კაშჩეი ზღვას ვერ ელევა
დავით თავართქილაძე
უმაღლეს ლიგაში დარჩენილი ?გაგრა? დამდეგი სეზონისთვის გრაფიკის მიხედვით ემზადება. ვიქტორ კაშჩეის გუნდი ჯერ ურეკში იყო შეკრებაზე, მერე თბილისში დაბრუნდა და დედაქალაქთან ახლოს, მუხრანში ვარჯიშობდა, გუშინ კი ისევ ზღვისპირეთს, აჭარას მიაშურა. მწვრთნელმა იქ ეს ფეხბურთელები იახლა: ნადარეიშვილი, ნაჭყეპია, კუპრეიშვილი, გიგაური, ტყეშელაშვილი, გაბუნია, შალიკაშვილი, მოსიაშვილი, ფილია, შარიქაძე, ატერე, ოვონიკოკო, ბერბატი, კოლესნიკოვი, გაბედავა, კალანდაძე, ქირია, კვანტალიანი, მარგიანი.
?გაგრა? ადელის სტადიონზე ივარჯიშებს და იქაური ბავშვთა საფეხბურთო სკოლის კომპლექსში იცხოვრებს. 14, 17, 20 და 23 ივლისს დაგეგმილია ოთხი საკონტროლო მატჩიც, სავარაუდო მეტოქეები კი ?სამტრედია?, ფოთის ?კოლხეთი?, ?გურია? და ?მგლები?/?ბაია? იქნებიან.
კაშჩეიმ აჭარაში 4 ფეხბურთელი (რევაზ თევდორაძე, ილია პავლიაშვილი, ვანო კილაძე და ლაშა თოთაძე) იმიტომ ვერ წაიყვანა, რომ ისინი ახალგაზრდულ ნაკრებში არიან გამოძახებულები. კილაძე ?გაგრაში? ჯერ მხოლოდ ისინჯებოდა, თოთაძე კი კიევის ?დინამოს? ფეხბურთელია, თუმც ამ ეტაპზე თავის ყოფილ კლუბში ვარჯიშობდა და რომ არა ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახება, ?გაგრას? აჭარაშიც გაჰყვებოდა. ამას გარდა, გუნდს კიდევ ორი ფეხბურთელი გამოაკლდა: თორნიკე თუხარელი და ბიჭიკო გედენიძე 17-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს.
?გაგრაში? ხუთი ნიგერიელი ფეხბურთელი რომ უნდა მისულიყო, ადრეც გაუწყეთ. მათგან ჯერ მხოლოდ ერთი ჩამოვიდა - ფელიქს ატერე, რომელიც ცენტრალური ნახევარმცველია. რაც შეეხებათ დანარჩენებს, მათ მოწვევა ხელმეორედ გაუგზავნეს და თუ 16 ივლისამდე არ ჩამოვიდნენ, აღარ დაპატიჟებენ. ნიგერიელებმა ვერჩამოსვლის მიზეზად ფინანსურ პრობლემებს ასახელებენ. ?გაგრა? თბილისში 23 ივლისს დაბრუნდება.
http://www.opentext.org.ge/09/lelo/162/162-5.htm----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სიონმა გაგრას სძლია
დავით ცაბაძე
ახალი სეზონისთვის მზადების პროგრამით ?სიონმა? და ?გაგრამ? საკონტროლო მატჩი გამართეს. თამაში ბოლნისელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. მე-10 წუთზე ?სიონი? გიორგი ხიდეშელმა დააწინაურა და პირველი ტაიმი ამ ანგარიშითვე მორჩა. ვიქტორ კაშჩეის გუნდმა წონასწორობა მეორე ნახევრის სტარტზევე აღადგინა - ქირიამ საჯარიმო დარტყმა გოლად აქცია. შეხვედრის დასრულებამდე 7 წუთით ადრე კი მიხეილ ბობოხიძემ ?სიონს? გამარჯვება მოუტანა.
ოთარ კორღალიძემ გაგრელთა წინააღმდეგ შემდეგი ფეხბურთელები ათამაშა: ჭანტურია, ქემოკლიძე, სვანიძე, ი. ვაშაკიძე, ორბელაძე, სანიკიძე, ალავიძე, ბაჯელიძე, ავალიანი, გ. ხიდეშელი, ბობოხიძე. მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: ბობღიაშვილი, ქურასბედიანი, კუნჭულია, ოქროპირიძე, რუსეიშვილი.
რაც შეეხება კაშჩეის, მან ორი სხვადასხვა შემადგენლობა ათამაშა:
I ტაიმი: თევდორაძე, კუპრეიშვილი, გიგაური, შალიკაშვილი, გაბუნია, ფილია, შარიქაძე, ბერბატი, კარესნიკი, პავლიაშვილი, გაბედავა.
II ტაიმი: ნადირაშვილი, მოსიაშვილი, კალანდაძე, შალიკაშვილი, ვ. კილაძე, ოვონიკოკო, ატერე, მამედოვი (ე. კილაძე), კვანტალიანი, თუხარელი, ქირია.
ცნობილია, რომ ?სიონი? მომდევნო ამხანაგურ მატჩს 16 ივლისს, საგურამოში, თბილისის ?ლოკომოტივთან? ჩაატარებს.
http://www.opentext.org.ge/09/lelo/162/162-4.htm-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სრულიად სერიოზულად: გაგრა ჩემპიონობისთვის იბრძოლებს!
დავით თავართქილაძე
ფეხბურთელი უკრაინიდან საქართველოში ჩამოვიდეს და ისეთ გუნდში მივიდეს, ევროტურნირზე რომ არ თამაშობს და ფინანსურადაც სხვებისგან არ გამოირჩევა... ასეთი გახლავთ ?გაგრას? 28 წლის ნახევარმცველი სერგეი ბერბატი. მაინც რატომ ჩამოვიდა ის საქართველოში? რით მიიზიდა ?გაგრამ?? რა პერსპექტივას ხედავს ჩვენს ქვეყანაში თამაშით? მოკლედ, სერგეის აქეთურ-იქეთურზე ველაპარაკეთ...
- როგორ და რა გზებით აღმოჩნდით ?გაგრაში??
- აგენტმა შემომთავაზა ეს ვარიანტი და ბევრი არ მიფიქრია, საქართველოში ჩამოვედი...
- გასაგებია, მაგრამ რატომ მაინცდამაინც ?გაგრა?? ცოტა არ იყოს, უცნაურია, რომ უკრაინელი ფეხბურთელი საქართველოში ჩამოდის სათამაშოდ და თანაც ისეთ გუნდში, რომელსაც ამ ეტაპზე ძალიან დიდი ამბიცია არ გააჩნია. რატომ დათანხმდით ასეთ გუნდში თამაშზე?
- ?გაგრა? უმაღლესი ლიგის გუნდია და მინდა, ახალი გამოცდილება მივიღო. ეს არის ძირითადი მიზეზი, რის გამოც საქართველოში ჩამოვედი. ჯერჯერობით, ყველაფერი ნორმალურად მიდის, დანარჩენს კი დრო გამოაჩენს.
- რა გითხრეს ?გაგრაში?? რისთვის უნდა იბრძოლოს გუნდმა? ალბათ, იცით, თუ რა გაქანების კოლექტივია ?გაგრა?...
- ჩვენ ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ!
- ამას სერიოზულად ამბობთ?
- ვიცი, რომ წინა სეზონში ?გაგრა? უმაღლესი ლიგიდან გავარდა, მაგრამ მაინც დატოვეს. ისიც კარგად ვიცი, სხვა გუნდებთან როგორი ბალანსი აქვს. მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, ჩემპიონობისთვის ბრძოლის უფლება არ გვაქვს?
- ?გაგრამდე? რომელ გუნდში თამაშობდით?
- არაერთ გუნდში მითამაშია, ბოლოს ?პოლტოვაში? გახლდით. რომელიც უკრაინის მეორე ლიგაში გამოდიოდა.
- საკუთარ თავზე რას იტყოდით, რა არის თქვენი ძლიერი მხარეები?
- ალბათ როგორც უმეტესობას, მეც არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი. ჯობია ეს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თქვას. ცოტაც და საქართველოს ჩემპიონატი დაიწყება და ყველა ყველაფერს ნახავს.
- ?პოლტავა? და ?გაგრა? - რა განსხვავებას თუ მსგავსებას ამჩნევთ ამ გუნდებში?
- ?გაგრას? ჯერ კარგად არ ვიცნობ. თუმცა იმის თქმა ახლავე შემიძლია, რომ ცუდი გუნდი არ არის. ?გაგრაში? უმეტესად ახალგაზრდა ფეხბურთელები თამაშობენ და ვნახოთ, რა გამოგვივა.
- კონტრაქტი უკვე გააფორმეთ?
- არა, ფორმალური მხარე ჯერ ბოლომდე არ მისულა, თუმცა გადაწყვეტილია, რომ ?გაგრაში? ერთი წლით დავრჩები. თუ ყველაფერი კარგად აეწყო, არ არის გამორიცხული, მომავალშიც ?გაგრაში? ვითამაშო.
- მაინც როგორი ყაიდის ნახევარმცველი ხართ? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ საქართველოში გუნდების უმეტესობა ორთაბრძოლების ხარჯზე ცდილობს ფონს გასვლას, რადგან აქაური დონე მეტის საშუალებას არ იძლევა. მზად ხართ, თავი გამოიჩინოთ ასეთ სიტუაციაში?
- ასეთ სტილში თამაში არ მაშინებს. ყველა იმ გუნდში, სადაც მითამაშია, მეტწილად სწორედ ბურთის წართმევა მევალებოდა.
- გარდა სპორტული მხარისა, არის სხვა ფაქტორებიც - საქართველო და უკრაინა სხვადასხვა კულტურის ქვეყნებია. ენობრივი ბარიერიც არსებობს, ?გაგრა? ახალგაზრდული გუნდია და ამ თაობამ რუსული ენა ნაკლებად იცის...
- არის პატარ-პატარა პრობლემები, მაგრამ რამენაირად ყველაფერს შევეწყობი. რაც შეეხება ენობრივ ბარიერს, გუნდის ნახევარზე მეტმა რუსული არ იცის, თუმც არც ეს მაშინებს. ქართულს ვისწავლი, სხვა რა გზაა?!
- გუნდის მწვრთნელი რომ უკრაინელია, ეს კი გაგიადვილებთ საქმეს...
- როგორც უნდა იყოს, სირთულეებისთვის მზად ვარ.
- ?გაგრა? თქვენი პირველი უცხოური კლუბია?
- არ არის პირველი და ესეც მიადვილებს საქმეს, უცხოეთში თამაშს შეჩვეული ვარ, ერთი წელიწადი ბელარუსში გავატარე, ბრესტის ?დინამოს? ფეხბურთელი გახლდით.
http://www.opentext.org.ge/09/lelo/162/162-11.htm