
გაგრამ ჩემპიონი აშკარად დაჩაგრა
ამერის სტადიონზე საქართველოს როვნული ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრა დღეს გაიმართა, რომელიც ჩვენი გუნდისთვის მეორე სულაც არ იყო.
თბილისის დინამოსთან 2 აგვისტოს გასამართი შეხვედრა გადაიდო და მხოლოდ დღეს ჩავერთეთ ჩემპიონატში და ნამდვილად, საოცარი შედეგი ვაჩვენეთ.
საერთოდ, გაგრასა და ვიტ ჯორჯიას შორის შეხვედრები უხვგოლიანობით გამოირჩევა. გასულ სეზონში ეს გუნდები ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ და თუ გაგრამ სტუმრად გორში ერთხელ 0:2 წააგო, ხოლო მეორედ ფრედ 0:0 ითამაშა, შინ 0:4 დათმო და ბევრი იმასაც კი ამბობდა, დიდი ანგარიშით მარცხი კიდევ ერთხელ გარანტირებული გაქვთო, მაგრამ...
მაგრამ თუ ვიტ ჯორჯია და მისი გულშემატკივრები, რომელთა შორის ლამაზი სქესის წარმომადგენლებიც მრავლად არიან და მადლობა გვინდა მათ ვუთხრათ პირადად, ვინაიდან მთელი შეხვედრის მანძილზე გულიანად ქომაგობდნენ თავის გუნდს, ჩვენს დამარცხებას დიდი ანგარიშით აპირებდნენ, ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა...
გაგრას ადვილად ეს შეხვედრა არ მოუგია...
გაგრამ ბრძოლაში მოიგო, კაცურ ბრძოლაში და რაც მთავარია, დამსახურებულად...
რატომ?
იმიტომ, რომ დღეს ჩვენ ჩემპიონზე გაცილებით უკეთ გამოვიყურებოდით და ეს შეეხებოდა ყველა პოზიციას, დაწყებული მეკარიდან დამთავრებული თავდამსხმელით...
გაგრამ ითამაშა ის ფეხბურთი, რომელიც არა მარტო შედეგის მომტანია, არამედ სანახაობრივადაა სიამოვნების მომნიჭებელი. ყველამ საკუთარი თვალით იხილა, რომ დღეს ძლიერები ვიყავით...
ვიტ ჯორჯიელებმა კარგად იციან, რომ ოთხი გოლი შემთხვევით არ გადის და ისიც კარგად იციან, რომ ოთხივე გოლი გიორგი გაბედავამ ულამაზეს სტილში გაიტანა და სახტად დატოვა ვეტერინარები.
გაგრამ მეტოქეს შესთავაზა სწრაფი და შემტევი ფეხბურთი, მეტოქე აჰყვა და აი, სწორედ მაშინ დამარცხდა. ამიტომაც იყო, ვიტ ჯორჯიას მწვრთნელი გამალებული რომ ყვიროდა, სხვა თამაში ითამაშეთო, მაგრამ უკვე გვიანი იყო...
პირველი გოლი მე-12 წუთზე გავიდა, როდესაც შარიქაძის საჯარიმოს შემდეგ, გაბედავამ თავით ბედიაშვილს ულამაზესი გოლი გაუტანა.
მეორე გოლი გაბედავამ უკვე 26-ე წუთზე შეაგდო. მან შორიდან ძლიერად დაარტყა, ბედიაშვილმა გაჭირვებით შეძლო მისი მოგერიება, დამატებაზე ისევ გაბედავამ ივარგა და მეორედ აიღო სტუმართა კარი 2:0.
გადის 12 წუთი და ამ შეხვედრაში მართლაც რომ ულამაზესი გოლი გადის. შარიქაძემ მართლაც რომ ფენომენალური გადაცემა გაუკეთა გაბედავას, რომელმაც მარჯვენა ფრთაზე მახვილი კუთხიდან ცხრიანში გაუტანა ბედიაშვილს 3:0.
მეორე ტაიმი სულ რაღაც ორი წუთის განახლებული იყო, რომ ისევ გაბედავამ დაარტყა, მეკარემ ზედ პავლიაშვილის ფეხებთან მოიგერია ბურთი, მანაც ახლოდან ძლიერად დაარტყა, მაგრამ მეკარემ სასწაულებრივად მოიგერია.
გადის 10 წუთი და უკვე პავლიაშვილს მეორედ მიეცა გოლის გატანის შანსი. მან მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო, მაგრამ ბედიაშვილის კარი ხარიხამ იხსნა.
მეოთხე გოლი კი 87-ე წუთზე გავიდა. პავლიაშვილის გადაცემის შემდეგ, გაბედავა მეკარესთან პირისპირ გავიდა და მეოთხე გოლი გაიტანა. ეს იყო მართლაც შტამბეჭდავი გამარჯვება.
გაგრამ ჩემპიონი დაამარცხა. დაამარცხა ლამაზად, ჩინებულ სტილში და იმედი გვაქვს, რომ 15 აგვისტოს, უკვე ზესტაფონთან გვიჩვენებენ კიდევ ერთხელ ლამაზ ფეხბურთს და ასე გაგრძელდება სულ მიმდინარე სეზონში.
ეს ერთი და სხვა მრავალი...
8 აგვისტო. თბილისი. ამერი. 1000 მაყურებელი
გაგრა – ვიტ ჯორჯია 4:0
გოლები: გაბედავა 12, 26, 38, 87
გაგრა: თევდორაძე, კუპრეიშვილი, გიგაური, შალიკაშვილი, გაბუნია, ხორგუაშვილი, ბერბატი, შარიქაძე (კვანტალიანი 80), რაქვიაშვილი (ელბაქიძე 72), პავლიაშვილი (ჯიშკარიანი 90), გაბედავა
მწვრთნელი: გ.ჩიქოვანი
სათადარიგო: ნადირაშვილი, ტყეშელაშვილი, ტუხარელი, ოვონიკოკო
ვიტ ჯორჯია: ბედიაშვილი, ლომაია, ლიპარტია (ჯანელიძე 55), რაზმაძე, ბერიაშვილი (კვარაცხელია 55), კახელიშვილი (როსტიაშვილი 76), ხურცილავა, კლიმიაშვილი, დათუნაიშვილი, ბეჭვაია, კვახაძე
მწვრთნელი: ნ.მუმლაძე
სათადარიგო: მიქაბერიძე, მგელაძე, ყველაშვილი, მაისაშვილი
მსაჯი: გ.კიკაჩეიშვილი
გათამაშების ცხრილი
1 ოლიმპი 2 2 0 0 4 2 6
2 სპარტაკი 2 2 0 0 5 1 6
3 ზესტაფონი 2 1 1 0 2 0 4
4 ვიტ ჯორჯია 2 1 0 1 2 5 3
5 გაგრა 1 1 0 0 4 0 3
6 ლოკომოტივი 2 0 1 1 1 2 1
7 სამტრედია 2 0 0 2 1 4 0
8 დინამო 0 0 0 0 0 0 0
9 სიონი 1 0 0 1 1 4 0
10 ბაია 2 0 0 2 1 3 0
საღოლ ძმაო გაბედავას, პირველი პოკერი მიმდინარე ჩემპიონატში გაგრას(და არამარტო) ყველაზე იმედისმომცემმა ნახევარმცველმა გიორგი გაბედავამ შეასრულა. შარიქაძესაც კარგად უთამაშია

ვულოცავ!
ისე წლევანდელი ჩემპიონატი ყველაზე გამორჩეული უნდა იყოს, ვინ ვის მოუგებს და ვინ ვის რას დასტყუებს არავინ არ იცის

პ.ს. არ შეიძლება ახალი თემა გაიხსნას სადაც განვლილი ტურის ნაკრებს შევადგენთ?
This post has been edited by RuStAvIeN on 9 Aug 2009, 02:13