ლიმიტს კი არ გადავაჭარბეთ, პორტუგალიამ და ფინეთმა იმაზე იჩივლეს, რომ ნატურალიზაციის წესი მასობრივად ირღვევაო
ფორმალურად, უეფას წესებში სულ ეგრე იყო, რომ ნატურალიზებულ მოთამაშეს, იგივე ბრაზილიელს, რაღაც ნათესაური კავშირი უნდა ჰქონოდა იქ ქვეყნასთან, რომლის პასპორტსაც იღებდა, საქართველოსთან (იგივე სომხეთთან, აზერბაიჯანთან)
ისე ნატურალიზაცია არ შეიძლებოდა, მაგრამ ეს წესი მუდმივად ირღვეოდა აქამდე და ეხლა უეფამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღოო
საქართველომ ამ შესარჩევში ათამაშა 8 ბრაზილიელი, მათ შორის ისეთებიც ვისაც საქართველოს ეროვნულ ლიგაშიც არ უთამაშიაო, და იასნია საქართველოსთან არანაირი კავშირი აქამდე არ ჰქონდათო და სომხეთმა 7 ბრაზილიელიო
მარა ეგ ვერ გავიგე ჩვენზე რატო აუდგათ მაინც და მაინც და თან ახლა? როცა გასვლის შანსი გაგვიჩნდა?
როცა უეფაში განაცხადი და ფუტზალის ფესბურთელების სია წარადგინა საქართველომ, მაშინ რატო არ დაგვბლოკეს?
რეალურად, უეფამ ფუტზალში მასობრივი ნატურალიზაციის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა და დაიწყო ჩვენით და სომხეთით

რავი აზერბაიჯანი რო ოთხეულში შევიდა 2010 წლის ევროპაზე, მგონი 14-დან სულ ორი აზერი ჰყავდათ ...მაშინ არავის მოუკითხია ეგ ამბავი
ჩვენ რო გვქონდა დებიუტი ევროპაზე 2022 ში და ჯგუფიდნა გავედით, 14-დან 6 ნატურალიზებული გვყავდა
რეალურად ქვოტა არ არსებობს, არსად ეგ არ წერია, უბრალოდ უეფამ დაიწყო ფუტზალის გაწმენდაო,
ნატურალიზაციით და განსაკუთრებით, ბრაზილიელთა ხარჯზე გაძლიერებულების დასჯაო
თუმცა, სომხებს რუსებიც ჰყოლიათ ნატურალიზებულები...
აქ როგორც წერია ბოლო წვეთი იყო
https://www.relevo.com/futbol-sala/uefa-san...6210615-nt.htmlსაქართველოს პასპორტის მიცემა "გაზპრომ-იუგრაში" კუპატაძის თანაგუნდელის ბრაზილიელი ჩიმბასთვისო
This post has been edited by guriaaa on 21 Oct 2023, 03:51