დღეს კურიერის სპორტულ ნაწილში დაანონსებული იყო, რომ სიუჟეტი უნდა გასულიყო რუსთავის ოლიმპზე, მე ვერ მოვახერხე და ვერ ვნახე, ვინმეს ხომ არ გინახიათ, ითქვა რამე საინტერესო?
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სეთურიძე, ჩხეტიანი და გილაური წავიდნენ
მერაბ მამულაშვილი
რუსთავის ?ოლიმპი? სეზონისთვის ფორსირებულ რეჟიმში ემზადება. კლუბს კატაკლიზმები, გაუთავებელი ცვლილებები და ყოველ ნახევარ წელიწადში ახალი შემადგენლობის ჩამოყალიბება დაებედა.
2006 წლიდან, ანუ დაარსებიდან დღემდე ?ოლიმპში? მწვრთნელი რვაჯერ შეიცვალა: ნოდარ აკობია (ორი დღე იმუშავა), გიორგი კიკნაძე-ზაზა ზამთარაძის დუეტი, რევაზ ძოძუაშვილი, ვარლამ კილასონია, ანატოლი პისკოვეცი, ხვიჩა ქასრაშვილი, ისევ ვარლამ კილასონია და ახლა უკვე ოთარ კორღალიძე - ზუსტად ამდენი მწვრთნელი შეიცვალა გერმანიის ნაკრებმა მეორე მსოფლიო ომიდან მეოცე საუკუნის ბოლომდე.
ოთარ კორღალიძეც ახალი გუნდის მშენებლობას შეუდგა. წინა სეზონის მესამეადგილოსანთაგან მას თითქმის არავინ შერჩა: მეკარე ზვიად სტურუა წავიდა. სხვათა შორის, ახლახან მისულმა ბექა შეყრილაძემ გუნდთან კონტრაქტი მესამედ გააფორმა და მესამედვე დაშორდა, რადგან ?ოლიმპში? ბოლნისის ?სიონიდან? გია ჭანტურია მივიდა. არაა გამორიცხული, შეყრილაძემ ცხინვალის ?სპარტაკში? ითამაშოს, თუმცა, იქ სტურუასაც ელოდნენ და ძნელი სათქმელია, საკითხი როგორ გადაწყდება.
მცველებიდან თითქმის არავინ აღარ დარჩა: გიორგი ონიანი ?ზესტაფონში? ჩაირიცხა, თემურ ღონღაძე ზაქათალის ?სიმურგში?, ?სიონში? ითამაშებენ თენგიზ ჩიკვილაძე, გიორგი ჭელიძე, კოკა მიკუჩაძე და გოგი ფიფია, თუმცა, ურეკის შეკრებაზე 17-კაციან სიაში არ აღმოჩნდა მცველი ავქსენტი გილაურიც. ჯერაც უგუნდოდაა გია მეგრელაძე. გუშინ ანალოგიური სურვილი ძირითადი შემადგენლობის თავდამსხმელმა გაგა ჩხეტიანმაც გამოხატა. კორღალიძის თქმით, ჩხეტიანი კლუბს ეძებს და თუ უცხოეთში ძიება უშედეგოდ დაასრულა, რუსთაველებს დაუბრუნდება. ასეთივე ვითარებაა კოკა მიკუჩაძის შემთხვევაში - ?ოლიმპის? ყოფილი თავდამსხმელი კლუბს ისრაელში ეძებს.
კლუბი გიორგი სეთურიძემაც დატოვა. კორღალიძის თქმით, მას გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ან შვეიცარიის უმაღლესი ლიგის კლუბში გადასვლით აიმედებენ.
?ოლიმპიდან? წასვლა თავად გიორგიმაც დაგვიდასტურა:?გუნდი მართლა დავტოვე, რადგან ევროპაში გადასვლით მაიმედებენ. უახლოეს დღეებში მეცოდინება, კონტრაქტს რომელ კლუბთან გავაფორმებ. თუმცა, ევროპაში კონტრაქტის გაფორმების გარანტია არ მოუციათ და ჯერ ზუსტად ისიც არ ვიცი, რომელ გუნდებზეა ლაპარაკი?.
კიდევ ერთი სიახლე - ამიერიდან რუსთავულ კლუბში ?ზესტაფონის? ყოფილი ცენტრალური მცველი სევასტი თოდუა ითამაშებს, გამოცდილი და ჩვენი პირველობისთვის საკმაოდ მაღალი კლასის ფეხბურთელი.
კორღალიძემ ჯერ კიდევ ?სიონის? მწვრთნელობისას ზუგდიდის ?მგლების? თავდამსხმელ გიორგი ჭედიას დაადგა თვალი. გიორგი ახალგაზრდულ ნაკრებს ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირზე ახლდა, მალე საქართველოში დაბრუნდება და გადაწყვეტს, ითამაშებს თუ არა ?ოლიმპში?.
ამასობაში, კლუბმა ურეკში ხანმოკლე შეკრება დაიწყო. 1 აგვისტოს ?ოლიმპი? ზუგდიდში ?მგლებთან? სათამაშოდ პირდაპირ ზღვისპირა დაბიდან გაემგზავრება.
ამჟამად კლუბში 17 ფეხბურთელი ემზადება და სავარაუდოდ, მათ, როგორც გითხარით, გიორგი ჭედიაც დაემატება:
მეკარეები: გია ჭანტურია, მიხეილ ალავიძე;
მცველები: დაჩი ფოფხაძე, ნოდარ მაჭავარიანი, სევასტი თოდუა, ალექს ფრაგა, გიორგი რეხვიაშვილი;
ნახევარმცველები: ჟერონიმო, ჩოკო, აკინო, გელა ხუბუა, დენის დობროვოლსკი, ზაზა ჭელიძე, შოთა ბაბუნაშვილი, დავით კაკულია, გიორგი გორდეზიანი;
თავდამსხმელი: ჟონატასი.
?ბრაზილიელები უკვე ჩამოვიდნენ, სამი მათგანი ძალიან მომეწონა. თუმცა, ვთვლი, გამორჩეული ჯერონიმოა და ის ჩვენს პირველობაზე თავის სიტყვას იტყვის. ისედაც საკმაოდ ძლიერი ბიჭები გვყავდა. ასე რომ, ჩემპიონატს იმედიანად ველოდები?, - ამბობს კორღალიძე.
http://www.opentext.org.ge/09/lelo/175/175-1.htm This post has been edited by geor-gien on 29 Jul 2009, 00:05