კორღალიძე ოლიმპში, მახარაძე სიონში
მერაბ მამულაშვილი
ქვემო ქართლის გუბერნიაში დღეს საფეხბურთო საკითხები მაღალ დონეზე წყდება. რეგიონისთვის პრესტიჟის საქმედ იქცა ამ სფეროში წარმატების მიღწევა. ამაზე მიუთითებს პროექტი ?ბრაზილია? და ეკონომიკურ გაჭირვებაში გუნდების დაფინანსების შენარჩუნება.
ამბიციური კლუბის ამბიციურ მმართველებს მხოლოდ გამარჯვება აკმაყოფილებთ და ვარშავის ?ლეგიასთან? წაგებისა და ევროპის ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, რუსთავის ?ოლიმპის? მთავარი მწვრთნელი ვარლამ კილასონია თანამდებობიდან გაათავისუფლეს. კილასონია ამბობს, რომ გადაწყვეტილება კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა ბადრი ქარქაშაძემ აცნობა:
არავის არაფერი უთქვამს...
- თამაშის შემდეგ დამიკავშირდა ქარქაშაძე, გათავისუფლებული ხარო. რას ვიზამთ, ასეთია მწვრთნელის ხვედრი. ალბათ, მიზეზი ?ლეგიასთან? წაგება გახდა, მაგრამ მინდა შეგახსენოთ, რომ ?ოლიმპში? დაბრუნების შემდეგ, თორმეტმატჩიანი წაუგებელი სერია ჩავატარეთ და თასის ფინალი მხოლოდ პენალტების სერიით წავაგეთ, ცხრილის ბოლოში მყოფი გუნდით კი, სამეულში გასვლა მოვახერხე. ასე რომ, ვფიქრობ, გუნდში ტყუილად არ მიმუშავია.
- თავიდან იყო ლაპარაკი ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნასა და ამავდროულად, თქვენს დარჩენაზეც.
- ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს. მეც გავიგე, რომ კორღალიძეს ჩემი დატოვება სურს, მაგრამ ჯერ არ ვიცი, რას მთავაზობს. ახლა მხოლოდ ის ვიცი, რომ გამათავისუფლეს.
საკმაოდ უცნაურად მოგეჩვენებათ ვიცე-პრეზიდენტ ზურაბ ჯაფარიძის კომენტარი: ?სიმართლე გითხრათ, ზუსტად არც ვიცი, რა მოხდა. არ გამოვრიცხავ, კორღალიძემ და კილასონიამ ერთად იმუშაონ. მეტს ვერაფერს გეტყვით?.
სიახლე ჭანტურია და ფოფხაძეა,
ხუბუაც ბრუნდება
ოთარ კორღალიძე მუშაობას განახლებულ ?ოლიმპში? დაიწყებს. რუსთაველთა ახალ მთავარ მწვრთნელს მოსალოდნელ ცვლილებებზე ველაპარაკეთ.
- ბატონო ოთარ, თქვენი დანიშვნა უკვე გადაწყვეტილია?
- დიახ, შევთანხმდით და მალე კონტრაქტს გავაფორმებთ.
- ?ოლიმპში? რადიკალურ საკადრო ცვლილებებს უნდა ველოდოთ?
- რადიკალურის რა გითხრათ, ცვლილებები აუცილებლად მოხდება. ?სიონიდან? ორ ფეხბურთელს მოვიყვან, გია ჭანტურიას და მარჯვენა მცველ დაჩი ფოფხაძეს, ხუბუას კი დავაბრუნებთ.
- ?ოლიმპიდან? ?სიონშიც? ბევრი ფეხბურთელი წავიდა. ამ სიას ვინმე დაემატება?
- არა მგონია. ?სიონში? ბოლოს ზუგდიდის ?მგლებიდან? ბოლოს გიორგი ჭედია დავიმატე და მერე წამოვედით.
- სამწვრთნელო შტაბში რა ცვლილებებს გეგმავთ?
- დეკემბრამდე ცვლილება არ მოხდება. სეზონის დაწყებამდე დარჩენილ მცირე დროში კი ურეკში ხანმოკლე შეკრებას ჩავატარებთ.
- მართალია, თითქოს კილასონიას დარჩენა გსურთ?
- დიახ, გვსურს დარჩეს და ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული.
- ბრაზილიელ ფეხბურთელებზე როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ?
- საინტერესო მოთამაშეები არიან, მაგრამ ძირითადში მხოლოდ ბრაზილიელობის გამო ვერ დავაყენებ. ვათამაშებ იმას, ვინც დაიმსახურებს. წელს ხელმძღვანელობა ჩემპიონობას მთხოვს და ძირითადი შემადგენლობის შერჩევისას, მკაცრი მოთხოვნები მექნება. თუმცა, სამი მათგანი ძალიან მომეწონა და მათ აუცილებლად ვათამაშებ, ცენტრალურ მცველ ფრაგას, ცენტრალურ ნახევარმცველ აკინოს და თავდამსხმელ ჟონათასს.
მახარაძე სიონს დაუბრუნდა
უცნაური ბედი აქვს თემურ მახარაძეს: ორჯერ დააბრუნეს თბილისის ?მერანში? და თბილისის ?ლოკომოტივში?, ?ზესტაფონში? კი - სამჯერ.
ახლა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მწვრთნელი მეორე წრეს ბოლნისის ?სიონში? შეუდგება. ექვსწლიანი განშორების შემდეგ, მახარაძე ბოლნისურ გუნდში დააბრუნეს.
ბატონი თემური ბოლოს ?ზესტაფონის? დირექტორატის წევრი გახლდათ. გია გეგუჩაძის მიწვევა მისი იდეა გახლდათ, თავად კი სპორტული დირექტორის როლს ითავსებდა. ეს აწყობილი ?სამაია? კლუბისა და მისი ყოფილი მეკარის, გია ჭანტურიას დავამ დაშალა. ფეხბურთის ფედერაციაში გამართულ განხილვაზე მახარაძემ მეკარის მხარე დაიკავა და კოკაიამ კლუბიდან გაუშვა.
მახარაძის დახმარება მისმა კოლეგა ოთარ კორღალიძემ გადაწყვიტა. ბოლნისის ?სიონის? ყოფილ მთავარ მწვრთნელს გამოცდილი მწვრთნელის გვერდში დაყენება სურდა, მაგრამ ეკონომიკური კრიზისის გამო, ?სიონს? ფინანსური პრობლემები შეექმნა და დამატებითი სახსრები ვერ გამოინახა. თუმცა, ?ოლიმპში? გადასულმა კორღალიძემ კლუბის მესვეურეებს მახარაძის დანიშვნა შესთავაზა.
?მახარაძე ძალიან კარგი სპეციალისტია. მისი ხელმძღვანელობით აბსოლუტურად ყველა კლუბი გაიზარდა. ჩემთვის გულდასაწყვეტი იყო, უგუნდოდ რომ დარჩა. როდესაც რუსთავში გადასვლა შემომთავაზეს, შემცვლელად მახარაძის კანდიდატურა შევთავაზე და მიხარია, ?სიონის? ადმინისტრაციამ ჩემი აზრი რომ გაითვალისწინა?, - გვითხრა კორღალიძემ.
დანიშვნა თავად მახარაძემაც დაგვიდასტურა, მაგრამ ლაპარაკი არ ისურვა: ?ვითარებაში ჯერ ვერ გავრკვეულვარ. ?სიონის? ხელმძღვანელობას უნდა დაველაპარაკო და ჩემი თხოვნა იქნება, ინტერვიუ ამის შემდეგ ჩავწეროთ. ახლა კი ვერაფერს გეტყვით, ჯერ მხოლოდ ერთ ვარჯიშს დავესწარი. მხოლოს ის შემიძლია გითხრათ, რომ მიხარია ძველ მეგობრებთან, ბესო უგულავასთან და გიორგი ყიფშიძესთან მუშაობა, ჩემთვის საყვარელ კლუბში დაბრუნება და კლუბის ნდობა. ხელმძღვანელობას მალე შევხვდები და საფუძვლიანად დავილაპარაკებთ?.
დაბოლოს - რუსთავის ?ოლიმპიდან? უკვე ბევრი მოთამაშე გაუშვეს, მათ შორის, მთავარი მეგოლე გია მეგრელაძე, კიდევ ორი თავდამსხმელი, კოკა მიკუჩაძე და ირაკლი სირბილაძე, მცველი თენგიზ ჩიკვილაძე, ნახევარმცველები გიორგი ჭელიძე, გელა ხუბუა და გოგი ფიფია.
მეგრელაძის გარდა, ყველა მათგანი კარიერას ბოლნისის ?სიონში? გააგრძელებს. რჩება შთაბეჭდილება, თითქოს, ქვემო ქართლში ორი გუნდი ერთ ორგანიზმად გადაიქცა და ფეხბურთელებს საჭიროების მიხედვით ინაწილებენ. http://www.opentext.org.ge/09/lelo/173/173-1.htmოლიმპის სამწვრთნელო უცნაურობები:
http://www.opentext.org.ge/09/lelo/173/173-2.htmკლუბმა არსებობის 3-წლის მანძილზე 8-მწვრთნელი გამოიცვალა.
ინტერვიუ გიორგი მეგრელაძესთან:
http://www.opentext.org.ge/09/lelo/173/173-4.htm