კაროჩე გუშინ კიდევ ერთხელ ვუყურე თამაშს ესტონეთთან.
ჰაზრები კიდე უფრო დამიკონკრეტდა ამ თამაშთან დაკავშირებით.
1. რაღაც სახიფათო მაშინ იქმნებოდა, როცა მოკლე პასებით, სწრაფ (ერთშეხება) ფეხბურთს თამაშობდნენ და ეს მგონი სულ 2-3 ჯერ გამოუვიდათ. ისევ ეს ზოგადი ზურგიდან წინ ნავესები, იმის იმედით რომ მეტოქეს რამე შეეშლება - უკვე მეოცე საუკუნის რიჟა ბაზარია. აღარ ეშლებათ არც ესტონეთს, არც ფარერებს, არც ლუქსემბურგს, და არც მალტა-სან-მარინო-ლიხტენშტეინს. იგერიებენ ეგეთებს - და რო მოუმრავლდათ ასეთ ნაკრებებს ფრეები (და ხანდახან მოგებებიც) ბევრ ტუპიაკ გუნდთან (ბელგია-ავსტრია-ნორვეგია-ფინეთი-ბელარუსი), რომელიც იგივე დაჟინებული ხერხით ცდილობს მათთან ფონს გასვლას - ამის ბრალია ზუსტად.
2. ეს მცველების ზურგიდან წინ ნავესებით თამაში უნდა მოუშალოს ქეცბამ ნაკრებს - იმიტომ იყო სრულიად გამოუსადეგარი წინ დვალიშვილი (მაკაბიში რომ გოლები გააქვს, კაკ-რაზ ამის საწინააღმდეგო სამატაო-ისრაელურ ფეხბურთს თამაშობენ, სადაც ეს ბოლო ბურთს უხვედრებს ფეხს), მარცვალაძეც (ეს საერთოდ რა ფორმაში იყო და რომელ ფეხზე იყო ამდგარი ღმერთმა იცის), იაშვილიც (მისი სიმაღლის კაცს, კიდე ნავესების მოგებაზე ხტომიალი თუ უნდა კიდე - მალადეც იაშკა) . ეს ზურგიდან გრძელი ჩაწოდებები კიდევ არ იკლებდა.
3. ესაა სწორედ ის დაცვითი ფეხბურთი, რითაც კონტრშეტევაზე უნდა ითამაშო ძლიერ გუნდთან, და არა დაცვაში მჭიდროდ ჩამჯდარ ესტონეთთან.
4. ფეხბურთელების პოზიციები კიდევ გასარკვევია - სუსტი იყო საყრდენად ხიზანა (ეგ ჯობს დაცვაში მოტეხონ ისევ და მაგ ადგილას ასათიანი მოსინჯონ), მარჯვენა ნახევარმცველად მარცვალაძე, კრაის-მონაცვლე კაცად იაშვილი, და ზოგადად კობიაშვილი. დვალიშვილზე აღარაფერს ვიტყვი - ზემოთ ვთქვი რატომაც და ასეთი ფეხბურთის თამაშს თუ აპირებს საქართველო, შეუძლია აღარც გამოიძახოს საერთოდ - ამ ფეხბურთით მისი ფასი ნოლია და დააწინაურონ მაშინ ახალგაზრდებიდან "ანჟის" ბარაბაძე, რომელიც თუ არ ვცდები 88-იანია (ანუ აღარც მოუწევს მალე ახალგაზრდულში თამაში), რუსეთის უმაღლეს ლიგაში კიდე უფრო გაიწაფება თავით თამაშში - და ეგეთი გრძელი ჩაწოდებების მომგებიცაა, თავით კარში გადამგზავნი და პარტნიორისთვის ბურთის იქვე, დასარტყმელად დამგდებიც.
5. ანანიძე უკვე ძირითადისთვისაა გამზადებული და იმედია სექტემბერში ასეც იქნება.
6. ყენია - ამ ბიჭის ტრავმიანობამ ტვინი მოხნა უკვე.
7. მეკარე (ლოკომოტივის მეკარეზე ყვებიან ქართული მასშატაბის ლეგენდებს და იქნებ რა ხდება)
ვსიო. მორჩა კინო!