http://jako.fm/8691ფუტსალის ნაკრებს ასათიანს უბრუნებენ, ჩემპიონატს – აკა ქავთარაძეს
მოკლედ, ყოველგვარი გადამეტების გარეშე, ვთვლი და ამაში დამეთანხმებიან ფუტსალში მოღვაწე პირებიც და ფეხბურთელებიც, რომ ამ სფეროში, ფუტსალში, დღეს მე ერთადერთი ყველაზე გარკვეული ჟურნალისტი ვარ, შესაბამისად, ვაძლევ თავს უფლებას, რომ, ჩემო მეგობრებო, მცირედი რეკომენდაციები მოგაწოდოთ: 1. თქვენ კვირას ჩაატარეთ აღმასკომი და განაცხადეთ, რომ ფუტსალს მიეცით ვადა, რომ პირველ დეკემბრამდე წარმოადგინოს ჩემპიონატის და თქვენთან თანამშრომლობის პროექტი, ამის შესახებ, ფუტსალის ასოციაციას მხოლოდ გუშინ აცნობეთ, რაც უკვე არის შეცდომა, ამ პროექტის წარმოსადგენად ერთი კვირაც მცირეა, არათუ სამი დღე.
2. ფუტსალის ასოციაცია ვერ დაწერს წერილს და ვერ გადმოგცემთ თქვენ პირად სარგებლობაში, კონკრეტულად აკა ქავთარაძეს და ავთუკა ასათიანს ვერ გადასცემს.
3. თუ ეს ასოციაცია ვერ ატარებს ჩემპიონატს, იქნებ გამახსენოთ ახლო წარსულში, ვინ გაზარდა ეროვნული ჩემპიონატის გუნდების რაოდენობა და პირველივე წელს როგორ ჩაიშალა გაზრდიდან;
4. თუკი ეს ასოციაცია ვერ ატარებს, მაშინ აკა ქავთარაძე როგორ ჩაატარებს ეროვნულ ჩემპიონატს და ფინანსებს საიდან მოიძიებს, ეგ გამარკვიეთ, ან რატომ ეჩქარება ასე ძალიან ქვთარაძეს ფუტსალის ხელში ჩაგდება?
5. რატომ გგონიათ, რომ ავთუკა ასათიანი ვინმემ დაჩაგრა და ნაკრებში მუშაობა არ აცადა? რომელიმეს გიყურებიათ ავთუკას ნაკრების სტილი და თუნდაც ახლანდელი ნაკრების სტილი? ავთუკას დროს იყო ხელმძღვანელობა ქმედითუნარიანი?
6. ავთუკას ნაკრებში მუშაობის გაგრძელება სურდა რევაზ არველაძესაც. მან ჩუმად მოაწერინა ხელი სიჭინავას კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე და როდესაც ეს კონტრაქტი უნდა გაგზავნილიყო სპორტის სამინისტროშ ლევან ყიფიანთან, აი მაშინ აღმოაჩინეს და ძალაში ვეღარ შევიდა, ეს ინფორმაციისთვის!
7. ფუტსალის ასოციაციას ვერ გააუქმებთ, რადგან ის უფრო ადრე გახდა უეფას წევრი, ვიდრე თავად ფეხბურთის ფედერაციას და ამისთვის კახა დევდარიანს ღვაწლს ვერ დავუკარგავთ, მადლობა მას!
8. ასოციაცის აქედან გამომდინარე, ვერ გადააკეთებთ კომიტეტად. ვერ გადაიქცევა ის კონკრეტული პიროვნებების კანტორად!
ვფიქრობ, რომ ამ სფეროს საკითხებში ბევრ თქვენგანზე უკეთსად ვერკვევი, წინასწარ ნუ დაღუპავთ ამ სფეროს, ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს!. დაფიქრდით!