, რომ სათამაშო პრაქტიკა გქონდეს, თუ?..
- გააჩნია, ვინ რას შემომთავაზებს, რა წინადადებები მექნება... დიახ, პირველ რიგში ჩემთვის სწორედ სათამაშო პრაქტიკაა. თუ ?იუვენტუსს? უნდა ჩემნაირი ახალგაზრდა ფორვარდის აყვანა, ისიც მოფიქრებული ექნება, როგორ გამოიყენოს ეს ფორვარდი - ან ათამაშებს და სასტარტოსთვის მოამზადებს, ანდაც სხვა გუნდში გაანათხოვრებს. ასე რომ, ჯერ ადრეა ამაზე ლაპარაკი - როგორც გითხარით, მანამდე ?პალერმოს? პოზიცია უნდა გავიგო.
- მაინც როდის გადაწყდება ეს საკითხი?
- წესით, ივნისს არ უნდა გადასცდეს... მაგრამ ჯერ ნაკრებზე ვფიქრობ. ძალიან მინდა, რომ ამ ორ ამხანაგურ მატჩში ვითამაშო. და თუ რომელიმე კლუბს უნდა, რომ საქმეში მნახოს, შეუძლიათ ეროვნული გუნდის მატჩებში დამაკვირდნენ.
- ნაკრებით დავიწყეთ და ნაკრების თემითვე დავასრულოთ - რა მნიშვნელობას ანიჭებ მომავალ ორ შეხვედრას?
- მართალია, წინ ამხანაგური მატჩებია, მაგრამ ამასაც თავისი დატვირთვა აქვს. ბოლოს და ბოლოს, უნდა მოვიგოთ, რათა ვირწმუნოთ საკუთარი ძალების. მეორე მხრივ, ეს იქნება მოსამზადებელი მატჩები მომავალი შესარჩევი თამაშებისთვის. თან ახალი ფეხბურთელებიც გამოიცდებიან ნაკრებში... ერთი სიტყვით, მნიშვნელოვანი თამაშები გვაქვს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რათა ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ.
|