ეს შემთხვევა მოხდა 2001 წელს. საუბარია სერგეი პერხუნზე
ნიჭიერ უკრაინელ მეკარეზე რომელიც 23 ასაკში გარდაიცვალა. ახალი გადასული იყო მოსკოვის ცსკა-ში და თავის 13-ე (მე მიდი და თქვი თარსი არ არისო

) თამაშსს თამაშობდა ამ გუნდის შემადგენლობაში როდესაც მას მახაჩკალის ანჟის ფორვარდი ბუდუნ ბუდუნოვი შეეჯახა (სათამაშო ეპიზოდი იყო) რის შედეგაც ბუდუნ ბუდუნოვიც ისე დაშავდა რომ მთელი სეზონი გამოტოვა. ამჟამად ბუდუნოვი რომელმაც კარიერა დაასრულა არის დაღესტანის რესპუბლიკის კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ასევე ითავსებს დაღესტანის ფეხბურთის ფედერაციის (რომელიც რუსეთის ფეხბურთის ფედერაციაში შემავალი სუბიექტია) პრეზიდენტის პოსტს.
დავუბრუნდეთ სერგეი პერხუნს რომელმაც ძლიერი შეჯახების მიუხედავად პერხუნს გონება არ დაუკარგავს და მთელი მატჩის განმავლობაში ტავს კარგად გრძნობდა, მაგრამ მაშინ როდესაც გუნდი მიდიოდა აეროპირტში მახაჩკალიდან მოსკოვში გადასაფრენად უეცრად დაკარგა გონება და მას შემდეგ 10 დღე კომაში იყო, რის შემდეგაც გარდაიცვალა.
სერგეი პერხუნი იყო ის მეკარე, რომელსაც 16 წლის ასაკში ქონდა დებიუტი უკრაინის უმაღლეს ლიგაში (დნეპრის რიგებში) რითაც გახდა უკრაინის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა მეკარე რომელმაც ითამაშა უმაღლეს ლიგაში.
მიმაგრებული სურათი