დავი
მაგის დედა ვატირე გვარსახელებიც რო მიეწერათ რა მოხდებოდა:
ვინ არიან რუსთაველთა ბრაზილიელები?
მერაბ მამულაშვილი
რუსთავის �ოლიმპი� დღეს ფარერებზე �ბ 36 ტორსჰავნს� დაუპირისპირდება. ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის მეტი შანსი, ბუნებრივია, ქართულ გუნდს აქვს, რადგან პირველი მატჩი 2:0 მოიგო. იმედია, ასეც მოხდება და �ოლიმპი� მეორე წრეში გავა. ასეთ შემთხვევაში კი ქართული კლუბის მოწინააღმდეგე გაცილებით ძლიერი და სოლიდური, პოლონური გრანდი ვარშავის �ლეგია� იქნება. ამდენად, რუსთაველებმა დღეიდანვე უნდა დაიჭირონ თადარიგი...
�ატლეტიკო პარანაენსესთან� გაფორმებული კონტრაქტი და ბრაზილიელი ფეხბურთელების ჩამოყვანის პერსპექტივა რუსთაველებს პოლონელებთან უფრო ღირსეული დაპირისპირების იმედს აძლევს. შევიტყვეთ, რომ ბრაზილიიდან 5 ფეხბურთელი ჩამოდის - ერთი ცენტრალური მცველი, ორი ნახევარმცველი (ცენტრალური და მარცხენა) და ორი ცენტრფორვარდი.
- დაიბადა 1986 წელს, ცენტრალური მცველი, �ატლეტიკო პარანაენსეშია� 2003 წლიდან.
- 1990, ცენტრალური ნახევარმცველი, სამხრეთ ამერიკის 17-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული 2007 წელს. იმავე წელს, კორეაში გამართულ 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე. თამაშობდა �კურიტიბაში�, �ატლეტიკო პარანაენსეშია� 2005 წლიდან.
- 1989, მარცხენა ნახევარმცველი. 17-წლამდელთა ნაკრების ყოფილი წევრი. �ატლეტიკო პარანაენსეშია� 2003 წლიდან.
- 1983, ცენტრალური თავდამსხმელი, �გუარანის� შემადგენლობაში ბრაზილიის უმაღლეს ლიგაში თამაშობდა, 2003 წლიდან კი �ატლეტიკო პარანაენსეშია�.
- 1986, თავდამსხმელი, �ატლეტიკო პარანაენსეშია� 2001 წლიდან.
უმაღლესი ლიგის გუნდის ხუთი მოთამაშე ნებისმიერი ქართული (და არა მხოლოდ ქართული) კლუბისთვის დიდი შენაძენი იქნებოდა. �ატლეტიკო პარანაენსე� რუსთავის �ოლიმპს� მოთამაშეთა დახმარებაში ცენტსაც არ სთხოვს. ბუნებრივია, ბრაზილიელებს კონკრეტული სატრანსფერო ინტერესიც აქვთ და ეს ბუნებრივიცაა, მაგრამ ინტერესი ქართულ მხარესაც აქვს - კლუბის და ქართული ფეხბურთის გაძლიერება და საერთაშორისო სარბიელზე ღირსეულად გამოსვლა. ვესაუბრებით გია ფირცხალავას, რომელიც საქართველოში ამ პროექტის კოორდინატორია.
- ბატონო გია, უპირველესად დავიწყოთ თემით, რომელიც გულშემატკივარს ყველაზე მეტად აინტერესებს. როდის გვეწვევიან ბრაზილიელები?
- ტრანსპორტირების საკითხს ვარკვევთ და წესით, 10 ივლისს უნდა გამოფრინდნენ..
- ანუ ვარშავის �ლეგიასთან� მატჩამდე მათი განაცხადში შეყვანა მოხერხდება...
- წესით, უნდა მოესწროს, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია პროექტით გათვალისწინებული გაცილებით გლობალური თანამშრომლობა. მათთან შედარებით, ფეხბურთელების ჩამოსვლა წვრილმანია.
- როგორ გახდით პროექტის კოორდინატორი?
- წლებია, გოჩა ალადაშვილთან ვმეგობრობ და დიდხანს ვფიქრობდით, ქართულ ფეხბურთს როგორ დავხმარებოდით. �ატლეტიკო პარანაენსეს� ხელმძღვანელები საქართველოში სერიოზულ ხალხს შეხვდნენ და დარწმუნდნენ, რომ პარტნიორობა სასურველი იყო. ჩემი ფუნქცია კი მხარეების დაინტერესება გახლდათ.
- ბადრი პატარკაციშვილის დროს თბილისის �დინამოს� მმართველ დირექტორად მუშაობდით. �ოლიმპს� მაშინდელი �დინამოს� სახსრები არ გააჩნია, თუმცა ბრაზილიელებით არანაკლები გუნდის ჩამოყალიბებაა შესაძლებელი...
- მჯერა, ასეც მოხდება. მთავარია, ბრაზილიელებთან თანამშრომლობის გეგმები განხორციელდეს. სხვათა შორის, �ატლეტიკო პარანაენსესთან� პარტნიორობა �დინამოში� მუშაობის დროსაც მსურდა, სამხრეთ ამერიკაში სამჯერ გავემგზავრე, მაგრამ მაშინ ვერ მოხერხდა. ახლა არა მარტო კლუბების თანამშრომლობაზეა ლაპარაკი - �ატლეტიკო პარანაენსეს� ქართული ფეხბურთის დახმარება შეუძლია. ეს კლუბი პატარა საფეხბურთო იმპერიაა, რომელსაც გააჩნია სოლიდური ინფრასტრუქტურა, სასელექციო გამოცდილება და არა მარტო �ოლიმპის�, ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაში დაგვეხმარებიან. ეს უკანასკნელია ჩვენი ყველაზე მთავარი საფიქრალი. თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და სხვა რეგიონებში თანამედროვე საფეხბურთო სკოლების ჩამოყალიბებაზეა ლაპარაკი. ეს ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დავით კირკიტაძის დამსახურებაა, რომელმაც ბრაზილიელები ძალიან მაღალ დონეზე მიიღო. სახელმწიფოებრივი გარანტიები სტუმრებისთვის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა და თანამშრომლობა გადაწყვიტეს.
- კონკრეტულად რა სახის თანამშრომლობაზეა ლაპარაკი - ბრაზილიელები საკუთარ სკოლებს გახსნიან თუ არსებულ სკოლებთან ითანამშრომლებენ?
- ცალკე სკოლის გახსნაცაა ჩაფიქრებული და არსებულ სკოლებთან თანამშრომლობაც. �ატლეტიკო პარანაენსე� ბავშვთა ფეხბურთში მწვრთნელებით, მეთოდისტებით და სხვა პროფილის სპეციალისტების გამოგზავნით შეგვეშველება. ჩემი აზრით, საქმის კეთება აქედან უნდა დავიწყოთ და არა ეროვნულ ნაკრებში უცხოელი მწვრთნელის ჩამოყვანით.
- �დინამოდან� წასვლის შემდეგ სადმე მუშაობდით?
- მცირე ხნით თბილისის �ლოკომოტივში�, მეტი არსად. ამიტომ, ჩემთვის პროექტზე მუშაობა დიდი სიამოვნებაც იყო, რადგან ქართული ფეხბურთის დახმარებას საკუთარ ვალად ვთვლი. ყველამ ვიცით, რა მდგომარეობაშიც ვართ და სურვილს ეს უფრო მიძლიერებს. უკან დასახევი გზა აღარ დაგვრჩა, ფეხბურთი რამენაირად უნდა შევინარჩუნოთ და განვავითაროთ. ამის საშუალებას სწორედ ჩვენი პროექტი მოგვცემს.
- რა დასამალია და, ბევრი ფიქრობს, რომ ეს პროექტი მხოლოდ �ოლიმპში� ბრაზილიელების ჩამოყვანას გულისხმობდა და ისიც მხოლოდ ევროთასებზე...
- არა, ეს სისულელეა. ბრაზილიელები მთელი სეზონი დარჩებიან და �ოლიმპს� ჩემპიონატშიც დაეხმარებიან. უეფაზე გამოსვლაც არაა მთავარი. ეს არის ქართული ფეხბურთის განვითარებში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი და გვიხარია, რომ ამ საქმეში სერიოზული ადამიანის თანადგომა და მხარდაჭერა მოვიპოვეთ.
- ჩამოსული მოთამაშეების ნატურალიზაციასა და საქართველოს ნაკრებში მათ გამოსვლაზე მართლა ისაუბრეთ?
- მრავალი თემა განვიხილეთ და ბუნებრივია, საქართველოს ნაკრების გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საფიქრალია. ვნახოთ, გამორიცხული არაფერია. თუმცა ვერ გეტყვით, რომ რომელიმე ფეხბურთელის ნატურალიზაციაზე კონკრეტულად ვისაუბრეთ. თავად ის ფაქტი, რომ ამ დონის ბრაზილიელები საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებენ, ჩვენი პირველობის დონეს სასიკეთოდ დაეტყობა. გუნდებს შორის სერიოზული კონკურენციაა და ბუნებრივია, გაძლიერებას �ოლიმპის� მოწინააღმდეგეებიც შეეცდებიან. ცალკე, კლუბშიც მაღალი დონის მოთამაშეების გვერდით ქართველები ბევრ რამეს ისწავლიან და გაიზრდებიან. იმედია, რომ ბრაზილიელებთან ჯერ კიდევ �დინამოში� ჩაფიქრებული თანამშრომლობა ახლა მაინც განხორციელდება.