ადიდასმა შემოგვთავაზა...
ჩვენს ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტული ეკიპირების მწარმოებელ კომპანია ?იაკოს? შორის მოქმედი კონტრაქტის ვადა მიმდინარე წლის 31 ივნისს იწურება. შესაბამისად, 3 მარტს ჩვენი ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებები სწორედ ?იაკოს? ფორმებით ეთამაშებიან ესტონელებს. თუმცა ფედერაცია ტექნიკურ სპონსორთან დაკავშირებით მუშაობას აგრძელებს.
როგორც ირკვევა, დიდმა ბრენდმა ?ადიდასმა? ჩვენს ფედერაციას პარტნიორობა კონკრეტული წინადადებით შესთავაზა. თუმცა, როგორც ირკვევა, ?ადიდასზე? უკეთესი პირობები ?იაკოსთან? მოქმედი კონტრაქტით გვაქვს.
?ადიდასთან? შუამავლობა უეფამ გაგვიწია. ამ ბრენდმა მხოლოდ ორი, ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების შემოსვა შემოგვთავაზა. მათი პირობა ასეთია - ერთი წლის განმავლობაში, 250 ათასი ევროს ღირებულების ფორმები უნდა შევიძინოთ და კომპანია ამდენივე ღირებულების პროდუქციას უფასოდ გვჩუქნის. რაც შეეხება ?იაკოს? პირობებს - წელიწადში 152 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქციის შეძენის შემთხვევაში, ამდენივე საფასურის პროდუქციას გვჩუქნის ფირმა. ?იაკოს? პირობებში ფასდაკლება ფაქტობრივად 65%-ია. ?ადიდასის? პირობებით, 500 ათასი ევროს სანაცვლოდ, 100 კომპლექტი გვრჩება, ?იაკოსთან? კი 480 კომპლექტი. როგორც ხედავთ, ?იაკოსთან? ბევრად უკეთესი პირობები გვაქვს, მაგრამ როგორც ?ადიდასთან?, ასევე, ამავე პროფილის სხვა ფირმებთან მოლაპარაკებებს ვაგრძელებთ?, - განმარტა ფეხდერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ.
როგორც ირკვევა, ?ადიდასის? გარდა, ფედერაცია ასევე გერმანულ ?პუმასა? და ?სალერთან?, დანიურ ?ჰუმელსა? და ესპანურ ?ხომასთან? წარმართავს მოლაპარაკებებს. ჩვენი ფედერაციის ხელმძღვანელები, 7 თებერვლის წილისყრის შემდეგ ამ კომპანიების წარმომადგენლებს ისევ შეხვდებიან. იმასაც შეგახსენებთ, რომ 7 თებერვლის წილისყრის შემდეგ, ევროპული ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციებს ჯგუფის სათამაშო კალენდრის შესათანხმებლად და შესარჩევ ციკლში ტექნიკური სპონსორის გასარკვევად, უეფა 30-დღიან ვადას იძლევა.
http://www.opentext.org.ge/10/lelo/028/028-6.htm-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3 ათასი ევრო, ფოტო და ინებეთ რუსული პასპორტი ორ საათში
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი რევაზ არველაძე გუშინ მინსკიდან დაბრუნდნენ. ისინი უეფას კონგრესში მონაწილეობდნენ. იქაური შეხვედრებისას ქართული დელეგაცია არაერთ საინტერესო საკითხს შეეხო და კომპეტენტურ ხალხთან ერთად იმსჯელა. მინსკიდან დაბრუნებული ზვიად სიჭინავა გუშინ პრესის წარმომადგენლებს შეხვდა. ახლა სწორედ ამ შეხვედრის დეტალებზე უნდა მოგითხროთ:
?საქმე ისაა, რომ უეფა კონგრესებს ცალ-ცალკე ატარებს ეგრეთ წოდებულ კოალიციებთან, - დაიწყო სიჭინავამ, - ამ კოალიციებს, ჯგუფებს კი რეგიონული პრინციპით არჩევს. მინსკის შეხვედრაზე ჩვენს გარდა, ალბანეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, მოლდოვას, უკრაინის, ყაზახეთის და ბელარუსის ფედერაციის ხელმძღვანელები იყვნენ. ალბანეთი აქამდე ამ კოალიციაში არ შედიოდა, მაგრამ არაერთ საინტერესო საკითხს შევეხეთ და ამ თემების 70% სწორედ ის იყო, რაც ჩვენთვის პრობლემურია. აღსანიშნავია ისიც, რომ მინსკის შეხვედრაზე, ჩვენ გარდა, სხვა ქვეყნების ფედერაციათა ხელმძღვანელებმაც მკაცრი პროტესტი გამოთქვეს რუსეთის მიერ მათი ქვეყნების ფეხბურთში განხორციელებული აგრესიის ფაქტებზე?.
სიჭინავა ყბადაღებულ პასპორტების თემას გულისხმობდა. როგორც იცით, რუსეთის პრემიერლიგაში მოასპარეზე ქართველი ფეხბურთელების უმრავლესობას კლუბებმა რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭეს, რათა ლეგიონერებად არ ჩაითვალონ:
?აღმოჩნდა, რომ ეს საკითხი ჩვენსავით მწვავედ აწუხებს ბელარუსს, უკრაინას, მოლდოვასა და სხვა ქვეყნებს. ბელარუსის ფედერაციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა უეფას წარმომადგენელს ხუმრობით უთხრა - თუ თქვენ თან გაქვთ 3 ათასი ევრო და თქვენი ფოტოსურათი, შემიძლია 2 საათში რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტი მოგიტანოთო. გადაირია უეფას წარმომადგენელი. ჩემმა ბელარუსმა და მოლდოველმა კოლეგებმა ერთი საგულისხმო ფრაზაც უთხრეს უეფას ჩინოსნებს - თუ რუსეთს ჩვენი ფეხბურთის დანგრევა სწადია, პირდაპირ თქვასო. ეს საკითხები ჩაინიშნა და დაგვპირდა, რუსეთის საფეხბურთო კავშირის ახალ ხელმძღვანელს რომ აირჩევენ (იმ მომენტისთვის ვიტალი მუტკოს მემკვიდრე ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი. გუშინ მისი პოსტი სერგეი ფურსენკომ დაიკავა - ავტ), შევხვდებით და ამ საკითხზე სათანადო რეაქცია გვექნებაო. ხშირია შემთხვევა, როცა ჩვენს ჭაბუკ ფეხბურთელს ისეთ კაბალურ კონტრაქტებზე აწერინებენ ხელს, ამით მის პიროვნულ უფლებებს არღვევენ. მაგალითად, ჯანო ანანიძეს ინტერვიუების მიცემა აუკრძალეს. ეს მის უფლებებს ლახავს. უეფას ჩინოსნებს ჩემი ინიციატივა გავაცანი - ახალგაზრდა ფეხბურთელების პიროვნული უფლებები დაცული რომ იყოს, 21-წლამდელი ასაკის მოთამაშეებთან კონტრაქტის გაფორმებისას, აუცილებელია ფიფასა და უეფას ნორმები დაცული იყოს. უეფას ხელმძღვანელებმა ეს იდეა მოიწონეს. უეფას წარმომადგენელს ვკითხე - 25 დეკემბერს და მომდევნო დღეებში სად იყავით-მეთქი. ვისვენებდიო, - მიპასუხა. მაშინ ამიხსენით, რატომ უნდა ევარჯიშა ?ლოკომოტივის? ბაზაზე ჩვენს ფეხბურთელ დავით მუჯირს, როცა მისი თანაკლუბელები ამ დროს ისვენებდნენ-მეთქი... უეფას მუჯირის საკითხში დახმარება ვთხოვეთ. მათ გვითხრეს - როგორც ჩანს, ეს ხელოვნურად შექმნილი, თითიდან გამოწოვილი პრობლემაა და ფიფას საქმის კურსში ჩავაყენებთო?.
სიჭინავამ უეფას ხელმძღვანელებს ახალი პროგრამის შექმნის ინიციატივითაც მიმართა. პროგრამა ?ბურთის? ფარგლებში უეფა დაეხმარება სხვადასხვა ქვეყნის ფედერაციას ბურთების შეძენაში. ?ადიდასის? ბურთი 110 ევრო ღირს. უეფამ ერთჯერადად გაუწოდა ხელი აზერბაიჯანს და გრანტის სახით ეს ბურთები თითო 56 დოლარად შეაძენინა:
?ფასებში აშკარა სხვაობაა. გარდა ამისა, როცა ჩვენ ვყიდულობთ ბურთებს და შემოგვაქვს, მაშინ ეს ოფიციალურად იბეგრება, გრანტი კი დაბეგვრას არ ექვემდებარება. მინსკში უკრაინის ფედერაციის ხელმძღვანელმა თქვა, თუ ეს პროგრამა ამოქმედდება, მაშინ ჩვენ 1 მილიონ ბურთს შევიძენთო. როგორც აღმოჩნდა, ეს პრობლემა ჩვენ გარდა, სხვებსაც აწუხებს. უეფას პროგრამების ხელმძღვანელმა თეოდორის თეოდორიდისმა გვითხრა - ამ პროგრამის შექმნა პრობლემა არაა, მაგრამ ჯერ პროექტი უნდა შევადგინოთ, რომელიც ევროპის 20-მდე ქვეყანას შეეხებაო?.
ასევე დიდი რეზონანსი გამოიწვია ნაკრებთა ტრანსპორტირების დაფინანსების საკითხმა. მაგალითისთვის, ჩვენი ნაკრები ირლანდიაში გაემგზავრება თუ ბულგარეთში, უეფა ამაში ერთ სტანდარტულ თანხას იხდის:
?ყველამ მოვითხოვეთ ამ თანხის მცირედით გაზრდა. იყო მოსაზრება, რომ კილომეტრაჟის მიხედვით განსაზღვრულიყო ეს თანხა. თუმცა ალბანეთის წარმომადგენელმა თქვა - ყაზახეთში ჩაფრენა და იქ ცხოვრება უფრო იაფი მიჯდება, ვიდრე მილანშიო. ამასთან, ევროპის სხვა ქვეყნებს სხვადასხვა მოთხოვნა აქვთ და მასპინძელი მხარე ვალდებულია შეასრულოს. უკრაინელებმა თქვეს, გერმანიის ნაკრების ამხანაგური მატჩისთვის, სტუმართა მისაღებად კიევში 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო შევარჩიეთ. გერმანელებმა 5-ვარსკვლავიანი გვინდა, თანაც დელეგაცია გაიზარდა 5 ხელმძღვანელი პირი დაგვემატა და ამდენივე ფეხბურთელი მოგვყავს გასასინჯადო. მასპინძელი მხარე ვალდებულია ხარჯი გაზარდოს. თეოდორიდისმა ეს საკითხიც ჩაინიშნა და თქვა, ამაზეც ვიმსჯელებთო?.
დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა ტელერეპორტაჟების გაყიდვის საკითხს. მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების მატჩების რეპორტაჟებზე ექსკლუზიური უფლება ?ინფრონტის? ხელშია. ფედერაციამ ამ კომპანიის ვალი - 750 ათასი ევრო, სრულად გაისტუმრა. შემდეგ სიჭინავა აგრძელებს:
?მინსკში აშკარად გამოჩნდა, რომ ?ინფრონტთან? ყველაზე ცუდი კონტრაქტი (რომელიც 2014 წლამდეა - ავტ) ჩვენ გვაქვს. ამ ხელშეკრულებით მხოლოდ 2 ქვეყნის, გერმანიისა და ინგლისის მეტოქეობაზე გვეწერება ბონუსი, მაშინ, როცა სხვა ქვეყნებს 8-9 ნაკრები მაინც ჰყავთ კონტრაქტში შეყვანილი. გვინდოდა, ეს პირობები შეგვეცვალა, მაგრამ უარი მივიღეთ. ბელარუსმა უჩივლა ?ინფრონტს?, კონტრაქტი გაწყვიტა და ანალოგიური პროფილის მქონე კომპანია ?კენტაუსთან? გააფორმა ხელშეკრულება. ეს ფირმა დღეს ყველაზე მეტს იხდის მატჩების გაყიდვის სანაცვლოდ. რაც ბელარუსმა ?ინფრონტისგან? ბოლო 15 წელიწდში მიიღო, იმდენივე მისცა ?კენტაუმ? 2 წელიწადში. უკვე 2 წელია ბელარუსისა და ?ინფრონტის? სასამართლო დავა გრძელდება. ამ პროცესს თავისი ნეგატიური მხარეც აქვს - სანამ სასამართლო საბოლოო განაჩენს არ გამოიტანს, ბელარუსი ვერანაირ გრანტს ვერ მიიღებს. ხოლო თუ პროცესი ?ინფრონტმა? მოიგო, მაშინ ბელარუსს ?კენტაუსთვის? უკან მოუწევს თანხის დაბრუნება... ?ინფრონტთან? მოქმედი კონტრაქტის მიხედვით, 2012 წლის 30 ოქტომბრამდე არ შეგვიძლია ოფიციალური მოლაპარაკებები ვაწარმოოთ ამ პროფილის სხვა კომპანიასთან. ?ინფრონტს? დავპირდი, რომ ამ პირობას შევასრულებთ. თუმცა კაბალური პირობების გადახედვაზე უარი გვითხრეს და ბუნებრივია, მათ მიმართ დიდი სიმპათიით ვერ ვიქნებით განწყობილი. ამასობაში, ?ინფრონტმა? წერილი მოგვწერა - 6 თებერვალს ვარშავაში ვახშამზე გეპატიჟებითო?.
საქართველოსთვის საინტერესო უნდა იყოს ბელარუსსა და უკრაინაში ფეხბურთის განვითარების პროგრამა. ბელარუსებმა ის 2003 წლის 7 ივლისს აამოქმედეს და ხელშესახებ შედეგებს 3-4 წელიწადში ელიან. ისევ სიჭინავა:
?ბელარუსის ეროვნული ნაკრები პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე ახალგაზრდულია, საშუალო ასაკით - 23 წელი. ბელარუსის ნაკრების ბაზის ნახაზი ჩამოვიტანე, 19 მოედანი და ერთი მანეჟია. მათი ფეხბურთის განვითარების პროგრამაზეც გარკვეული მასალები მაქვს, უნდა დავამუშაო და ხელისუფლებასაც ვაჩვენო. ყველანაირად ვეცდებით, ფეხბურთით ბიზნესმენები დავაინტერესოთ. დაბოლოს, უეფას ჩინოსნებს ინიციატივით მივმართე - აფრიკაში ფეხბურთის განვითარების პროგრამის მსგავსი ჩვენი კოალიციისთვისაც აამოქმედეთ, ამ ქვეყნებში ფეხბურთის განვითარებას აშკარად წაადგება-მეთქი. ეს საკითხიც ჩაინიშნეს და განიხილავენ?.
http://www.opentext.org.ge/10/lelo/028/028-7.htm-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მეგობრობა გვინდა, თამაში არაო... აგვისტოში ბელარუსი და მოლდოვა. ალბანეთი საქართველოს უფრთხის
ეროვნული ნაკრების ახალი თავკაცი თემურ ქეცბაია მუშაობას შეუდგა და 3 მარტს სადებიუტო მატჩი ელის. ქეცბაიამ ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოყალიბებაზე უნდა იზრუნოს და საამისოდ ამხანაგური თამაშების სიმრავლე, როგორც იტყვიან, ჰაერივით სჭირდება. ბუნებრივია, ამ საკითხზე ფედერაციის ხელმძღვანელობაც მუშაობს და მინსკში გამართულ შეხვედრებზე, ფედერაციის თავკაცობას ამ თემებზე საუბრები ჰქონდა. როგორც ირკვევა, ალბანეთს ჩვენს ნაკრებთან თამაში არ სურს. თუმცა სხვა ქვეყნები კი სიამოვნებით გაეჯიბრებიან ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს.
?ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციის თავკაცმა საქმიან სადილზე მე და რევაზ არველაძეს, აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, ბელარუსის, მოლდოვისა და ყაზახეთის ფედერაციების ხელმძღვანელებს გვითხრა - თქვენთან მეგობრობა და თანამშრომლობა გვინდა, მაგრამ თამაში არაო. მოგეხსენებათ, აგვისტოში ამხანაგური თამაშების გასამართავად ერთი დღეა გამოყოფილი. სომხეთმა და აზერბაიჯანმა ჩვენთან საკონტროლო სპარინგის გამართვის სურვილი გამოთქვეს. ბელარუსმა და მოლდოვამ კი კონკრეტული წინდადებით მოგვმართეს. ბელარუსები მზად არიან, აგვისტოში გვესტუმრონ, მოლდოვა კი ასევე აგვისტოში, თავისთან გვეპატიჟება. შევთანხმდით, რომ თუ წილისყრა ერთ ჯგუფში არ მოგვახვედრებს, მაშინ ამხანაგური თამაშის ორგანიზებაზე მოლაპარაკებებს კონკრეტულ ფაზაში გადავიყვანთ. რა თქმა უნდა, გვინდა უკეთესი ვარიანტები მოვნახოთ, მაგრამ თუ არ გამოვიდა, წინასწარი შეთანხმება უკვე გვაქვს... ეროვნული ნაკრების ამხანაგური მატჩების ორგანიზების საკითხზე, 7 თებერვლის წილისყრის შემდეგ აქტიურ მუშაობას გავაჩაღებთ?, - აღნიშნა ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ.
http://www.opentext.org.ge/10/lelo/028/028-5.htm----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჯერ ტორესი, მერე პლატინი : გამოვა თუ არა ექსტრადახმარება საქართველოსთვის?
უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი საქართველოს აპრილში ეწვევა. პლატინამდე კი უეფას პროგრამების ხელმძღვანელი პასკალ ტორესი ჩამობრძანდება. მას იმ ობიექტების ნახვა აინტერესებს, რომლებიც უეფას პროგრამებით უნდა განხორციელებულიყო. კერძოდ, რუსთავის სტადიონი ?ოლიმპი?, ?ვიტ ჯორჯიას? სტადიონი მცხეთაში, საწვრთნელ-ტექნიკური ცენტრი ?ბასა? და საგურამოს ბაზა. ტორესი თბილისში 10 თებერვალს საღამოს ჩამოვა, 11-ში ზემოთ ჩამოთვლილ ოთხივე ობიექტს მოინახულებს და 12 თებერვალს საქართველოდან გაემგზავრება. ჩვენი ფედერაციის თავკაცობამ უეფას ?ექსტრადახმარება? სთხოვა, მაგრამ ამ საკითხის გადაწყვეტამდე საკვანძო თემაა, თუ რამდენად განხორციელდა უეფას მიერ დაფინანსებული პროგრამები საქართველოში. სამწუხაროდ, ამ ოთხი ობიექტიდან არც ერთი არ დასრულებულა და სიჭინავა სწორედ ამაზე წუხს.
?სამწუხაროდ, გარკვეულ მიზეზთა გამო ამ ოთხი ობიექტიდან არც ერთი არ არის დასრულებული. რუსთავის ?სტადიონის? ფოლადზე მატჩები კი იმართება, მაგრამ ობიექტი მაშინ ჩაითვლება დასრულებულად, როცა ყველა ნორმის გათვალისწინებით, ოფიციალური აქტით ჩაბარდება. რაც შეეხება მცხეთის სტადიონს, საფეხბურთო კლუბ ?ვიტ ჯორჯიასა? და უეფას შორის ფედერაცია იყო შუამავალი. ჩვენი მისია იყო ხელოვნურსაფრიანი მოედნის ჩამოტანა, რაც გაკეთებულია კიდეც. ეს ობიექტი აქამდეც უნდა დასრულებულიყო, მაგრამ... მინსკის კონგრესზე უეფას ჩინოსნები საქმის კურსში ჩავაყენეთ, რომ ეს ობიექტები დასრულებული არაა. თუმცა, უეფას სურვილია, მისმა წარმომადგენელმა საკუთარი თვალით ნახოს თუ რა გაკეთდა, რომელი ობიექტი რა სტადიაშია და სწორედ ამიტომ ჩამოდის პასკალ ტორესი საქართველოში. აქედან გამგზავრების შემდეგ, ის უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინისა და სხვა ხელმძღვანელებს საქართველოში ვიზიტზე მოუთხრობს... უეფას ჩინოსნებმა მინსკში დამაიმედეს - პლატინის ჩამოსვლით არაერთი მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტის შანსი გიჩნდებათო?, - გვითხრა ზვიად სიჭინავამ.
http://www.opentext.org.ge/10/lelo/028/028-8.htm