მაშ ასე, პირველ რიგში მე გილოცავთ ყველას დამდეგ ახალ წელს... მომიტევეთ ცოტა თუ დავიგვიანე მაგრამ ისე მოხდა ხან მე ხან ლევანს არ ეცალა და ტრადიციულმა ინტერვიუმაც ცოტა დაიგვიანა... სამაგიეროდ გამოვნახეთ მაინც ცოტა დრო და ა ბატონო შედეგი:
- გაუმარჯოს ლევან
- სალამი ფორუმს...
- ლაციო-პალერმო,_რას იტყვი ამ თამაშზე? ვნახეთ რო 15 წუთი არ გეყო...
- ხო სამწუხაროა რომ დავმარცხდით, პალერმოს მეორე ტაიმში კაცი გაუგდეს თორე თამაშის გადარჩენას დარწმუნებული ვარ შევძლებდით! რაც შეეხება ჩემს გამოსვლას... სულ 15 წუთი მომიწია თამაში, მაშინ როცა უკვე ბრძოლის უნარიანობა დაკარგული ქონდა გუნდს, 10 კაცით ვითამაშეთ და სულ რამოდენიმეჯერ მომიწია ბურთთან სეხება...
- მიუხედავათ ამისა გავიგეთ რომ შეფასება მაინც მოგცეს...
- კი პრესა გამოეხმაურა ჩემს თამაშს და საკმაოდ დადებითადაც შემაფასეს, რაც ძალიან მესიამოვნა და უფრო სტიმულს მაძლევს.
- ლევან ჩვენი გადმოსახედიდან ჩანს რომ პალერმო როგორი გუნდიცაა ისეთი საკადრისი მწვრთნელი არ ყავს... ხომ არ მოხსნეს მთავარი მწვრთნელი?
- იყო ცოტა არეულობა კლუბში, ბოლო რამოდენიმე თამაშის წაგების შემდეგ მაგრამ ეხლა ყველაფერი დალაგდა, ბილარდინია კვლავ ჩვენი მწვრთნელი და მემგონი ასეც იქნება ზაფხულამდე... რაც შეეხება ჩემთან მიმართებაში, კიდევ ერთხელ ავღნიშნავ რომ მწვრთნელთან არანაირი პრობლემები არ მაქვს და მალე ყველაფერი კარგად იქნება..

- ვინ არის ლანზაფერე? ემპოლმა გაანათხოვრა ხო ფეხბურთელი?
- ლანზაფერე ახალგაზრდა პერსპექტიული ფეხბურთელია, ის იტალიის 21_წლამდელთა ნაკრებში თამაშობს და ემპოლის შემადგენლობაშიც ხშირად ვხედავდით... კლუბის გადაწყვეტილებით ის დარჩენილი სეზონი სხვა გუნდში გაატარებს...
- ეს თუ იმოქმედებს გავლენას შენს მომავალ სათამაშო დროზე გუნდში?
- საქმე იმაშია რომ პირადად ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ ააქვს ვინ იქნება დღეს პალერმოს შემადგენლობის წინა ხაზში, მე ჩემი სურვილი და მიზანი გამაჩნია... მინდა და მაქვს იმის პერსპექტივა რომ ვითამაშო უფრო მეტი და ეს არ მაქვს სურვილი ვინმეს ტრამვის ან სხვაგან გადასვლის ხარჯზე მოხდეს... დავიმსახურებ და დროც მექნება, პალერმო არ არის ისეთი კლუბი რომელიც ხელს რამეში შემიშლის... უბრალოდ ფეხბურთელი ჟილკიანი უნდა იყო, შენი მონდომება და შენი სათამაშო ფორმა უნდა გამოაჩინო... ამას კი მე მოედანზე ყოველთვის ვავლენ... რათქმაუნდა ამ ყველაფერში ჩემი ეროვნებაც ხელს მიწყობს, სისხლში გვაქვს ქართველებს ჟილკა...

- ანუ საბოლოოდ გადაწყდა შენი პალერმოში დარჩენის საკითხი ხო?
- ასე რომ არ იყოს მე აქ არ ვიქნებოდი, მშვიდად ვატარებ შვებულებას და იანვარში პალერმოს დაუბრუნდები...
- წარმატებებს გისურვებ... ხო ლევან რაც შეეხება შენს არდადეგებს, როგორ დროს ატარებ საქართველოში? vasasi_მ კინოშიც კი გნახა, სხვა რით ერთობი?
- ძალიან კმაყოფილი ვარ ახალი წელის შეხვედრის საშვალება ჩემს ქვეყანაში რომ მომეცა... ძალიან მსიამოვნებს ჩემი ოჯახის წევრებში და სამეგობრო წრეში ურთიერთობა, მონატრებული მქონდა ეს ყველაფერი და მართლა ბედნიერი ვარ... რაც შეეხება vasasi_ს, კინოში დიახ ვიყავი და ძალიან ცუდი თუ დამინახა და არ მოვიდა ჩემთან ჩემთან მოსასალმებლად... მინდა ყველამ მეგობრად მიგულოდ და დიდი სიამოვნებით გავიცნობ ფორუმელებს უფრო ახლოსაც... მეორეჯერ ასეთი რამ არ გამაგონოთ

- ძალიან დიდი მადლობა ლევან ყველაფრისთვის, ბედნიერ შობა-ახალი წლის გათენებას გისურვებთ, 2009 წელი წინ სვლის წელი ყოფილიყოს შენს კარიერაში...
- პირიქით მადლობა შენ. ეხლა კი მინდა ეს სიტყვები ესევე გადასცე ფორუმელებს და როგორც იცი ხოლმე არ შეალამაზო: gilocavt damdeg shoba axalcels xalxno kvelas kvelas did bednierabas gisurvebt\! gisurvebt imaze mets rac 2008cels gkondat kvela adamians dagvaklda 2008cels raagc magram kvelaperi gmertisgan iko dacerili...magram cudic xandaxan cxovebashi kaia kvelapers unda gaugot am cxovebashi da kvelapritvis unda vishromot ro kargad vakciot 2009dan 2010mde! kvelas did caramatebebs gisurvetb uplis ckaloba da madli ar mogklebodet!
ა ბატონო არ შვალამაზე და კი ხედავთ რა დღეშია
გენაცვალე ლევან შენ, იმენა ძმა ხარ, მართლა მაგარი კაცია ხალხნო ეს ადამიანი
ესეც მისი ორი ახალი სურათი, მოგეხსენებათ თოვლი და ეს გოგონა როგორ უყვარს მჭედლიოს და ა ბატონო რა დღეშია


This post has been edited by lejava on 31 Dec 2008, 04:22