ბრაზილიელთა საგა დასრულდა!
გია ტუხაშვილმა
... ბრაზილიური ?სერიალის? მოლოდინი დასრულდა! გუშინ, გამთენიისას თბილისში ჩამოვიდნენ ?ატლეტიკო პარანაენსეს? ოთხი ფეხბურთელი და ამ ბრაზილიური კლუბის იურისტი. შეგახსენებთ, რომ ამ ცოტა ხნის წინათ რუსთავის ?ოლიმპსა? და ?ატლეტიკო პარანაენსეს? შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. უნდა ვაღიაროთ - ერთობ სერიოზული პროექტია და ამ საქმეში ჩართული ადამიანებს წინასწარვე შეიძლება მადლობა გადავუხადოთ. ისე, არ დავმალავთ: ზოგი, ცოტა არ იყოს, სკეპტიკურად უყურებდა ამ წამოწყებას; ზოგსაც არ სჯეროდა, ბრაზილიის უმაღლესი ლიგის გუნდის ერთდროულად ხუთი ფეხბურთელი საქართველოს ჩემპიონატში რომ გააგრძელებდა საკუთარ კარიერას და ასე შემდეგ. თუმცა, როგორც იტყვიან, ფაქტი ჯიუტია: ოთხმა ბრაზილიელმა გუშინ საღამოს ?ოლიმპის? ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა! ამ პროექტის ერთ-ერთი კოორდინატორი გია ფირცხალავა გახლავთ, თბილისის ?დინამოსა? და რუსთავის ?გორდას? ყოფილი ფეხბურთელი, ვინც საორგანიზაციო მუშაობაშიც საკმაო და წარმატებული გამოცდილებით მოიწონებს თავს - რამდენიმე წლის წინათ თბილისის ?დინამოს? მმართველი დირექტორი იყო. სწორედ ფირცხალავასგან შევიტყვეთ, რომ ამ ჯერზე მხოლოდ ოთხი ბრაზილიელი ფეხბურთელი ჩამოვიდა: 23 წლის ცენტრალური მცველი ალექს ჟოზე დე ოლივეირა ფრაგა, 19 წლის ნახევარმცველი ჟოზე გილერმე ესტევაო და სილვა ჩოკო და ორიც ფორვარდი: 23 წლის ანდერსონ ანგუს აკინო და 26 წლის ჟონატას ოლივეირა კარდოსო. რაც შეეხება მეხუთეს, 20 წლის ნახევარმცველი ჟერონიმო დოს სანტოს ოლივეირა, საქართველოში ხუთშაბათს ჩამოვა.
...ფაგა, ჩოკო, აკინო და ჟონატასი კლუბის იურისტთან ერთად თბილისის სასტუმრო ?ბატესტაში? დაბინავდნენ. საღამოს კი, გია ფირცხალავას მეგზურობით, უკვე რუსთავისკენ გაემგზავრნენ. ამ დროისათვის რუსთავის ?ოლიმპს? ვარჯიში ჰქონდა - გუნდს სამ დღეში ხომ ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ურთულესი მატჩი ელოდება პოლონურ ?ლეგიასთან?. ხანგრძლივი მოგზაურობით დაღლილ ბრაზილიელებს, რაღა თქმა უნდა, გუნდთან ერთად არ უვარჯიშიათ - მოედანს ძუნძულით რამდენიმე წრე დაარტყეს, მერე კი საკუთარი შესაძლებლობები ?კენწლაობაშიც? უჩვენეს მომავალ პარტნიორებსა თუ მწვრთნელებს. აი, დღეიდან კი ოთხივე ბრაზილიელი უკვე ვარლამ კილასონიას განკარგულებაში იქნება და გუნდთან ერთად მოემზადება. სხვათა შორის, დღესვე გაირკვევა, თუ კონკრეტულად რომელი მათგანის შეყვანა იქნება შესაძლებელი ევროპის ლიგის განაცხადში. სამწუხაროდ, როგორც აღმოჩნდა, ყოველ მომდევნო ეტაპზე ნებისმიერ გუნდს მხოლოდ სამი ახალი ფეხბურთელის დამატება შეეძლება..
http://www.opentext.org.ge/09/lelo/162/162-7.htm-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ოლიმპიური მზადყოფნა
გია ტუხაშვილი
ევროტურნირებზე რუსთავის ?ოლიმპის? მეორე ცდა წარმატებული გამოდგა - ვარლამ კილასონიას გუნდმა ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით მოუგო ფარერების ?ბ 36?-ს და მომდევნო ეტაპზე სავსებით დამსახურებულად გავიდა. შესაძლოა, ვინმემ მეტოქის სისუსტეზე მიგვანიშნოს, მაგრამ, იგივე ფარერელები (სანაკრებო თუ საკლუბო დონეზე) უკვე აღარ მიიჩნევიან გამოკვეთილ აუტსაიდერებად. ყველაფერი ეს ?ოლიმპისა? და ?ბ 36?-ის რუსთავულმა მატჩმაც დაგვანახვა: მართალია, მასპინძლებს მთელი შეხვედრის განმავლობაში უდიდესი უპირატესობა ჰქონდათ, მაინც თვალშისაცემი იყო, რომ ფარერელები ტაქტიკურად განსწავლული და ორგანიზებული გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. ასეა თუ ისე, ?ოლიმპმა? ეს ბარიერი გადალახა და ახლა ურთულესი გამოცდა ელოდება: ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე პოლონეთის ?ლეგიას? უნდა გაეჯიბროს. რა თქმა უნდა, რუსთავულ კლუბს ვერავინ მოსთხოვს: ?გინდა თუ არა?, ეს პოპულარული და უდიდესი ტრადიციების გუნდი ასპარეზობას გამოთიშეო. თუმცა, გვჯერა და ვიმედოვნებთ, რომ ?ოლიმპი? ღირსეულად იასპარეზებს ასეთ ძლიერ მეტოქესთან.
...?ოლიმპი? შაბათს გამთენიისას დაბრუნდა სამშობლოში - ფარერის კუნძულზე მგზავრობა გუნდისთვის საკმაოდ ხანგრძლივი და მომქანცველი გამოდგა. სწორედ იქაურ შთაბეჭდილებებზე, ბრაზილიელ ახალწვეულებსა და ?ლეგიასთან? მზადებაზე ვესაუბრეთ ?ოლიმპის? მთავარ მწვრთნელს ვარლამ კილასონიას.
- ძალიან გადაღლილები ვართ (ინტერვიუ ჩაწერილია შაბათს, 11 ივლისს - გ.ტ.). წარმოიდგინეთ: აქედანაც და იქიდანაც სამ-სამი თვითმფრინავი გამოვიცვალეთ. ჯერ სტამბულში ჩავფრინდით, იქიდან - კოპენჰაგენში, შემდეგ კი გეზი ფარერის კუნძულებისკენ ავიღეთ. რაღა თქმა უნდა, უკანა გზაზეც იგივე განმეორდა...
- ადგილზე ჩასულთ ნორმალური პირობები დაგხვდათ?
- ჩვეულებრივი - თამაშის წინა დღეს იქაური დროით 17 საათზე ჩავედით; ერთ საათში კი უკვე ვივარჯიშეთ. ჩვენთან შედარებით აშკარად გრილოდა, თუმცა, ციოდაო, ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი.
- უშუალოდ შეხვედრის შესახებ რას გვეტყოდით?
- მატჩის წინ ჩემი ფეხბურთელები გავაფრთხილე, რომ არაფრისდიდებით მოდუნება არ შეიძლებოდა. გასაგებია, რომ მეტოქე სუსტი იყო, ორბურთიანი უპირატესობაც გვქონდა, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში ნებისმიერ მეტოქესთან ბოლომდე უნდა დაიხარჯო. საბედნიეროდ, ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც დავგეგმეთ: უმთავრესი მიზანი იყო, რომ საკუთარ კარში გოლი არ გაგვეშვა და პირიქით, - მეტოქისთვის პირველი წუთებიდანვე ჩვენი თამაში მოგვეხვია.
- ანუ, აქცენტი სწრაფ გოლზე გქონდათ?
- თავიდანვე შემტევი ტაქტიკა ავირჩიეთ: ორივე ფორვარდს (ჩხეტიანსა და სირბილაძეს) ფლანგებიდან აქტიურად უნდა დახმარებოდნენ განაპირა ნახევარმცველებიც (სეთურიძე და ხუბუა) და ცენტრალურიც (ჭელიძე). მეოთხე წუთზე პირველი გოლი გავიტანეთ, მალე მეორეც მივაყოლეთ და მატჩის ბოლომდე ჩვენი უპირატესობა ეჭვქვეშ არ დამდგარა. სამწუხაროდ, კვლავაც იჩინა თავი ჩვენმა ძველმა სენმა - ჩხეტიანს, მეგრელაძეს, სირბილაძესა და სეთურიძეს, საერთო ჯამში, 6-7 ჩინებული მომენტი ჰქონდათ; ერთ ეპიზოდში კი სირბილაძემ წესების სრული დაცვით გოლი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა არ ჩაგვითვალა.
- მეტოქეს სახიფათო მომენტები არ შეუქმნია?
- ჩვენი კარის მიმართულებით პირველად 45-ე წუთზე დაარტყეს და... ბურთი ძელს მოახვედრეს! ოღონდ, კურიოზული სიტუაცია უფრო იყო - მეტოქის ფეხბურთელი, ალბათ, ჩაწოდებას აპირებდა და ?პარაშუტით? გაშვებული ბურთი ჩვენი კარის ძელს მოხვდა. ამას გარდა, მატჩის ბოლო 30 წუთში ორი-სამი სახიფათო შეტევაც განახორციელეს...
- როგორ ფიქრობთ, ასეთი დონის გუნდისგან მეტისმეტი ხომ არ არის ამდენი მომენტის შექმნა?
- სამწუხაროდ, შეხვედრის ბოლოსკენ ჩვენს გუნდში სათამაშო დისციპლინა მოიშალა და ამის თაობაზე ფეხბურთელებთან უკვე მქონდა საუბარი. რა თქმა უნდა, ორი მატჩის ჯამში საბოლოო ანგარიშის ?ბრალიც? იყო ყველაფერი, მაგრამ რაც უნდა სუსტ მეტოქეს ვხვდებოდეთ, კონცენტრაციის დაკარგვა მაინც არ შეიძლება.
- საერთოდაც, ?ოლიმპი? თითქმის ყველა შეხვედრაში უამრავ სახიფათო მომენტს ქმნის, მაგრამ რეალიზაციის ხარისხი ძალიან დაბალია. მაინც, რას უნდა დავაბრალოთ ყოველივე?
- სწორად შენიშნეთ - ასე იყო საქართველოს ჩემპიონატის მატჩებში და იგივე გამეორდა ევროტურნირებზეც. პასუხს რაც შეეხება - ვფიქრობ, ყველაფერი ელემენტარული ოსტატობის არქონის ბრალია. აბა, როგორ შეიძლება, გნებავთ, პირველ თუ განმეორებით მატჩში ამდენი მომენტის გამოუყენებლობა? თანაც, ნუ ვიტყვით, რომ ფარერების გუნდი სუსტი მეტოქე იყო და შესაძლოა, ჩვენები არასერიოზულად მიუდგნენო.
- ისე, ჩვენი აზრით, იგივე პირველ მატჩში მთლად ?წყალწაღებულნი? ნამდვილად არ ჩანდნენ...
- ახალს არაფერს ვიტყვი - ფეხბურთის თამაში დღეს ყველამ ისწავლა. როცა ამ გუნდის ვარჯიშს ვაკვირდებოდი, მაშინვე მივხვდი, რომ სწორი ფეხბურთი რასაც ჰქვია, იმის თამაშს ცდილობდნენ. ორივე მატჩი, მართალია, ჩვენი დიდი უპირატესობით წარიმართა, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მეტოქეს მთელ რიგ ეპიზოდებში ეტყობოდა ტაქტიკური განსწავლულობა. რა თქმა უნდა, ბურთთან ?მოპყრობაში? ჩვენამდე ბევრი უკლიათ, მაგრამ მაქსიმალურად ცდილობდნენ სათამაშო დისციპლინის მკაცრად დაცვას. ისე, სხვათა შორის, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამ ცოტა ხნის წინათ, ფარერების ახალგაზრდულმა ნაკრებმა ოფიციალურ შეხვედრაში რუსეთის ნაკრებს მოუგო!..
- ისევ ?ოლიმპს? და კონკრეტულად, პირველ მატჩს გვინდა დავუბრუნდეთ. რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ გუნდში გამოკვეთილი მარცხენა ნახევარმცველი არ გყავდათ.
- ეს ზონა გილაურს უნდა შეევსო და ვინც ის მატჩი ნახა, დამეთანხმება, რომ ჩვენი მარცხენა მცველი საკმაოდ აქტიურად ერთვებოდა შეტევებში - თუ არ ვცდები, ფლანგიდან 16-ჯერ ჩააწოდა ბურთი მეტოქის საჯარიმოში. სამწუხაროდ, მეორე ტაიმში ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე ხუბუა რომ გამოვიდა, ამ პოზიციიდან ჩვენს შეტევებს სიმწვავე მოაკლდა.
- პირველ მატჩთან შედარებით, სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში ?ოლიმპის? ძირითადში ორი ცვლილება იყო.
- მიმაჩნია, რომ ხუბუამაც და ჩხეტიანმაც ნორმალურად ითამაშეს. საერთოდაც, თავდამსხმელებით კმაყოფილი ვარ, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვი ცენტრალური მცველების ასპარეზობაზე - ოღონდ, აქ საუბარია მატჩის ბოლო 30 წუთზე, აი, ზემოთ რომ ვისაუბრე - მაჭავარიანსა და ლომიძეს ამის თაობაზე მივუთითე კიდეც.
- ლომიძისთვის ეს პირველი მატჩი იყო ?ოლიმპის? შემადგენლობაში...
- ასე ვიტყოდი: მისი საუკეთესო შეხვედრა ნამდვილად არ იყო, თუმცა კარგად ვიცი ამ ფეხბურთელის შესაძლებლობები. უბრალოდ, მცველებთან პრეტენზია მხოლოდ იმის გამო მქონდა, რომ ასეთ შეცდომებს მომდევნო მეტოქე ნამდვილად არ გვაპატიებს.
- ?ლეგიაზე? ოდნავ ქვემოთ ვისაუბროთ; მანამდე კი ყველას მთავარი ამბავი აინტერესებს: როდის და რამდენი ბრაზილიელი ჩაირიცხება ?ოლიმპში??
- როგორც იტყვიან, წუთი-წუთზე ველოდებით. ჩემი ინფორმაციით, ხუთი ფეხბურთელი მოემგზავრება, თუმცა, ისიც მითხრეს, რომ საევროპე განაცხადში მხოლოდ სამის შეყვანაა შესაძლებელი. ისე, როცა მკითხეს, თუ რომელი ამპლუის მოთამაშეები მჭირდებოდა, შემდეგნაირად მოვითხოვე: ერთი მცველი, ერთი ნახევარმცველი და ერთი თავდამსხმელი.
- ყველამ ვიცით, რომ ეს ბრაზილიელები... რომელიღაც პლაჟიდან კი არა, იქაური უმაღლესი ლიგის ?ატლეტიკო პარანაენსედან? მოჰყავთ. თუმცა, მოასწრებენ კი ახალ პარტნიორებთან შეთამაშებას?
- სამწუხაროდ, ეგ მართლაც სერიოზული პრობლემაა; თუმცა, ვიმედოვნებ, რომ ?ჩვენი? ბრაზილიელები მაღალი დონის ფეხბურთელები იქნებიან და მათი საშემსრულებლო ოსტატობის იმედზეც უნდა ვიყოთ. მით უმეტეს ისეთ სოლიდურ გუნდთან პაექრობაში, როგორიც ვარშავის ?ლეგიაა?...
- ტრაფარეტული კითხვაა, მაგრამ მაინც: მეტოქეზე რას გვეტყოდით?
- ყველამ იცის, თუ რა მდიდარი ტრადიციების მქონე გუნდია და საერთოდაც, პოლონეთში ახლაც ერთ-ერთი საუკეთესოა. რა თქმა უნდა, მეც და ფეხბურთელებიც კარგად ვაცნობიერებთ, თუ როგორი რთული შეხვედრები გველოდება. თუმცა, არავინ იფიქროს, თითქოს წინასწარ ვიყოთ მარცხს შეგუებულნი; პირიქით - ყველა ღონეს ვიხმართ, რომ ჩვენი ერთგული ქომაგები გავახაროთ. აღარაფერს ვამბობ ?ოლიმპის? უპირველეს გულშემატკივრებზე - ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისა თუ ქალაქ რუსთავის ხელმძღვანელებზე, რომელთაგანაც ყურადღება-დახმარება ნამდვილად არ გვაკლია.
- დაბოლოს, საქართველოს XXI ჩემპიონატის ახალ ფორმატზეც გკითხავთ - ათგუნდიანი და ოთხ წრედ ჩატარებული პირველობა გაამართლებს?
- ჩემი აზრით, ოპტიმალური ვარიანტია; ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, გუნდები თანაბარ პირობებში იქნებიან: ნებისმიერ მეტოქესთან ორ-ორ მატჩს შინ და გარეთ ჩავატარებთ. თორემ, გაიხსენეთ, XX ჩემპიონატში როგორ იყო: ზოგს ორ შეხვედრას სახლში ვეთამაშებოდით, ზოგს კი - პირიქით...
http://www.opentext.org.ge/09/lelo/162/162-6.htm
მიმაგრებული სურათი