შვეიცარიამ იჯიგრა და მხოლოდ 7:5 მოუგო ესტონეთს

არადა თამაშის დასრულებამდე 2 წუთით ადრე 7:3 იყო და შვეიცარიას ერთადერთი, რაც ევალებოდა, ანგარიშის წყნარად შენარჩუნება იყო. თუმცა, ბოლო ორ წუთში ჯერ პენალტი აიკიდა, მერე კაცი გაუძევეს, ათმეტრიანიც მიარჭვეს და 7:5-ს დასჯერდნენ.
22:15 საათზე საქართველო-ლიტვაა.
ლიტვას შანსი აღარ აქვს. აქედან გამომდინარე, იმედია გვიჯიგრებს და ბევრ გოლს გაუშვებს

პრინციპში, არც გვინდა მაინცდამაინც დიდი ანგარიშით მოგება. ბოლო ტურის წინ 1 ბურთით ვჯობდით შვეიცარიას, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს ორბურთიანი სხვაობით მოგება აუცილებლად გაგვიყვანს ჯგუფიდან. ის კი არადა, მინიმალური სხვაობით მოგებამაც შეიძლება გვიშველოს, თუ გოლუხვი მატჩი იქნება.
ლაივი იქნება აქ:
http://www.futbolo.tv/