საფეხბურთო კლუბ გაგრას პრეს-სამსახურის განცხადება
28 April, 2009 01:07:00
http://fcgagra.ge/geo/index.php?news=1046 სიმართლე უნდა ითქვას, დღეს რაც ქართულ ფეხბურთში ხდება, ძალზედ შემაშფოთებელი და საგანგაშოა. ყოველთვის იყო, არის და იქნება ეჭვი იმის შესახებ, რომ ესა თუ ის შეხვედრა, ჩაწყობილია, ერთმანეთში გარიგება მოხდა, გუნდმა მსაჯი მოისყიდა და ა.შ.
მაგრამ ჩვენი გუნდისთვის ყველაზე მეტად შემაშფოთებელია ის მომენტი, რომ აქვთ ეჭვი რომ ჩვენ გარიგებული შეხვედრა ვითამაშეთ საფეხბურთო კლუბ თბილისის ლოკომოტივთან.
კიდევ კარგი, რომ ჯერ მხოლოდ ეჭვი აქვთ და ბრალს არ გვდებენ, თორემ კიდევ უფრო მეტად შეურაცხყოფილნი ვიქნებოდით ამგვარი განცხადებების გამო.
დიახ, ეჭვი ერთია, ხოლო ბრალდება მეორე. როცა ეჭვი გაქვს, მტკიცებულებები არ მოგეპოვება. მაგრამ საქართველოში კიდევ უარესადა საქმე ბრალდების მხრივ. შეიძლება ბრალიც დაგდონ და მტკიცებულებებიც კი არ ჰქონდეთ და ჩვენს შემთხვევაში ნამდვილად ასე იქნება და იმედი გვაქვს, რომ საქმე აქამდე სულაც არ მივა და სიმართლე დადგინდება.
როდესაც მსგავსი ეჭვების შესახებ შევიტყვეთ, დავიწყეთ სპორტულ გაზეთებთან დაკავშირება და ჩვენი პოზიციის დაფიქსირება. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემთ და მიგვაჩნია, რომ ერთ-ერთი სამართლიანი მწერალია ქართულ ფეხბურთში, ალბათ სწორი შენიშვნა გააკეთა, მაგრამ არა ჩვენს მიმართ _ მარტო თქვენ დაგვიკავშირდით და მარტო თქვენმა გუნდმა მოისურვა კომენტარების გაკეთებაო?
რა თქმა უნდა, ჩვენ ამგვარმა ეჭვმა შეურაცხყოფილი დაგვტოვა და თავი მოვალედ ჩავთვალეთ, რომ ჩვენი პოზიცია ჟურნალისტებისთვის გაგვეცნო და დაგვეფიქსირებინა.
საფეხბურთო კლუბი გაგრა 2004 წელს დაარსდა და იმ დღიდან მოყოლებული ეს გუნდი მხოლოდ პატიოსანი და სამართლიანი ფეხბურთის მიმდევარი იყო, არის და იქნება.
ამ კლუბის მიზანია აღუზარდოს ქართულ ფეხბურთს ნიჭიერი, პერსპექტიული ფეხბურთელები და მათ განვითარებაში ხელი შეუწყოს.
სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ამ მიზნის განხორციელებაში ხელს გვიშლიან. არიან ძალები, რომელთაც ნამდვილად არ სურთ ჩვენი გუნდის წინსვლა, პროგრესირება და ახლა ზუსტად იმ მაქინაციების მოწყობაში გვდებენ ბრალს, რაშიც ალბათ თავად ძალზედ გაწაფულები და კარგი მცოდნენი არიან.
გვკითხეს კიდევაც, განა არ ნერვიულობთ იმის გამო, რომ საქმეში პროკურატურა ჩაერთვებაო? რატომ უნდა ვინერვიულოთ? ინერვიულოს იმ ხალხმა, ვისაც მართლაც აქვს მსგავსი უმსგავსოება ჩადენილი. ჩვენ კი თუ გამოძიება წარიმართება, ყველანაირად ხელს შევუწყობთ სიმართლის დადგენაში.
ჩვენ ყველა შეხვედრა, რომელიც გავმართეთ საქართველოს ჩემპიონატში, დღიდან დაარსებისა დღემდე, ყველა შეჯიბრის დონეზე, იყო სამართლიანი და ქართული ფეხბურთისთვის, შეურაცხყოფა არასდროს მიგვიყენებია.
და ახლა კი უმთავრესი. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ სააგენტო `მსოფლიო სპორტიდან~ ჩვენს პრეს ატაშეს, მიხეილ აფხაზავას დაუკავშირდა ჟურნალისტი ფრიდფონ კერვალიშვილი და თხოვა კლუბის პოზიცია დაეფიქსირებინა ტოტალიზატორებში საქართველოს ჩემპიონატებზე ფსონების მიღების შესახებ.
მაშინ ჩვენი პოზიცია იყო კატეგორიული _ ასეთი რამ დაუშვებელი იყო, (სიმართლე ითქვას, ჩვენმა კლუბმა არც კი იცის, თუ რომელი ტოტალიზატორი ღებულობს ფსონებს ამ შეხვედრებზე) მაგრამ რომელიღაც ტოტალიზატორმა მაინც მიიღო გადაწყვეტილება ეს ნაბიჯი გადაედგა.
ახლა ეჭვები უფრო გამძაფრდა და ეს მოსალოდნელიც იყო. ვერც ერთ ტოტალიზატორს ვერ აუკრძალავთ მატჩებზე მიიღოს ფსონები, მაგრამ ისედაც გაუბედურებულ ქართულ ფეხბურთს კიდევ ეს უნდოდა?!
ამდენად, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ და ვიმეორებთ, საფეხბურთო კლუბი გაგრა მომავალ სამ შეხვედრასაც ისე სამართლიანად ითამაშებს, როგორც აქამდე იყო და არა მეტოქე გუნდის, მსაჯების ან სხვა `მაქინაციების~ იმედი აქვს, არამედ თავისი ფეხბურთელების, მწვრთნელთა შტაბის და ყველა იმ თანამშრომლის, რომლებიც მის რიგებში ირიცხებიან და არასოდეს, არასოდეს, არასაოდეს შეარცხვენენ არც საფეხბურთო კლუბ გაგრას, არც იმ კუთხეს, რომელსაც წარმოადგენს ეს ჩვენი ახალგაზრდული სულით ანთებული გუნდი და არც ქართულ ფეხბურთს!~
ისე, მოჩალიჩე ვინ-ვინ, მარა "გაგრა" ნაღდად არ მგონია
არც სპარტაკივით დაეხმარება ვინმე და არც მაყუთი არა აქვს საჩალიჩო
This post has been edited by shanhai7 on 29 Apr 2009, 13:06