აფხაზავა ჩემი ჯილაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
* * *
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურში, ახალგაზრდულმა გუნდმა გაგრამ სენსაცია მოახდინა. მათ საკუთარ მინდორზე ქვეყნის ჩემპიონი ვიტ ჯორჯია 4:0 დაამარცხა და სერიზოული განაცხადი გააკეთა მიმდინარე სეზონსი საპრიზო ადგილის დასაკავებლად.
რამდენად გამოუვათ ეს ახალბედა ფეხბურთელებს დრო გვიჩვენებს, მაგრამ ვეტერინარებთან შეხვედრაში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა ლევან შარიქაძე იყო, რომელმაც ორი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
__ სახელი, გვარი, მამის სახელი
_ ლევან როლანდის ძე შარიქაძე.
__ დაბადების თარიღი.
_ 1989 წლის 16 ივლისი.
__ დაბადების ადგილი
_ ქ. თბილისი.
__ საცხოვრებელი ადგილი.
_ დიღმის მასივი.
__ ოჯახური მდგომარეობა.
_ მყავს მეუღლე.
__ როგორ მოხვდით ფეხბურთის სამყაროში?
_ პატარაობიდანვე მიყვარდა ფეხბურთის თამაში და 6 წლის ასაკში, საფეხბურთო სკოლა ავაზაში მივედი და დავიწყე ვარჯიში.
__ პირველი ოფიციალური შეხვედრა თუ გახსოვთ?
_ ვერ ვიხსენებ.
__ თქვენი პირველი გამარჯვება თუ გახსენდებათ?
_ უმაღლეს ლიგაში პირველი გამარჯვება ქვეყნის მასინდელ ჩემპიონ, თბილისის დინამოსთან მოვიპოვეთ. გაგრას შემადგენლობაში ვთამაშობდი და მაშინ, ნამდვილად სერიოზული გამარჯვება მოვიპოვეთ. წელსაც, პირველი შეხვედრა ქვეყნის ჩემპიონთან გვქონდა და ისევ მოვიგეთ. ამჯერად, თბილისის ვიტ ჯორჯია 4:0 დავამარცხეთ.
__ რამდენი გოლი გაქვთ გატანილი?
_ ძალიან ბევრი.
__ პირველი ხელფასი რამდენი აიღეთ?
_ 50 ლარი.
__ რაში დახარჯეთ?
_ მეგობრებთან ერთად გავერთე.
__ მინდვრიდან თუ გაუძევებიხართ?
_ არასდროს.
__ უხეში ხართ?
_ არა. ყვითელ ბარათსაც საკმაოდ იშვიათად ვღებულობ.
__ რამდენ წლამდე აპირებთ ფეხბურთში დარჩენას?
_ სანამდეც შემეძლება თამაში.
__ რა არის თქვენი ოცნება?
_ ევროპის რომელიმე ძლიერ გუნდში თამაში.
__ მგონი, ამის შანსი გქონდატ კიდევაც...
_ ნამდვილად მქონდა, მაგრამ მიმაცნია, რომ ჯერ საჭიროა გაგრასთან ერთად მივაღწიო წარმატება, ქართულ ფეხბურთსი ვთქვა ჩემი სიტყვა და მერე ვნახოთ.
__ თქვენი წარმატებული ნაბიჯი ცხოვრებაში.
_ ფეხბურთზე შესვლა.
__ ხომ არ ნანობთ, რომ ფეხბურთელი გამოხვედით?
_ არანაირად.
__ ყველაზე ბედნიერი წუთი?
_ როდესაც საქართველოს 17-წლაქმდელთა ნაკრებში მიმიწვიეს.
__ რა იყო იყო წარუმატებელი ნაბიჯი?
_ 20 წლის ვარ უკვე და ეროვნულ ნაკრებში ვერ ვთამაშობ. ეს მიმაცნია, ჩემს შეცდომად და მიმაჩნია, რომ შანსი კიდევ მომეცემა.
__ თქვენი წონა.
_ 60 კგ.
__ წონის პრობლემა არასოდეს გქონიათ?
_ ხშირად ამ შეკითხვას იმ ფეხბურთელებს უსვამენ, რომელთაც ზედმეტი წონა აქვთ. მე კი პირიქით ვარ. ვრ ვიმატებ და ამ მხრივ მაქვს პრობლემა.
__ დიეტას იცავთ?
_ არა, რას ამბობთ (იცინის). დიეტა კი არა, იქნებ როგორმე წონაში მოვიმატო და ფიზიკურად გავძლიერდე.
__ თქვენი სიმაღლე.
_ 1,75 სმ.
__ რომელიმე პარტიის წევრი ხომ არ ხართ?
_ არა.
__ თურმე დალევა გყვარებიათ?
_ არა, რას ამბობთ.
__ საყვარელი სადღეგრძელო.
_ საქართველოს სადღეგრძელო.
__ გითამადიათ?
_ არასოდეს.
__ უგონოდ თუ დამთვრალხართ?
_ არასოდეს.
__ ჭამა თუ გიყვართ?
_ ძალიან.
__ საყვარელი კერძი?
_ მწვადი და ხინკალი.
__ ბაყაყის, გველის ან ძაღლის ხორცი ხომ არ გიჭამიათ?
_ არა, რას ამბობთ!
__ თავად თუ იცით კერძების გაკეთება?
_ ვცდილობ.
__ რომელიმე ინსტრუმენტზე თუ უკრავთ?
_ არა.
__ სიგარეტს არ ეწევით?
_ აუფფ... არა, რა სიგარეტი.
__ ჰაშიში?
_ არააა...
__ საყვარელი სიმღერა?
_ ბევრი საყვარელი სიმღერა მაქვს და ვერ გამოვარჩევ.
__ თავისუფალ დროს რას აკეთებთ?
_ ფეხბურთელს თავისუფალი დრო ძალიან ცოტა აქვს და რაც აქვს, ურჩვენია დაისვენოს. მაგრამ ვცდილობ თავისუფალი დრო მეურლესთან და მეგობრებთან ერთად გავატარო.
__ თანამედროვე ქართველი ფეხბურთელებიდან ვინ მოგწონთ?
_ ლევან კობიაშვილი და ლევან ყენია.
__ უცხოელი?
_ კრიშტიანუ რონალდუ.
__ ვეტერანი ქართველი?
_ დავით ყიფინაი.
__ პელე თუ მარადონა?
_ მარადონა.
__ კერპი თუ გყავთ?
_ არა.
__ ყველაზე დიდი მოულოდნელობა.
_ ვთქვა? კი ბატონო... ჩემი მეუღლე ფეხმძიმედ არის და ჩემთვის ყველაზე დიდი მოულოდნელობა მაშინ იყო, როდესაც მითხრეს რომ ბიჭი მეყოლება.
__ სად ისურვედით ცხოვრებას?
_ ინგლისში.
__ სამუდამოდ?
_ არა.
__ სამაგალითო ერი რომელია?
_ ქართველი.
__ თქვენი საყვარელი მსახიობი.
_ გივი სიხარულიძე.
__ უცხოელი?
_ ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი.
__ საუკეთესო მეგობარი
_ ბევრი მეგობარი მყავს და ვერ გამოვარჩევ.
__ რომელი ქვეყანა მოგწონთ?
_ ინგლისი.
__ რომელი ქართული გვარი მოგწონთ?
_ შარიქაძე.
__ თქვენი გვარის ისტორია თუ იცით?
_ არ ვიცი.
__ თუ იყო ოჯახში ისეთი ადამიანი, რომელსაც არ სურდა ფეხბურთელი გამოსულიყავით?
_ არავინ არ შემწინააღმდეგებია, როდესაც პატარამ განვაცხადე რომ ფეხბურთი ძალიან მომწონდა და ვარჯიშის დაწყება მსურდა.
__ ახლა საშუალება რომ გქონდეთ, სად დაისვენებდით?
_ მთაში.
__ ქალი როგორი უნდა იყოს?
_ ქალური...
__ რა ფერის თვალები მოგწონთ ქალში?
_ თაფლისფერი.
__ მაღალი ქალები თუ მოგწონთ?
_ მომწონს.
__ ყველაზე მეტად რომელი ქვეყნის ქალები მოგწონთ?
_ იტალიელები და ქართველები.
__ ავანგარდული სტილით ჩაცმული მანდილოსანი თუ მოგწონთ?
_ არა.
__ ქალი საჭესთან მოგწონთ?
_ მოწმონს.
__ ამბობენ ქალები სახიფათო მძღოლები არიანო...
_ არ ვეთანხმები.
__ რომელ სპორტულ ფირმას ანიჭებთ უპირატესობას?
_ ნაიკს.
__ ემოციური თუ ხართ?
_ ვარ და თანაც საკმაოდ.
__ კამათი გიყვართ?
_ არა.
__ როდესაც თქვენი თამაში არ მოსწონს მაყურებელს, რა გრძნობა გეუფლებოდათ?
_ ვცდილობ დაშვებული შეცდომები გამოვასწორო.
__ შიში თუ გაქვთ?
_ არა.
__ სიკვდილის არ გეშინიათ?
_ რა თქმა უნდა.
__ თემა, რომელზე საუბარიც არ გწყინდებათ...
_ ფეხბურთი.
__ ეკლესიაში თუ დადიხართ?
_ იშვიათად.
__ მოძღვარი გყავთ?
_ არა.
__ აღსარება გითქვამთ?
_ მითქვამს.
__ პოეზია თუ მოგწონთ?
_ მომწონს.
__ სიტყვა, რომელსაც ხშირად ხმარობთ.
_ არ მახსენდება.
__ მეტსახელი გაქვთ?
_ მაქვს, ოღონდ არ დამცინოთ _ შარიქა და ყურშა (იცინის).
__ ცხოვრება რომ ხელახლა დაიწყოთ, რაიმეს თუ შეცვლიდით?
_ არაფერს.
__ გასული საუკუნის ადამიანი.
_ ილია ჭავჭავაძე.
__ დღევანდელი პოლიტიკოსებიდან ვინ მოგწონთ?
_ არავინ.
__ მიტინგებზე დადიხართ?
_ არა.
__ ისტორიული პიროვნებებიდან ვის გამოყოფდით?
_ დავით არმაშენებელს.
__ აზარტული თუ ხართ?
_ ვარ.
__ ტოტალიზატორი, კაზინო...
_ არ ვეკარები.
__ იღბლიანი ხართ?
_ დიახ.
__ საჩუქრების გაკეთება თუ გიყვართ?
_ ძალიან მიყვარს.
__ მოედანზე გასვლისას რაიმე ჩვევა გაქვთ?
_ დიახ, პირკვარს ვიწერ.
__ სპორტის სხვა სახეობები თუ მოგწონთ?
_ ჩოგბურთი.
__ ძილი თუ გიყვართ?
_ არა.
__ საყვარელი ციფრი
_ 11.
__ არასასიამოვნო დანაკარგი
_ ბებიის გარდაცვალება.
__ საკუთარი თავი დაახასიათეთ.
_ საკუთარ თავს ვერ დავახასიათებ.
__ მოგვიყევით ანეკდოტი.
_ არ ვიცი.
__ გალიაში ლომთან შეხვიდოდით თუ დათვთან და რომელთან გექნებათ გადარჩენის შანსი?
_ არც ერთთან, მაგრამ მე რომ დამინახავდნენ, შეიძლება აღარაფერი მოემოქმედათ და ეთქვათ, მოიმატე წონაში და მერე მოდიო (იცინის). ხუმრობა იქით იყოს და დათვთან და ლომთან მოხვედრას ნამდვილად არ ვისურვებდი და არც სხვას ვუსურვებდი.
__ რა უპირატესობა აქვს კაცს ქალთან შედარებით?
_ ის მამაკაცია...
__ სექსია მთავარი თუ სიყვარული?
_ სიყვარული.
__ სად არის ჯუნგლები?
_ აფრიკაში. ხომ არ გადაიტანეს? (იცინის)
__ იქ რომ მოხვდეთ, შეგეშინდებათ?
_ ალბათ, მაგრამ არ მოვხვდები...
__ მატარებლის კუპეში ზიხართ და ამ დროს შემოვიდა მამაკაცი ქალის კაბაში გამოწყობილი. ვინ უნდა იყოს?
_ არაკაცი, სხვა ვინ უნდა იყოს.
__ რას იზამთ? დარჩებით კუპეში თუ გახვალთ?
_ მე რატომ გავალ? იმას გავუშვებ
__ კორიდაზე ხარს შეებრძოლებოდით?
_ არა, რას გადამეკიდეთ, ხარიო, ლომი და დათვიო...
__ როგორ ფიქრობთ, ხარს რა აღიზიანებს წითელი ნაჭერი თუ მატადორი?
_ ორივე.